Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2021

Новости за 11.03.2021

კონტრაქტორების გაყვანამ, შესაძლოა "გამანადგურებად" იმოქმედოს ავღანეთის შეიარაღებულ ძალებზე

Radiotavisupleba.ge 

თავდაცვითი სფეროს ათასობით ამერიკელი კონტრაქტორის გაყვანა ავღანეთიდან მომავალი თვის ბოლოს, შესაძლოა, "უფრო გამანადგურებელი" აღმოჩნდეს ავღანეთის შეიარაღებული ძალებისთვის, ვიდრე ამერიკის ჯარებისა, აცხადებს აშშ-ის მთავრობის სამთვალყურეო უწყება. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციასა და თალიბანს შორის გასული წლის შეთანხმების თანახმად, 1 მაისი განისაზღვრა აშშ-ის ყველა სამხედროსა და არადიპლომატიური სამოქალაქო პერსონალის გამოყვანის თარიღად, თავდაცვის კონტრაქტორების ჩათვლით. ჯონ სოპკოს... Читать дальше...

საბოლოო ბრალდების წარდგენის შედეგად, პატიმრობაში მყოფ ვიდეო ბლოგერს, სიარჰეი ციხანოუსკის, 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება

Radiotavisupleba.ge 

ბელარუს ვიდეო ბლოგერს, სიარჰეი ციხანოუსკის, რომელიც წინასწარ პატიმრობაშია მაისის შემდეგ, საბოლოოდ წაუყენეს ბრალი იმაში, რისთვისაც მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება მას შემდეგ, რაც მან განაცხადა თავისი მზადყოფნის შესახებ, მონაწილეობა მიეღო აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, წინააღმდეგ. 11 მარტს ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ გამოძიებები ციხანოუსკის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მიკალაი სტატკევიჩის, და მათთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ, დასრულებულია. Читать дальше...

მარიხუანის ლეგალიზებით მექსიკა მსოფლიოში კანაფის უმსხვილესი ბაზარი ხდება

Radiotavisupleba.ge 

მექსიკის კონგრესის ქვედა პალატამ რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზებას მისცა ხმა, რითაც გზა გაუკვალა ნარკო-კარტელების ძალადობით  დახლეჩილ ქვეყანას, მსოფლიოში კანაფის უმსხვილესი, რეგულირებული, ბაზარი გახდეს. კანონს, რომელიც 10 მარტს მიიღეს 316 ხმით, 127 იყო წინააღმდეგი, მხარს უჭერს პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის პარტია "მორენა" და მისი მოკავშირეები. მოსალოდნელია, რომ ამ ზომას სენატი დაამტკიცებს და მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს.   კანონი 126 მილიონიანი მოსახლეობის მქონე მექსიკას, გახდის ერთ-ერთს იმ მცირე რაოდენობის ქვეყანათაგან... Читать дальше...

“ტვ პირველი“ პროკურატურის შემდგომი ნაბიჯების მოლოდინში - რა არ უნდა გამოგრჩეს 12 მარტს

Radiotavisupleba.ge 

სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მისცა 11 მარტს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა უწყებას, „ტვ პირველიდან“ ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები. ამგვარად გამოძიებას გზა გაეხსნა ამოიღოს ტელევიზიიდან ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო ფარული სატელეფონო საუბრები ბერა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს შორის. ნოდარ მელაძე, რომლის საავტორო გადაცემაშიც გასაჯაროვდა აუდიოჩანაწერები... Читать дальше...

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ეკონომიკური დახმარების 1,9 ტრილიონიან პაკეტს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ხელი მოაწერა ეკონომიკური დახმარების პაკეტს, რომელიც რიგით ამერიკელებს უნდა დაეხმაროს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკურ კრიზისი გადალახონ. 1,9 ტრილიონი დოლარის ოდენობის პაკეტის კანონპროექტზე ოვალურ კაბინეტში ხელის მოწერის წინ,  ბაიდენმა თქვა 11 მარტს, რომ „ეს ისტორიული კანონი მიმართულია ამ ქვეყნის ხერხემლის აღსადგენად და ამ ქვეყნის ხალხს, მშრომელებს, საშუალო ფენის წარმომადგენლებს, მათ ვინც ააშენა ეს ქვეყანა, აძლევს ბრძოლის შანსს.“ კანონპროექტის ხელმოწერა მოხდა ერთი დღის შემდეგ მას მერე... Читать дальше...

