Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2020

Новости за 19.07.2020

არასრულწლოვან ნ.ხ.-ს ადვოკატი: „შაქარაშვილის დაკარგვის ამბავი მან ტელევიზიიდან გაიგო“

Radiotavisupleba.ge 

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, არასრულწლოვანი ნ.ხ-ს ადვოკატი ანა ჟღენტი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირველად ადვოკატის გარეშე დაკითხეს, ის არავის დაურიგებია და პირველივე ჩვენებაში სრული სიმართლე თქვა. ადვოკატის განცხადებით, ნ.ხ. ანა გაბეჩავას სკოლელია. ანას დაბადების დღეზე სხვებთან ერთად ისინი მიიწვიეს, თუმცა იქ შეკრებილების ნაწილს ის არ იცნობდა. ის გოგონების მხარეს იჯდა, როდესაც მოპირდაპირე მხარეს შელაპარაკება დაიწყო. ადვოკატის განცხადებით, ნ.ხ. სიგარეტის მოსაწევად გარეთ გადის... Читать дальше...

ნანტის ტაძარში ცეცხლის გაჩენასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

39 წლის კაცი დააკავა საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ ნანტის XV საუკუნის ტაძარში ცეცხლის გაჩენასთან დაკავშირებით. 18 ივლისს გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა ტაძრის ორგანი, ასევე ვიტრაჟები. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა ტელეარხმა LCI-მ. დაკავებული რუანდელი ლტოლვილია, რომელიც ტაძარში მოხალისედ მუშაობდა და პარასკევს ღამით მისი მოვალეობა იყო შენობის დაკეტვა, მოჰყავს ტელეარხს პროკურორ პიერ სერის სიტყვები. მისი თქმით, შაბათს შენობაში სამ ადგილას გაჩნდა ცეცხლი და შენობის კარის დაზიანების კვალი ვერ ნახეს. ხელისუფლების თანახმად... Читать дальше...

ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრების, ხვიჩა მღებრიშვილის ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა “2020 წლის 3 ივლისს. უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის საკითხთან დაკავშირებით ცხელი ხაზის საშუალებით აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. მექანიზმის ფარგლებში, გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა მღებრიშვილი, უკანონო ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის უკანონო ბრალდებით. ცხელი ხაზით აქტიური კომუნიკაციის ფარგლებში... Читать дальше...

რომან დოლიძემ UFC-ში გამოსვლა რუსი მებრძოლის ცემით დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) პირველი ბრძოლა ჩაატარა რომან დოლიძემ. 32 წლის ქართველმა ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის კარი შთამბეჭდავი გამარჯვებით შეაღო - გამთენიას, აბუ დაბიში, 25 წლის რუსი ხადის იბრაგიმოვი პირველსავე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო. „არ მიყვარს, როცა ვიღაც ისე მიყურებს, როგორც იბრაგიმოვმა გუშინ, აწონვისას შემომხედა. უდიდესი შეცდომა დაუშვა“ - უთხრა გამარჯვებულმა დოლიძემ ბრძოლის წამყვანებს. UFC-ში დებიუტამდე რომან დოლიძეს წესების გარეშე ბრძოლაში ექვსი შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული და ექვსივეში მოიგო.

საქართველოში СOVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 10-ით გაიზარდა

Radiotavisupleba.ge 

19 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. Stop.gov.ge-ს მონაცემებით, ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1028-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4-ით გაიზარდა და სულ 899-ია. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5627 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 228.

ქუთაისში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში, გუშინ ღამით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი იპოვეს. გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებნი, ქალის მეზობლები აცხადებენ, რომ მათ ხმაური გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი 30 წლამდე ქალი ცოცხალი აღარ დახვდათ. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-მ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს დამატებით დეტალებს ჯერჯერობით არ ავრცელებს.

ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ და სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი დღეს, 19 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. როგორც „ძალა ერთობაშიას“ წევრი, დავით ქაცარავა აცხადებს, აქციის მიზანია, შეახსენოს საქართველოს ხელისუფლებას, ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მძიმე ყოფის შესახებ და მოსთხოვოს მას გააქტიურება საერთაშორისო დონეზე. ასევე, მოუწოდოს საქართველოს საზოგადოებას გაერთიანდეს ისე, როგორც ეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევაში მოხდა. Читать дальше...

საუდის არაბეთმა უმასპინძლა „დიდი ოცეულის“ ფინანსთა მინისტრების და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების ვირტუალური შეხვედრას 

Radiotavisupleba.ge 

დიდი ოცეულის ქვეყნები განიხილავენ დავალიანების შერბილების ზომებს კორონავირუსით დაზარალებული ღარიბი ქვეყნებისთვის 2020 წლის მეორე ნახევარში, განაცხადეს ჯგუფის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა 18 ივლისს ვირტუალური მოლაპარაკების შემდეგ, რომლებიც მიმართული იყო მსოფლიო ეკონომიკის ასტიმულირებისთვის ხელის შეწყობისკენ.  მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა, მოუწოდა დავალიანების შეჩერების ინიციატივის გახანგრძლივებისკენ 2021 წლის ბოლომდე, მაშინ როცა მრავალმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ... Читать дальше...

ევროპის კავშირის ლიდერები კორონავირუსის გამო დაზარალებული ეკონომიკების სტიმულერების  პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ

Radiotavisupleba.ge 

ევროპის კავშირის ლიდერები ვერ შეთანხმდნენ 18 ივლისს, მათი სამიტის მეორე დღეს, კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკების აღდგენის ფონდის გარშემო, მაგრამ განაცხადეს, რომ შეხვედრას 19 ივლისს გააგრძელებენ, რათა პაკეტზე მორიგება მოხდეს, თუმცა სამიტი ორდღიანი იყო. ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერები ესწრაფვიან მიაღწიონ შეთანხმებას აღდგენის ფონდის გარშემო და 2021-27 წლების ბიუჯეტის შესახებ, სულ ლაპარაკია 1,85 ტრილიან ევროზე. ბრიუსელის ეს სამიტი პირველი უშუალო შეხვედრაა 27 ლიდერს შორის ხუთთვიანი კრიზისის მანძილზე. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Соболенко проиграла Свентек в финале турнира WTA-1000 в Риме






Дело возбудили после нападения пьяного спортсмена на экс-супругу в Мытищах

«Недоволен и беспокоится»: WSJ узнала о реакции лидера КНР на визит Путина в КНДР

Президент РФ Путин на будущей неделе встретится с руководителями предприятий ОПК

Литературный агент в Тарифе – ФАБУЛА.