Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2020

Новости за 17.10.2020

აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტაზე

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც ძალაში შევა ადგილობრივი დროით 18 ოქტომბრის 00:00 საათზე, ამის შესახებ იტყობინებიან სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებები. „აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების - საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების 2020 წლის 1 ოქტომბრის განცხადებების და მოსკოვში 10 ოქტომბერს მიღწეული დეკლარაციის შესაბამისად“, - ნათქვამია მოკონფლიქტე მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაციაში. სადავო მთიანი ყარაბაღის გარშემო... Читать дальше...

კორონავირუსის ზრდის ფონზე საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ძალაში შევიდა კომენდანტის საათი

Radiotavisupleba.ge 

იმისათვის, რომ შეაჩეროს კორონავირუსის შემდგომი ზრდა, საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 17 ოქტომბრიდან პარიზსა და საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებში ამოქმედდა კომენდანტის საათი. ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირდა 25 000 კაცი, 122 - პაციენტი გარდაიცვალა. მიუხედავად კომენდანტის საათის მიმართ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერისა, საფრანგეთის ზოგიერთი რეგიონის ხელმძღვანელი შიშობს, რომ... Читать дальше...

ჩაწყობილი თამაშების გამო პოლიციამ ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის 20 მოხელე დააკავა

Radiotavisupleba.ge 

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ჩეხეთის პოლიციამ 16 ოქტომბერს ჩხრეკა ჩაატარა ჩეხეთის ეროვნული ფეხბურთის ფედერაციის შტაბბინაში და 20 პირს წაუყენა ბრალი თამაშების ჩაწყობასა და კორუფციაში. ეს ინციდენტი სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს ფეხბურთის მოყვარულებისათვის 11-მილიონიან ჩეხეთში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო საფეხბურთო შეჯიბრებებში. გავრცელებული ცნობით, შეხვედრების ფალსიფიკაციის ბრალდება შეეხება არა პირველ, არამედ ჩეხეთის ფეხბურთის მეორე და მესამე ლიგას. Читать дальше...

თურქეთში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს ხელი მოეწერა შეთანხმებას სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს თურქეთის რესპუბლიკაში, 16 ოქტომბერს, ხელი მოეწერა ორ მხარეს შორის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში შეთანხმებას, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით საბრძოლო გემების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ტურბინის ძრავების წარმოებას ითვალისწინებს. ვოლოდიმირ ზელენსკი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი ასევე შეთანხმდნენ თურქეთ-უკრაინის თანამშრომლობის ახალ ფორმატზე, ფორმულით „ორი პლუს ორი“, რომელიც პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების რეგულარული შეხვედრების გამართვას ითვალისწინებს. Читать дальше...

​„ნინო ნურჯანაძე - ერთიანმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა

Radiotavisupleba.ge 

საარჩევნო სუბიექტმა „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული და პარტიის საპარლამენტო პროგრამა წარადგინა. სია შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ნინო ბურჯანაძე 2. გრიგოლ ბარამიძე 3. ანზორ ბიწაძე 4. ოთარ თავართქილაძე 5. ბესიკ დანელია 6. თამარ ზურაშვილი 7. მამუკა აჩბა 8. ბექა პეტრიაშვილი 9. მაია ხრიკაძე 10. ივანე მაჭარაშვილი 11. დავით ეხვაია 12. ქეთევან ზაქარეიშვილი 13. აკაკი კიკვაძე 14. დავით წერეთელი 15. მაია პაჭკორია 16. ნიკა პეტრიაშვილი 17. ალექსი ჩხიკვაძე 18. Читать дальше...



ცხინვალიდან კოვიდინფიცირებულების თბილისში გადაყვანა დაიწყეს. ბიბილოვს კორონავირუსი აქვს

Radiotavisupleba.ge 

ერთი დღის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა  57 დადასტურებული შემთხვევით გაიზარდა.

ასპინძაში 2 წლამდე ბავშვს მანქანამ გადაუარა

Radiotavisupleba.ge 

ასპინძაში 2 წლამდე ბავშვს მიკროავტობუსმა გადაუარა. შემთხვევა ასპინძის რაიონის სოფელ რუსთავში დღეს, 17 ოქტომბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის ქვეშ შემძვრალი ბავშვი მძღოლმა ვერ დაინახა და მანქანა დაძრა. ბავშვი დაიღუპა. როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით. იგი ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Тотальный диктант на удаленке, или Как удержаться от соблазна все списать

ИА «Новости-Грузия» 

Колумнист Sputnik Грузия делится своими впечатлениями и эмоциями от участия в международной интеллектуальной акции "Тотальный диктант" для проверки уровня русского языка, которая прошла в этом году в режиме онлайн

ირანში 30 000-ს გადააჭარბა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ

Radiotavisupleba.ge 

ირანის ხელისუფლების თანახმად, 17 ოქტომბრის სტატისტიკით, ქვეყნაში 30 000-ს გადააჭარბა კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობამ მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წუხელ ირანში COVID-19-ის ვირუსმა კიდევ 253 კაცი იმსხვერპლა. ირანში თებერვალში დაიწყო კორონავირუსის პანდემია, რომლის განმავლობაში საშიში ვირუსით დაინფიცირდა 526 000 კაცი. ეპიდემიის მეორე ტალღის ფონზე, ირანის ხელისუფლება ცდილობს თავიდან აიცილოს ტოტალური კარანტინი. სრული ლოკდაუნი მძიმედ დააწვება ქვეყნის ეკონომიკას, რომელზეც... Читать дальше...

