Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2022

Новости за 23.01.2022

ჰოლოკოსტის დასაბამთან (2). ჰიტლერი და „ებრაული საკითხი“

Radiotavisupleba.ge 

რომ შევეცადოთ გავიგოთ, თუ როგორ მიდიან ნაცისტები დასკვნამდე, რომ მათ შეუძლიათ „ებრაული პრობლემის“ დაუყოვნებლივ და ადგილზე გადაჭრა, საჭიროა დავუბრუნდეთ დასაბამს - ჰიტლერის მსოფლმხედველობას. როდიდან სურდა ჰიტლერს ებრაელების ფიზიკური განადგურება? ეჭვგარეშეა, რომ ეს მოხდა 1924 წელს, მას შემდეგ, რაც მომავალი ფიურერის რასისტულმა ანტიებრაულმა მსოფლმხედველობამ მეტ-ნაკლებად დასრულებული ფორმა მიიღო. თუმცა, ებრაელების გარეშე (Judenfrei) სამყაროს ეს სურვილი არ წარმოადგენდა ჰიტლერის კონკრეტულ პროექტს… მომავალი ფიურერის ეს გეგმა უფრო წააგავდა უტოპიას... Читать дальше...

“ლეგატო” “მწვანე პასპორტის” რეგულაციის აღსრულებაზე უარს ამბობს

News.ge 

“ლეგატო” “მწვანე პასპორტის” რეგულაციის აღსრულებაზე უარს ამბობს. იმის გამო, რომ შრომის ინსპექციამ ობიექტი შეამოწმა და მის სტუმრებს “მწვანე პასპორტის” დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა, კომპანიის მხრიდან ფასდება როგორც ბიზნესისთვის ხელის შეშლა და უკანონობა. “მწვანე პასპორტების ამოქმედების დღიდან, კომპანია „ლეგატომ“ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ყველა ჩვენმა სტუმარმა იცის, რომ ჩვენს ობიექტებში არ ხდება ადამიანების დაყოფა პასპორტის ფერისა, ...

კობახიძე: …სწორედ ეს არის საიდუმლო იმ წარმატებებისა, რომელიც გვქონდა გასული ერთი წლის განმავლობაში

News.ge 

ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობის ერთი წელი შეაჯამა. მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მმართველი გუნდისთვის დიდი დანაკლისი იყო და ერთადერთი, რასაც შეეძლო ამხელა დანაკლისის კომპენსირება გუნდის ერთიანობა იყო. კობახიძე „ქართული ოცნების“ წარმატების საიდუმლოდ გუნდურ მუშაობას მიიჩნევს. „დღეს ჩვენი პოლიტიკური გუნდი შედგება ძლიერი ლიდერებისგან. ამ სიძლიერესთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ არის სრული ...

ხვალ, “ლელოს” ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდებიან

News.ge 

24 იანვარს, 13:00 საათზე “ლელოს” ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდებიან. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა უკრაინის საელჩოში გაიმართება. მათივე ინფოაციით, საპარლამენტო ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” ლიდერების და “ლელოს” საგარეო მდივნის სტუმრობის მთავარი მიზანი უკრაინული სახელმწიფოსთვის და უკრაინელი ხალხისთვის თანადგომის გამოცხადებაა. ასევე, შეხვედრისას “ლელოს” ლიდერები ელჩ დოლგოვს გადასცემენ უკრაინის მხარდამჭერ საგანგებო ნოტას... Читать дальше...

თანამდებობიდან გადადგა სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი

Radiotavisupleba.ge 

23 იანვარს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა, და ამ, დიდწილად ცერემონიული პოსტის დატოვების მიზეზად დაასახელა სომხეთის შიდაპოლიტიკურ და საერთაშორისო ცხოვრებაზე გავლენის მოხდენისთვის ინსტრუმენტების ნაკლებობა მოცემულ რთულ პერიოდში. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სარქისიანი ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება არ არის "ემოციური" და ის "გარკვეულ ლოგიკას" ეფუძნება. "ამის შესახებ ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ, და თითქმის ოთხი წლის განმავლობაში აქტიური მუშაობის შემდეგ... Читать дальше...