სომხეთის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივა, პოლიტიკური კრიზისისა და სარდლობის უკმაყოფილების ფონზე

Radiotavisupleba.ge 

11 მარტს სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა, განაცხადა, რომ 13 მარტს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებზე მოსალაპარაკებლად იწვევს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ოპოზიციური გაერთიანება „მამულის გადარჩენის მოძრაობის“ ლიდერებს.

მელაძის განმარტებით, სასამართლომ სიუჟეტში რეკონსტრუქციის დროს გამოყენებული კონვერტის ამოღების ნებართვა გასცა

Radiotavisupleba.ge 

„ტვ პირველში" აცხადებენ, რომ კონვერტი, რომლის ამოღების ნებართვაც პროკურატურას მისცა სასამართლომ, სინამდვილეში სიუჟეტში კადრების რეკონსტრუქციის დროს იყო გამოყენებული. „ტვ პირველის" მთავარმა პროდიუსერმა ნოდარ მელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რეპორტაჟი იწყებოდა, სწორედ, ამ რეკონსტრუქციის კადრებით, რომელშიც ჩანს კონვერტი. „მეტი კონვერტი ვერ ვხვდებით, რაზე შეიძლება იყოს საუბარი. ალბათ ეგონათ, რომ ასე, ტელევიზიაში მოაქვთ [კადრები]. ჰგონიათ, რომ ასე მოიტანა ვიღაცამ და კამერებით გადავუღეთ. სხვა ვერსია მართლა არ გამაჩნია. Читать дальше...



ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერი დაამარცხა

Radiotavisupleba.ge 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში სენსაციური გამარჯვბა მოიპოვა. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირს გამოთიშა თანამედროვე მსოფლიოს ჩოგბურთის ლეგენდა, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი. წაგებული პირველი სეტის (3:6) შემდეგ ბასილაშვილმა საერთო ანგარიში ისე გაათანაბრა, მეტოქეს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო - 6:1, გადამწყვეტ სეტში კი ჯერ მატჩბოლი გადაარჩინა, ხოლო მერე სათავისოდ შეატრიალა ანგარიში და საბოლოო გამარჯვება მეთორმეტე გეიმში გაიფორმა - 7:5. დოჰას ტურნირზე, როჯერ ფედერერთან დაპირისპირებამდე... Читать дальше...

ძმები არველაძეების დაუვიწყარი გართობა სტამბოლში, ლელა წურწუმიას სიმღერების ფონზე (ვიდეო)

News.ge 

ძმე­ბი არ­ვე­ლა­ძე­ე­ბის და მათი დიდი ოჯა­ხის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში  აქ­ტი­ვო­ბა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა პოს­ტე­ბი დიდ ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს. ამ­ჯე­რად ძმე­ბი არ­ვე­ლა­ძე­ე­ბი მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად სტამ­ბოლ­ში შე­იკ­რიბ­ნენ და მო­ნატ­რე­ბუ­ლებ­მა იახ­ტა­ზე დრო მხი­ა­რუ­ლად გა­ა­ტა­რეს. წყარო: sportexpress.ge/news

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა

News.ge 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა. პირველი სეტი ფედერერმა 6:3 მოიგო, მეორე ბასილაშვილმა 6:1, გადამწყვეტ სეტში კი ნიკოლოზ ბასილაშვილმა 7:5 იმარჯვა. შეგახსენებთ, ხუთმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირზე ავსტრალიელ ჯონ მილმანს (6:4, 6:2) და ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2) სძლია.