პარიზთან ახლოს სკოლის მასწვლებელს თავი მოკვეთეს

News.ge 

პარიზთან ახლოს თავი მოკვეთეს სკოლის მასწვლებელს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავის მოსწვალეებს მუჰამედის კარიკატურა აჩვენა. შემთხვევა ქალაქ კონფლან-სენტ-ონორის საშუალოს სკოლის სიახლოვეს მოხდა. როგორც მედიასაშუალებები წერენ, თავდამსხმელი მასწავლებელს დიდი დანით დაესხა თავს და  თავი მოკვეთა. თვითმხილველები ყვებიან, რომ კაცი “ალაჰ აკბარს” ყვიროდა. თავდამსხმელი ადგილიდან გაქცევას ცდილობდა,  თუმცა პოლიციის სროლის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ...

“ბატონი ღარიბაშვილი თუ შეიძლება ითქვას, არის ამ ქვეყანაში პოლიტიკური სიველურის სიმბოლოა”

News.ge 

ჩვენს ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რასაც პროპორციული არჩევნები და „ევროპული საქართველო“ მოიტანს, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა და თავდაცვის მისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა. „ბატონი ღარიბაშვილი თუ შეიძლება ითქვას, არის ამ ქვეყანაში პოლიტიკური სიველურის სიმბოლო და მას უნდა წარმოაჩინოს, რომ თითქოს არჩევანი არის მხოლოდ სააკაშვილს და მხოლოდ ივანიშვილს შორის, რაც ასე არ არის, ...

“არავის მივცემთ საშუალებას, რომ ამ დეზინფორმაციით, ჩრდილი მიადგეს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს”

News.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელი და მათი სატელიტები დაბალ ხმაზე უკვე საუბრობენ, არჩევნებამდე ათი დღით ადრე, ხომ არ გადაიდება არჩევნები?! პირდაპირ გეუბნებით, ეს არის კაპიტულაცია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს არჩევნებში გამარჯვების არანაირი იმედი აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „მათ დარჩენიათ ერთადერთი – ძალადობის, უიმედობის დანერგვითა და ...

“დღეს ის 80 წლის გახდა და არა გახდებოდა”

News.ge 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. სტატუსს News.ge უცვლელად გთავაზობთ: “დღეს ის 80 წლის გახდა და არა გახდებოდა, მაგრამ დაადასტუროს ვინმემ, რომ მას 80 წლის გურამ შარაძე წარმოუდგენია. მე ვაღიარებ: არა! მე ვერ წარმოვიდგენ. ახლა მეორე: წარმოგიდგენიათ როდისმე ის მდორედ მიმყოლი ამ ცხოვრების მაჯისცემას? არა! ის გარდაცვალებამდე ...

სააკაშვილი: ჩვენი აქციების რაოდენობა გაიზრდება, მათ უზრუნველვყოფთ დამცავი საშუალებებით

Radiotavisupleba.ge 

საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ეხმიანება ბათუმში 16 ოქტომბერს გამართულ ხალხმრავალ აქციას და ამბობს, რომ ეს ხალხის ერთიანობისა და შემართების ამაღელვებელი დემონსტრაცია იყო: „ამდენი წლის ლაპარაკის შემდეგ, რომ ნაციონალები რადარებიდან გაქრნენ, პარტია, რომელმაც შექმნა ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება და ბრუნდება მთელი ძალით და განახლებული... Читать дальше...

მინსკში დაწყებული სტუდენტური აქცია მილიციამ რამდენიმე წუთში დაშალა 

Radiotavisupleba.ge 

17 ოქტომბერს მინსკში გაიმართა ქალებისა და სტუდენტების აქცია. რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურის ცნობით, სტუდენტებმა შაბათს შუადღეს დაიწყეს შეკრება ლინგვისტურ უნივერსიტეტთან და დააპირეს მსვლელობის მოწყობა, რომელიც მილიციამ რამდენიმე წუთში დაშალა.   უფლებადამცველთა ინფორმაციით, მილიციამ დააკავა ოცამდე კაცი, მათ შორის არიან ჟურნალისტები. ბელარუსში უკვე მესამე თვეა არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლებიც დაიწყო 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალიაქსანდრ ლუკაშენკას გამოცხადების შემდეგ. Читать дальше...

“ამდენი წლის ლაპარაკის შემდეგ, რომ „ნაციონალები“ რადარებიდან გაქრნენ, პარტია, რომელმაც შექმნა ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება და ბრუნდება მთელი ძალით”

News.ge 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო ძალიან დიდი, ძალიან ამაღელვებელი დემონსტრაცია“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო ძალიან დიდი, ძალიან ამაღელვებელი დემონსტრაცია – ხალხის ერთიანობის და შემართების! ამდენი წლის ლაპარაკის შემდეგ, რომ „ნაციონალები“ რადარებიდან ...

