Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2020

Новости за 07.11.2020

Смерть председателя окружной комиссии в Тбилиси: задержаны два человека

ИА «Новости-Грузия» 

По данным следствия, скончавшемуся за несколько дней до смерти предложили взятку в 50 тысяч долларов за заявление о якобы сфальсифицированных выборах и угрожали ему расправой, чтобы вынудить согласиться

აშშ-ის პრეზიდენტი არჩევნებში მარცხს არ აღიარებს, სასამართლოს დასკვნებს დაელოდება

Radiotavisupleba.ge 

მას მერე, რაც აშშ-ის უმსხვილესმა მედია საშუალებებმა გამოაცხადეს დასკვნა, რომ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა, ჯო ბაიდენმა დაამარცხა რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ცნობილი გახდა დონალდ ტრამპის რეაქცია, რომ არ აღიარებს მარცხს. აშშ-ის მედიამ გამოაცხადა, რომ პენსილვანიის შტატში არჩევნები მოიგო ჯო ბაიდენმა და შედეგად, მან არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო რაოდენობაზე, საარჩევნო კოლეგიის 270-ხმაზე მეტი მოიპოვა ამ შტატში, რომელსაც 20 ხმა აქვს კოლეგიაში. Читать дальше...

უცხოეთი ქვეყნების ლიდერები ჯო ბაიდენს გამარჯვებას ულოცავენ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მოკავშირეები დაუყოვნებლივ მიესალმნენ ჯო ბაიდენის აშშ-ის შემდეგ პრეზიდენტად არჩევას. აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა, ჯო ბაიდენმა დაამარცხა რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ასეთია კენჭისყრის შედეგების მიხედვით ამერიკის უმსხვილესი მედია-ორგანიზაციების დასკვნა, რომელიც 7 ნოემბრის საღამოს გავრცელდა.  გერმანიამ ტრანსატლანტიკური ურთიერთობის „ახალი და ამაღელვებელი“ თავი უწოდა ფაქტს და სხვა ქვეყნებმაც გამოხატეს სურვილი სწრაფად დაიწყონ თანამშრომლობა ახალ ადმინისტრაციასთან... Читать дальше...

უცხოური მედია – საფრანგეთში მართლმადიდებელ მღვდელზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა

News.ge 

საფრანგეთის ქალაქ ლიონში სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მართლმადიდებელ მღვდელზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია გამოცემა Le Parisien-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული პირი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. პოლიციის განყოფილებაში იმყოფება დაკავებულის მეუღლეც, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის და მისი დაბადების ადგილი რუსეთია. როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, დაკავებულმა დანაშაული უკვე აღიარა და განაცხადა, ...

კამალა ჰარისის მიერ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება ისტორიული მოვლენა იქნება აშშ-ისთვის

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის არჩევა ისტორიული მომენტი იქნება ვიცე-პრეზიდენტისთვის, რადგან ამ პოსტს დაიკავებს კალიფორნიელი სენატორი, კამალა ჰარისი, პირველი ქალი, პირველი აფრიკელ-ამერიკელი, რომელიც ამავე დროს, პირველი აზიური წარმოშობის ქალი იქნება მნიშვნელობით მეორე თანამდებობაზე ქვეყანაში. ადრე ერთადერთი არათეთრკანიანი, რომელსაც ამ ორი მნიშვნელოვანი თანამდებობიდან ერთ-ერთი ეკავა, იყო ბარაკ ობამა, რომელიც პრეზიდენტის სავარძელში იყო 2009-2017 წლებში. ჯო ბაიდენს ობამას ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. Читать дальше...

Эпидемия коронавируса: жизнь в масках в Тбилиси - фото

ИА «Новости-Грузия» 

В Грузии ношение защитных масок стало обязательным даже на улицах и в открытых пространствах. Как сейчас прохожие передвигаются по улицам в центре Тбилиси - смотрите в фотоленте Sputnik Грузия

ერთი პირი დააკავეს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე

Radiotavisupleba.ge 

აკაკი ხუსკივაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა... Читать дальше...



"ხალხის ხმების ქურდები ციხეში" - ზუგდიდის საოლქო კომისიასთან აქცია გიმართა

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილები 2 საათის განმავლობაში ცდილობდნენ შენობის ფასადზე საპროტესტო პლაკატი გაეკრათ, რომლის უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. „ხალხის ხმების ქურდები ციხეში“, - ამ შინაარსის პლაკატი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ანა წითლიძემ მაინც გააკრა შენობაზე. წარწერის პარალელურად მასზე გამოსახულები არიან ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ზუგდიდის საოლქო სარჩევნო კომისიის წევრები. ამის შემდეგ აქცია დასრულდა... Читать дальше...

Reuters: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

News.ge 

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატში, პენსილვანიაში ხმების უმრავლესობა დააგროვა. ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 273 ხმა აქვს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისია.