მამუკა მდინარაძე: IRI-ის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დემოკრატიული იყო, ვიდრე წინა წლებში

News.ge 

IRI-ის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული იყო, ვიდრე წინა წლებში, ამის შესხებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები მნიშვნელოვანი მიღწევა იყო საქართველოსთვის, რაც დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა. „IRI-ის შეფასებით... Читать дальше...

მდინარაძე: მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არც “ტვ პირველს“ და არც სხვა რომელიმე მედია საშუალებას “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არანაირი პრობლემა არ შეექმნება

News.ge 

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არც “ტვ პირველს“ და არც სხვა რომელიმე მედია საშუალებას “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არანაირი პრობლემა არ შეექმნება, – ეს განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა. როგორც მან განაცხადა, კანონით ჟურნალისტს, პარლამენტის წევრს, ასევე სასულიერო პირს აქვს უფლება თავისი საქმიანობის დროს მოპოვებული ინფორმაცია არავის არ გადასცეს და არ ...

მდინარაძე განცხადებით, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არცერთ მედიას საფრთხე არ შეექმნება

Radiotavisupleba.ge 

„ტვ პირველთან" დაკავშირებულ სასამართლო განჩინებას გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. „საქართველოში არც „ტვ პირველს“ და არც სხვა რომელიმე მედიასაშუალებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არასდროს არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ამას არ ვამბობს შემთხვევით. ამას ვამბობს მთელი პასუხისმგებლობით", - აცხადებს დეპუტატი.  რაც შეეხება სასამართლოს კონკრეტულ განჩინებას, მდინარაძის განმარტებით, „მოცემულობაც კი არასწორია, რომ [პროკურატურამ] მოითხოვა სასამართლოსგან სადღაც შეჭრა... Читать дальше...

იაპონიამ ფუკუშიმის კატასტროფის ათი წლისთავი აღნიშნა

Radiotavisupleba.ge 

იაპონიამ წუთიერი დუმილით აღნიშნა ჩრდილოეთ რეგიონში უძლიერესი მიწისძვრის, ცუნამის და ბირთვული კატასტროფის ათი წლისთავი. 9.0 სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა ისტორიაში, 2011 წლის 11 მარტს უმძლავრესი ცუნამი გამოიწვია, რომელიც შორს შეიჭრა ხმელეთზე, დაანგრია ქალაქები და მათი საკვანძო ინფრასტრუქტურა და გამოიწვია ფუკუშიმის ატომური ელექტროსადგურის განადგურება, რასაც მოჰყვა18 000-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა და თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანის გადაადგილება. ათი წლის შემდეგაც კი, 40 000-ზე... Читать дальше...

მდინარაძის თქმით, 2020 წლის არჩევნები იყო ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის ისტორიაში

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ს) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე.  „დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები მნიშვნელოვანი მიღწევა იყო საქართველოსთვის, რაც დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა. IRI-ის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდი და პოლიტიკურად კონკურენტული. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია... Читать дальше...

რა იცოდა სახელმწიფომ ოჯახურ ძალადობაზე, რომელიც 11 თვის ბავშვის გარდაცვალებით დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა მამაკაცს, რომელიც მისი ერთ წლამდე ასაკის ბავშვის გარდაცვალების საქმეზეა დაკავებული. როდის და რისთვის ჰქონდა 36 წლის ზურაბ შავლიაშვილს შემაკავებელი ორდერი, რა ინფორმაციას ფლობდა სახელმწიფო ამ ოჯახში არსებულ პრობლემებზე და იყო თუ არა მისი მხრიდან რეაგირება? დღეს, 11 მარტს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და კახეთში 11 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მამას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა... Читать дальше...

სასამართლოს განმარტებით, განჩინებაში გამოყენებული „დათქმა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას"

Radiotavisupleba.ge 

„ტვ პირველის" შესახებ გამოტანილი განჩინების საკითხს განმარტავს თბილისის საქალაქო სასამართლო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.  „2021 წლის 9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ განახორციელონ საგამოძიებო მოქმედება - ამოღება, კერძოდ 2021 წლის 6 მარტს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ... Читать дальше...

