Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июнь
2020

Новости за 28.06.2020

თორნიკე შენგელია და „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრ თორნიკე შენგელიას ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს ერთი თამაშის მოგება აშორებს. კლუბი „ბასკონია“, რომლის რიგებშიც ქართველი ლეგიონერი გამოდის, „ლიგა ენდესას“ ფინალში გავიდა. ნახევარფინალში „ბასკონიამ“ „ვალენსიას“ მოუგო, ანგარიშით 75:73. შენგელიამ ჩვიდმეტი ქულა ჩააგდო და ოთხი მოხსნაც მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტით (19) კი მხოლოდ თანაგუნდელ ზორან დრაგიჩს (25) ჩამორჩა. ესპანეთის ჩემპიონი 30 ივნისს გამოვლინდება, „ბასკონიისა“ და „ბარსელონას“ ფინალურ მატჩში. „ბარსელონამ“... Читать дальше...

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 ივნისს

Radiotavisupleba.ge 

გიროგი შაქარაშვილის საქმე: 17-ივე პირი პატიმრობაში დატოვა მცხეთის სასამართლომ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მსჯელობდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში რამდენიმე არასრულწლოვანი ფიგურირებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა. ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას... Читать дальше...

სასამართლო, როგორც სუფრა

Radiotavisupleba.ge 

სასამართლო სისტემა საქართველოში - უნდა ველოდოთ თუ არა ამ სისტემის ცვლილებას? ნაზი ჯანეზაშვილთან ერთად ვსაუბრობთ სასამართლოსა და მოსამართლეებზე.

კოსოვოს პრეზიდენტი 29 ივნისს მიმართავს ერს მის მიმართ 1998-99 წლებში ჩადენილ ომის დანაშაულში წაყენებული ბრალდებების გარშემო

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოს პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი გეგმავს 29 ივნისს მიმართოს ხალხს მის მიმართ წაყენებული, ომის დანაშაულში ბრალდებების გარშემო. ტაჩის გამოსვლა 28 ივნისისთვის ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ მისი ოფისის თანახმად, გამოსვლა გადაიდო შემდეგი დღისთვის. ნიდერდანდში, ჰააგაში დაფუძნებული საგანგებო პროკურორის ოფისმა სერბეთის ყოფილი ოლქის პრეზიდენტს და სხვა კოსოვოელებს, 24 ივნისს წაუყენა ბრალდება სავარაუდო ომის დანაშაულსა და დანაშულში კაცობრიობის წინააღმდეგ.  ბრალდებები ეხება შესაძლო დანაშაულს 1998-99 წლებში, კოსოვოს განთავისუფლების ომის დროს... Читать дальше...

ტრამპი უარყოფს, რომ მიაწოდეს დაზვერვის ინფორმაცია რუსების მიერ თალიბებისთვის ფულადი ჯილდოს შეთავაზების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო, რომ მას აცნობეს პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა თალიბანთან დაკავშირებულ შეიარაღებულ პირებს ავღანეთში აშშ-ის სამხედროების მოკვლისთვის ჯილდოს სახით ფულს სთავაზობდა. არც ჩემთვის და არც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისთვის, ან აპარატის  უფროს მარკ მედოუზისთვის „არც ინფორმაცია მოუწოდებია არავის, და არც უთქვამთ“,  „ავღანეთში ჩვენს ჯარებზე რუსების ეგრეთ წოდებული, თავდასხმების შესახებ“,  განაცხადა ტრამპმა ტვიტერით 28 ივნისს. Читать дальше...

შსს: თემქაში კაცმა პატრულის ოფიცერი დაჭრა და თავი მოიკლა

Radiotavisupleba.ge 

თემქის დასახლებაში ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებულ პატრულ-ინსპექტორს შეტყობინების ინიციატორის მეუღლემ ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც... Читать дальше...