Новости России
Москва

5 фактов, которые необходимо знать о СЭЙН и Wimmortal и их релизе «Старик и воля».


სერგი კაპანაძე: „ევროპული საქართველოს“ ძალიან მყარი პოზიციაა, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ახლა

News.ge 

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გადადების კატეგორიული წინააღმდეგია და პარტიის მყარი პოზიციაა, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდეს. „ევროპული საქართველოს“ ძალიან მყარი პოზიციაა, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ახლა, ხელისუფლება უნდა დამარცხდეს და რომ ჩვენ, საზოგადოებას არ გვაქვს იმის მოთმინების უნარი კიდევ რამდენიმე წელი ველოდოთ ამ მთავრობას. მითუმეტეს, გადადებული არჩევნების ...

მართვით სუნთქვაზეა 15 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი

Radiotavisupleba.ge 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე რჩება 15 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. როგორც რადიო თავისუფლებას საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა, არასრულწლოვანი გოგო ორი კვირაა სტაციონარში იმყოფება. ექიმმა არ უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა პაციენტს თანმხლები დაავადებები. „ვერაფერს ვერ გეტყვით, გეუბნებით, რომ გვყავს აპარატზე კრიტიკული პაციენტი 15 წლის. არასრულწლოვანია, ბავშვის უფლებები დაირღვევა, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. მართვით სუნთქვაზე იმყოფება“... Читать дальше...

მასწავლებლის თავის მოკვეთის საქმეზე საფრანგეთში 9 პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

პარიზის გარეუბანში დანით შეიარაღებული ტერორისტის მიერ მასწავლებლის თავის მოკვეთის საქმეზე პოლიციამ 9 კაცი დააკავა. ორი მათგანი ერთ-ერთი მოწაფის მშობლები არიან. დაკავებულთა შორის არიან ასევე, დანაშაულში ეჭვმიტანილთან დაახლოებული პირები. სააგენტო „ფრანს-პრესის“ თანახმად, თავდამსხმელი აღმოჩნდა რუსეთიდან გადასახლებული 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის, შურისძიების მიზნით მოკლა მასწავლებელი. ეჭვმიტანილი თავდამსხმელი წუხელ პოლიციამ დაკავების დროს მოკლა. Читать дальше...

ხაბაროვსკში ასობით ადამიანი გამოვიდა ყოველდღიურ საპროტესტო აქციაზე

Radiotavisupleba.ge 

ხაბაროვსკში, სადაც ზედიზედ 99 დღეა იმართება საპროტესტო აქციები, დღეს რამდენიმე ასეული მოქალაქე კვლავ გამოვიდა ქუჩაში ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად. ორი კვირის წინ ტრადიციული მშვიდობიანი მსვლელობა სასტიკად დაშალა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა. 17 ოქტომბერს დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ ხაბაროვსკის საოლქო ხელისუფლების შენობის წინ. ისინი უნდობლობას უცხადებდნენ ამჟამინდელ გუბერნატორს, მიხაილ დეგტიარიოვს და ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.   გამოსვლები ხაბაროვსკში უკვე სამი თვეა გრძელდება. Читать дальше...

ზაალ უდუმაშვილი: ბათუმში ჩვენ ნამდვილად არ ველოდით ხალხის ამხელა ნაკადს

Radiotavisupleba.ge 

საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ 16 ოქტომბერს ბათუმში გამართულ აქციაზე ხალხის ამხელა ნაკადის მისვლას ორგანიზატორები არ ელოდნენ და ამიტომ გარკვეული პრობლემები შეიქმნა: „მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები იყვნენ მზად, მათ შორის, იყო თერმოსკრინინგის აპარატები, იყო პირბადეები, რომლებიც რიგდებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ხალხის ძალიან დიდი ნაკადი მოვიდა. ამიტომ შეიქმნა გარკვეული პრობლემები ლოჯისტიკაში. მიუხედავად იმისა... Читать дальше...

World Travel Award-ის დაჯილდოებაზე კურორტი საირმე წარადგინეს

News.ge 

World Travel Award-ის დაჯილდოების რიგით 27 ცერემონიალზე, კურორტი „საირმე“ ნომინაციაში„საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“ წარსდგა. ბალნეოლოგიური სასტუმრო კომპლექსი,  რომელსაც არსებობის საუკუნოვანი ისტორია გააჩნია გამარჯვებისთვის ემზადება. World Travel Award–ის დაჯილდოება 1993 წლიდან იმართება და მისი მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მოქმედი: სასტუმროების, კურორტების და ტურისტული სააგენტოების აღმოჩენა. ნომინაცია – ,,საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“, წელს პირველად შეიქმნა. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублев не отстал от «Реала»! Как русская звезда тенниса покорила Мадрид






Педагоги Подмосковья могут поучаствовать в новом сезоне телешоу «Классная Тема!»

Московские молодожены полюбили регистрировать брак в мае: опровергают поговорку

Жительницы Мытищ смогут привиться от ВПЧ в детских поликлиниках

В Авдеевке 80% жителей стали гражданами РФ