ჯო ბაიდენი იმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა, ჯო ბაიდენმა დაამარცხა რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ასეთია კენჭისყრის შედეგების მიხედვით ამერიკის უმსხვილესი მედია-ორგანიზაციების დასკვნა.   ბაიდენი 77 წლისაა, ის ადრე აშშ-ის სენატორი იყო. ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იყო ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს. ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტი კალიფორნიელი დემოკრატი კამალა ჰარისი იქნება.

ნანა გეგეჭკორი: კოვიდი რთული, კომპლექსური დაავადებაა, ადვილად გავრცელების პოტენციალით, თუმცა სწორი მართვის პირობებში გამოსავალი საიმედოა

News.ge 

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალური ქსელით მოსახლეობას მიმართავს და რჩევებს აძლევს. News.ge სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: “რამდენიმე კვირის წინ დავბრუნდი ფეისბუკზე რათა მცირედით შევწეოდი იმ ადამიანებს ვისაც სახლში მოუწევს კოვიდთან ბრძოლა. მე და Zurab Guruli – მა ვცადეთ სხვადასხვა ფორმით მიგვეწვდინა ხმა მათთვის, ვისაც ექიმის კონსულტაციაზე ხელი არ მიუწვდება. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი შემთხვევები იმაზე ...

მინსკში ექიმების საპროტესტო აქციის დროს ათეულობით პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მილიციამ დააკავა მედიკოსების საპროტესტო აქციის ათეულობით მონაწილე, რომლებიც ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში არსებული პირველი საავადმყოფოს წინ შეიკრიბნენ 7 ნოემბერს. რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახური იტყობინება, რომ 7 ნოემბერს, რომელიც ამ ქვეყანაში საზეიმოდ აღინიშნება, მედიკოსები სოლიდარობის აქციას გეგმავდნენ. ხალხის დაკავება დაიწყო პრაქტიკულად მაშინვე, რომ მისი მონაწილეები შენობიდან გამოვიდნენ და თეთრი ხალათების ჩაცმა დაიწყეს. უფლებადამცველი ცენტრი, „ვიასნა“ იტყობინება... Читать дальше...

ხატია დეკანოიძე "ქართულ ოცნებას" - ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული ადამიანობა

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "ფსკერსა" და "ამორალურობას" უწოდებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალება სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება. „რა გჭირთ, ხალხო, ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული მორალი; ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული ადამიანობა, რომ დღეს, ამ სიტუაციაში კვლავ ადამიანების სიცოცხლით არ ივაჭროთ და პოლიტიკურ მანიპულაციებზე არ... Читать дальше...

ცხინვალელი ექიმები კატასტროფაზე საუბრობენ - კოვიდინფიცირებულები უჟანგბადობის გამო იღუპებიან

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარიულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროპის ქვეყნების საავადმყოფოები გადატვირთულია, კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვმა 300 ათასს გადააჭარბა

Radiotavisupleba.ge 

ევროპის ქვენებში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვმა გადააჭარბა 300 ათასს და რუსეთიდან იტალიამდე, თითქმის ყველა ქვეყანაში, ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი სარეკორდოა, ყველგან შემოღებულია ახალი შეზღუდვები, კარანტინიდან კომენდანტის საათამდე. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნუსხა 6 ნოემბერს მთელ მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების სარეკორდო მაჩვენებელი. ფრანსპრესის სააგენტოს თანახმად, ევროპაში კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით 300688 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ამ რიცხვის ორი მესამედი მოდის გაერთიანებულ სამეფოზე... Читать дальше...

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც …

News.ge 

საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში, ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად”,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში აღნიშნულია რომ დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი. „საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 8 ნოემბერს შეკრების უფლების გამოყენებას აპირებს... Читать дальше...

აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოები: საზოგადოების მიერ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობისთვის აუცილებელია სანდო სამართლებრივი პროცესი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოთქვამენ მზადყოფნას - შეიტანონ თავიანთი წვლილი საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებისა და საზოგადოების მიერ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობის მიზნების მისაღწევად. საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს - განაგრძონ საარჩევნო დარღვევების განხილვასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი, დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად. „მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული... Читать дальше...

Новости России
Москва

Российский турист напился и улегся спать на карнизе второго этажа музея, шокировав прохожих


„ვოლტის“კურიერი სამსახურში დაბრუნდა და ისევ გაუშვეს

Radiotavisupleba.ge 

მასლა განახლებულია მიტანის სერვისის - „ვოლტის“ კურიერი სამსახურში 7 ნოემბერს დაბრუნდა და იმავე დღეს გაუუქმდა კონტრაქტი. ოთო გიორგაძეს ეცვა სვიტერი, რომელზეც ეწერა - „სხვათაშორის ძალიან კარგად გამოიყურებით“ - ფრაზა, რომელიც მანამდე, სამსახურიდან მისი 10 დღით დათხოვნის მიზეზი გახდა. ფეისბუკზე კურიერსა და მომხმარებელ ქალს შორის მიმოწერის სკრინშოტის გავრცელებას დიდი დისკუსია მოჰყვა. ქალი რადიო თავისუფლებასთან ამბობდა, რომ მისი კონფიდენციალობის დარღვევით, კურიერისგან მიღებული შეტყობინება - „სხვათაშორის... Читать дальше...