მემარჯვენე პოპულისტი დუდა პოლონეთის პრეზიდენტობას ესწრაფვის მეორე ვადით

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთის ხმის უფლების მქონე მოქალაქეები 28 ივნისს კენჭს უყრიან პრეზიდენტს, რომლის არჩევნები მძაფრ ვითარებაში მიმდინარეობს, რადგან ახლა მოქმედი კონსერვატორი პრეზიდენტი, ანჯეი დუდა, ესწრაფვის, მეორე ხუთწლიანი ვადით დარჩეს პოსტზე. მოელიან, რომ დუდა ამ არჩევნებს მცირე უპირატესობით მოიგებს, რასაც მმართველი, „კანონისა და სამართლიანობის პარტიისთვის“ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მეორე ტური რთული იქნება. პარტიის პროგრამა კონსერვატორული ბუნებისაა და დემოკრატიის მიმართ ქვეყნის ერთგულების თაობაზე კითხვებს აჩენს. Читать дальше...

ნატალი საბანაძე: საქართველო დაელოდება და მიიღებს საპასუხო გადაწყვეტილებას შენგენის ქვეყნების მიმართ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ევროკავშირში, ნატალი საბანაძემ, სატელეფონო ინტერვიუში, იმის თაობაზე, თუ რა იწვევს ასეთ დიდ სიფრთხილეს, რის გამოც გადაიდო მიმოსვლის აღდგენა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რადიო თავისუფლებას უთხრა, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან სწრაფად იცვლებაო. მისი თქმით, ევროკავშირში ვითარება სტაბილურია, მაგრამ ყველგან ერთნაირი არ არის და, სამწუხაროდ, საქართველოს სამეზობლოში პროცესები საკმაოდ რთულად ვითარდება. „გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულად მიდის ევროკავშირში. Читать дальше...

პროკურორი: არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე

Radiotavisupleba.ge 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდებულები გამოძიებას სრულად არ აწვდიან ინფორმაციას და ბევრი ისეთი დეტალი იკვეთება, რაც მათ ჩვენებებში არ არის. პროკურორის თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები პატიმრობის დასაბუთებასთან დაკავშირებით, ასევე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც დააკმაყოფილა შუამდგომლობა და ჩვიდმეტივე პირის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. „რაც შეეხება აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძვლებს... Читать дальше...

17-ივე პირი პატიმრობაში დატოვა მცხეთის სასამართლომ

Radiotavisupleba.ge 

17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მსჯელობდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში რამდენიმე არასრულწლოვანი ფიგურირებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა. ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. Читать дальше...

საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ევროკავშირში: გვინდა, საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველთაგანი, ვისთანაც ევროკავშირი გახსნის მიმოსვლას

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისია 24 ივნისს შემდეგ განიხილავს და ორშაბათს საბოლოოდ დაამტკიცებს სარეკომენდაციო სიას მესამე ქვეყნებისა, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვა აღარ შეეხებათ პირველი ივლისიდან და მასში შეიყვანა საქართველოც, რომელიც ერთი პერიოდი სიიდან ამოღებულ იქნა. ჩამონათვალი ეხება 15 სახელმწიფოს, რომლებსაც ევროკავშირი რეკომენდაციას უწევს. საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ევროკავშირში, ნატალი საბანაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ძალიან სწრაფად იცვლება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სხვადასხვა ქვეყანაში... Читать дальше...

"გვირაბი" გამარჯვებულია

Radiotavisupleba.ge 

კინოფესტივალ Underhill Fest-ზე, რომელიც მონტენერგროში იმართება, „საუკეთესო საერთაშორისო ფილმის“ ნომინაციაში გაიმარჯვა ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის სრულმეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა „გვირაბი“.

ოპოზიცია: ჯერ რურუა, შემდეგ კენჭისყრა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით 29 ივნისის სხდომაზე უყრის კენჭს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ 29 ივნისს „ქართული ოცნება“, მულტიფრაქციულად, დამოუკიდებელი დეპუტუტების მხარდაჭერით ზედმიწევნით შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და მესამე მოსმენით აუცილებლად მიიღებს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს. დავით მათიკაშვილი ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს, რადიკალურს, კრიმინალურს და სახედაკარგულს უწოდებს. Читать дальше...

Новости России
Москва

Российский турист напился и улегся спать на карнизе второго этажа музея, шокировав прохожих


ამირან გამყრელიძე: „ვფიქრობ დიდი საშიშროება არ გველის თუ..."