აშშ-ის სენატმა მერიკ გარლანდი აშშ-ის გენერალურ პროკურორად დაამტკიცა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის არჩევანი იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე და ასრულდება ბაიდენის პირობა ამ უწყების დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. 10 მარტს სენატის კენჭისყრის შედეგი იყო  70-30. 70-მა სენატორმა ხმა მისცა მერიკ გარლანდის - ფედერალური სააპელაციო სასამართლოს პატივსაცემი მოსამართლის -  კანდიდატურას გამხდარიყო ის  აშშ-ის უმაღლესი სამართალდამცავი ოფიციალური პირი. 68 წლის გარლანდი სათავეში ჩაუდგება დეპარტამენტს, რომელმაც მშფოთვარე პერიოდი გამოიარა ყოფილი პრეზიდენტის... Читать дальше...

Новости России
Москва

Поцарапанному пандой Катюшей киперу подарили футболку с извинениями


ევროპის სამედიცინო უწყებამ მოიწონა Johnson & Johnson-ის ვაქცინა, AstraZeneca-ს პრობლემები აქვს

Radiotavisupleba.ge 

ევროპის სამედიცინო უწყებამ (EMA) Johnson & Johnson-ის ვაქცინას გაუწია რეკომენდაცია ევროკავშირის წინაშე, გასცეს პირობითი მარკეტინგის ნებართვა. Johnson & Johnson-ის ვაქცინა კოვიდ-19-ისგან თავდაცვის საშუალებაა 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. გულმოდგინე განხილვის შემდეგ ევროპის სამედიცინო უწყების ადამიანის მედიცინის კომიტეტმა მიაღწია კონსენსუსს, რომ ვაქცინის მონაცემები მისაღებია და აკმაყოფილებს ეფექტიანობის, უსაფრთხოების და ხარისხის კრიტერიუმებს. ეს კოვიდ-19-ის მეოთხე ვაქცინაა, Pfizer-BioNTech-ის... Читать дальше...

თბილისში ბესიკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

Radiotavisupleba.ge 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე ძლიერი დაკვამლიანებისა და ღია ცეცხლის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შეტყობინების შემდეგ ადგილზე გავიდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. როგორც სამსახური აღნიშნავს, სიტუაციის შეფასების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია და დაიწყო ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები. „მჭიდრო დასახლებიდან გამომდინარე, არსებობდა, ხანძრის გვერდით მდგარ შენობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა... Читать дальше...

ევროპის წამლების სააგენტომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

News.ge 

ევროპის წამლების სააგენტომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. განცხადებაში, სააგენტომ აღნიშნა, რომ ამ ვაქცინის შესახებ მონაცემები “ძლიერია” და “აკმაყოფილებდა ეფექტურობის, უსაფრთხოების და ხარისხის კრიტერიუმებს”. ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ Johnson & Johnson– ის ვაქცინის ოფიციალური ავტორიზაცია მალე მოხდება. ”ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა ყველა მოქალაქეს შეეძლოს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის მიღება, რაც ...

მთაწმინდაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

News.ge 

მთაწმინდაზე, ბესიკის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მობილიზებულია 14 ეკიპაჟი. მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები.

В центре Тбилиси горит жилой дом

ИА «Новости-Грузия» 

Пожар начался с крыши дома, всех жителей как этого, так и соседних домов эвакуировали, информации о жертвах нет


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Стало известно, с кем сыграет Вероника Кудерметова во втором круге турнира WTA-1000 в Риме






Собянин сообщил об отражении ночной атаки беспилотника в районе Подольска

Более 130 тысяч человек посетили Музей Победы и его филиалы 9 мая

Мужчина поджег спутницу во время свидания в Москве

Сколько стоит отдохнуть один день в Туле