"ევროპულმა საქართველომ" ბოლო საპარლამენტო არჩევნები წინა ორ არჩევნებს შეადარა

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, 2012 და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი იმ საარჩევნო უბნების რაოდენობა, სადაც დაუბალანსებელი იყო შემაჯამებელ ოქმებში წარმოდგენილი მაჩვენებლები. 7 ნოემბერს პარტიამ დარღვევების ტიპები და მასშტაბები წლების მიხედვით შეადარა. პარტიის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით: დაუბალანსებელი შემაჯამებელი ოქმების რაოდენობა: 2020 წელს - 1175 ; 2012 წელს - 893; ხოლო 2016 წელს - 967; ურნებში ჩაყრილი ცარიელი კონვერტების რაოდენობა... Читать дальше...

მას მერე, რაც თვითონ ორჯერ გამოაცხადა გამარჯვება, ტრამპი ბაიდენს მიმართავს, ნუ გამოაცხადებს წინასწარ თავს გამარჯვებულად

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას მერე, რაც თვითონ 3 ნოემბერს მცდარად გამოაცხადა თავი გამარჯვებულად, თავის დემოკრატ მეტოქეს მიმართა, არ გააკეთოს იგივე. ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მიუახლოვდა, როცა საკვანძო შტატებში, სადაც ხმების დათვლა არ არის დასრულებული, მცირე, მაგრამ უპირატესობა აქვს მეტოქესთან, დონალდ ტრამპთან და წინ არის ნევადაშიც. ბაიდენის შტაბბინამ გამოაცხადა, რომ დემოკრატი კანდიდატი გეგმავდა გამოსვლას 6 ნოემბრისთვის, გვიან, თავის თანამებრძოლ კამალა ჰარისთან ერთად, თუმცა ბოლომდე ეს დადასტურებული არ იყო. Читать дальше...

დავითულიანი ხელახალ არჩევნებზე: გამორიცხულია ხალხის ნების გადახედვა

Radiotavisupleba.ge 

გამორიცხულია ვადამდელი არჩევნების ჩატარება, რამდენი აქციაც უნდა მოაწყონ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა, პარტიის ცენტრალურ ოფისში 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. მედიის მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციასთან დიალოგის გამართვის შესაძლებლობებს შეეხებოდა, დავითულიანმა თქვა, რომ გამორიცხულია დიალოგი 31 ოქტომბრის არჩევნების „წართმევასა“ და შედეგების გადახედვასთან დაკავშირებით: „მოლაპარაკება ვერ შედგება ქართველი ხალხის არჩევნის რევიზიაზე და არჩევნის წართმევაზე. Читать дальше...

ლუკაშენკამ ატომური ელექტროსადგური გახსნა და დაიქადნა, რომ ბელარუსი ბირთვული სახელმწიფო გახდება

Radiotavisupleba.ge 

ალექსანდრ ლუკაშენკამ ოფიციალურად გახსნა პირველი და ერთადერთი ატომური ელექტროსადგური თავის ქვეყანაში და დაიქადნა, რომ აღმოსავლეთევროპული ქვეყანა „ბირთვული სახელმწიფო გახდება“. „ასტრავეცის ბირთვული სადგური ახალი ნაბიჯია მომავლისკენ, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ“, თქვა მან 7 ნოემბერს სახელმწიფო ტელევიზიით. ქალაქ ასტრავეცთან მდებარე ელექტროსადგური რუსეთის სახელმწიფო კომპანიის, „როსატომის“ მიერ იქნა აგებული და დაფინანსებული მოსკოვისგან მიღებული 10 მილირდი დოლარის ოდენობით კრედიტით. Читать дальше...

,,თეგეტა მოტორსი“ ონლაინ შეძენილ პროდუქტებს მთელი საქართველოს მასშტაბით მოგაწვდით

News.ge 

ვინაიდან ტემპერატურა იკლებს, უსაფრთხოდმგზავრობისთვის აუცილებელია ავტომობილიშესაბამისად მომზადებული იყოს. „თეგეტამოტორსი“ მომხმარებლებს დისტანციურ სერვისებსსთავაზობს როგორც პროდუქციის შეძენის, ასევეავტოსერვისის მიმართულებით. კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს სასურველიპროდუქცია შეიძინონ ონლაინ მაღაზიის მეშვეობითtegetashop.ge, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოსწამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული,ავტომობილისთვის საჭირო პროდუქტების სრულისპექტრი როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთომიმართულებით, ავტომობილის აქსესუარები და სხვამრავალი პროდუქცია. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

«Титул, которым я горжусь больше всего»: Рублёв одолел Оже-Альяссима и выиграл второй турнир серии «Мастерс» в карьере






Семья из Орехово-Зуева отправилась в тур по России на фургоне

НАТО готовится к полномасштабной войне против России

Визажист Феоктистова: темные оттенки помады сделают улыбку белее

Десять переходов построят на участке дороги Солнцево - Бутово - Варшавское шоссе в Москве