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელძე ამბობს, რომ ცნობილია კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყაროები. ​,,საერთო მდგომარეობა კონტროლირებადია, დღეს კიდევ 3 ახალი შემთხვევაა, ყველას წყარო ვიცით. ორი დაკავშირებულია ტრაილერის მძღოლებთან და ერთი კარანტინში იყო იდენტიფიცირებული. ასეთი ერთეული შემთხვევები ჯანდაცვის სისტემისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, გამოჯანმრთელების პროცენტი არის 85%. გრძელდება ინტენსიური ტესტირება დღესაც ჩატარებულია დაახლოებით 1500 ტესტი. Читать дальше...

ილია მეორე: „გალაკტიონს ჰქონდა სულიერი გადახრები“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თვითმკვლელობის შესახებ ილაპარაკა და ერთ-ერთ მაგალითად გალაკტიონ ტაბიძე მოიყვანა. „ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დღეს დაასაფლავეს 11 წლის ბიჭი, რომელმაც მოიკლა თავი, რომ ჰკითხო რატომ მოიკალი თავიო, ვერ გეტყვის. ეშმაკი სდევდა. გალაკტიონს აქვს გამონათქვამი, ბავშვობიდან თავის მოკვლა მინდოდაო. იმდენი სდია, იმდენი ეცადა, რომ მოეკლა თავი. ღმერთმა ყველა დაიფაროს, როგორც კი მოვა ესეთი აზრი, უნდა წავიდეს ადამიანი მოძღვართან, აღსარებაში უნდა უთხრას, აღსარების საშუალებით განიდევნება. Читать дальше...

გრიგოლ რობაქიძე: დინამო! დინამო!

Radiotavisupleba.ge 

1962 წლის 29 ივნისი ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია: თბილისის „დინამომ“ ევროლიგის ფინალში მადრიდის „რეალი“ დაამარცხა (90-83) და ჩემპიონთა თასს დაეუფლა!  „დინამომ“ ფინალამდე ასევე დაამარცხა ბუქარესტის „სტიაუა“ (77-76, 82-77),  თურქული „დარუშაფაქი“ (80-67, 84-49) და მოსკოვის ცსკა (75-71, 77-66).  ფინალურ შეხვედრას შვეიცარიამ, ჟენევამ უმასპინძლა. თამაშს 5,000 მაყურებლი დაესწრო და ამ 5 ათას მაყურებელს შორის იყო ცნობილი ქართველი მწერალი, 1931 წლიდან გარდაცვალებამდე ემიგრაციაში მყოფი... Читать дальше...

შეიარაღებული ძალების მზარეულებს ცნობილი „შეფები“ გადაამზადებენ

Radiotavisupleba.ge 

პროექტი, რომელიც თავდაცვის ძალების მზარეულების გადამზადებასა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად, დაიწყება 1 ივლისს, წეროვანში, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში. პროექტის შედეგად ქართველი სამხედროების მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახდება და საგრძნობლად გაუმჯობესდება მათი კვების ხარისხი. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სპეციალურად მოწყობილ საველე სამზარეულოში თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ სასადილოებში მომუშავე მზარეულებს... Читать дальше...

კორონავირუსით მე-15 ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში

Radiotavisupleba.ge 

ინფორმაციას მე-15 პაციენტის გარდაცვალების შესახებ მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-საიტი stopcov.ge ავრცელებს. გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცია, საქართველოს მოქალაქე, შემოსული ერთ ერთი მეზობელი ქვეყნიდან, რომლის მდგომარეობა თავიდანვე იყო მძიმე, მრავლობითი თანმხლები დაავადებებით. "უკანასკნელი ორი კვირა იყო ხელოვნურ ვენტილიაციაზე", - განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. ამავე მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Свентек выиграла титул WTA в Мадриде






США решили признать Путина следующим президентом России

Врач рассказал, что шашлык противопоказан при заболеваниях желудка и мочекаменной болезни

Житель Челябинска пробил танковую броню пасхальным яйцом

Майский снегопад: москвичей призвали одеваться потеплее на 9 Мая