ბეტონის მონსტრები ჩვენთან - ბრუტალიზმი ქართულ არქიტექტურაში
ბრუტალიზმზე ამბობენ, რომ ის იგივეა არქიტექტურაში, რაც ტექნო მუსიკაში. ბრუტალისტური შენობები სწორხაზოვანია და მასშტაბურია. ამ სტილს ძირითადად ინსტიტუციების შენობების დაპროექტებისას იყენებდნენ. მათი გარდასახვა და იერსახის შეცვლა რთულია სახასიათო ფორმების გამო, დანგრევა კი შესაძლოა იმაზე ძვირი დაჯდეს, ვიდრე ახალი შენობის აშენება - სწორედ მასშტაბური სტატიკა ქმნის მიზიდულობასაც და თავზარსაც ეს სცემს მნახველს. “ბეტონის მონსტრები” - ასე იხსენიებენ ბრუტალურ შენობებს მკვლევარები, როცა საუბრობენ მათ უნიკალურობაზე, შთამბეჭდაობასა და სილამაზეზე. Читать дальше...