საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს
იერუსალიმისკენ ღაზის სექტორიდან რაკეტების სროლის შემდეგ ისრაელში საქართველოს საელჩომ განცხადება გამოაქვეყნა. ის აფრთხილებს ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს: „მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას". Читать дальше...