ბლინკენი უარყოფს მოწოდებებს რუსეთს უკრაინის გამო პრევენციულად დაუწესდეს სანქციები

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 23 იანვარს უარყო მოწოდებები რუსეთს პრევენციულად დაუწესდეს სანქციები და თქვა, რომ ამგვარი ნაბიჯი ძირს გამოუთხრიდა დასავლეთის შესაძლებლობას მოსკოვი შეაკავოს უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიული ნაბიჯების გადადგმისგან. ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდამ დასავლეთის დედაქალაქებში გამოიწვია შეშფოთება, რომ ეს, შესაძლოა, იყოს უკრაინაში შეჭრისთვის მზადება. აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები რუსეთს აფრთხილებენ, რომ უკრაინაზე... Читать дальше...



რომის პაპი გამოდის მოწოდებით უკრაინის კრიზისის გამო მსოფლიოში გაიმართოს "მშვიდობისთვის ლოცვის დღე"

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპი ფრანცისკე გამოვიდა მოწოდებით 26 იანვარს მსოფლიოში გაიმართოს "მშვიდობისთვის ლოცვის დღე",  უკრაინის კრიზისის შესაჩერებლად. პაპმა ასევე თქვა, რომ საჭიროა გაიმართოს პოლიტიკური მოლაპარაკება, რომელიც დაეფუძნება "ადამიანთა ძმობას, ცალკეული ინტერესების ნაცვლად". "შეშფოთებით ვადევნებ თვალს მზარდ დაძაბულობას, რომელიც ქმნის უკრაინაში მშვიდობისთვის ახალი დარტყმის მიყენების საფრთხეს, და კითხვის ქვეშ აყენებს ევროპის უსაფრთხოებას, კიდევ უფრო ფართო შედეგებით" - თქვა ფრანცისკემ 23 იანვარს, წმინდა პეტრეს... Читать дальше...

ზალკალიანმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა Twitter-ის პირად გვერდზე გამოხატა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტვიტერის (Twitter) პირად გვერდზე შეურთდა უკრაინის მხარდამჭერ კამპანიას - #StandWithUkraine. ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადების შესახებ, თავის მხრივ, განცხადება გამოაქვეყნა დავით ზალკალიანის ოფიციალურმა ფეისბუკგვერდმაც: "ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით" - წერს ქვეყნის... Читать дальше...

ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის, რუსეთის ფედერალური ხელისუფლების უმოქმედობის და დამნაშავეთა დაუსჯელობის თაობაზე. "ევროკავშირი მოელის, რომ რუსეთის ფედერაცია უერთგულებს მის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და შიდა ვალდებულებებს, რომლებიც შეესაბამება რუსეთის კანონმდებლობას ადამიანის უფლებებზე და ძირითად თავისუფლებებზე" - განაცხადა 22 იანვარს ევროპის საგარეო-პოლიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა. განცხადებაში ნახსენებია ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტები - ყოფილი ადვოკატის... Читать дальше...

"საქართველოს გაუმარჯოს! უკრაინას გაუმარჯოს!" - აქციაზე უკრაინის საელჩომ მადლიერება გამოხატა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან გაიმართა სოლიდარობის აქცია, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ნიშნად და რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. უკრაინის საელჩოსთან მივიდნენ საზოგადოებრივი ჯგუფები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტები, საჯარო პირები. საქართველოს მოქალაქეების გარდა, აქციაში მონაწილეობდნენ ასევე უკრაინის მოქალაქეები. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქართველი ხალხის მიმართ მადლიერება გამოხატა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა. „რუსეთის სამხედრო... Читать дальше...

ნორვეგიაში დაიწყო მოლაპარაკება თალიბანსა და ავღანეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის

Radiotavisupleba.ge 

მას შემდეგ, რაც თალიბანი აგვისტოში ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნდა, მისი პირველი დელეგაცია ჩავიდა ევროპაში - ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 იანვარს იქ ადამიანის უფლებებზე დაიწყო  მოლაპარაკება თალიბანის და ავღანეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. თალიბანის დელეგაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ამირ ხან მუთაქი ხელმძღვანელობს, სამდღიანი ვიზიტის პირველ დღეს დაუთმობს მოლაპარაკებას მათ შორის ქალ აქტივისტებთან და ჟურნალისტებთან,... Читать дальше...

ტოჩინოშინმა წაგებით და უარყოფითი ბალანსით დაასრულა იანვრის ბაშო

Radiotavisupleba.ge 

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ 2022 წლის სეზონის პირველი სუპერტურნირი - იანვრის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ქართველ რიკიშის, რომელიც გასულ შეჯიბრებაზე მეთხუთმეტე მაეგაშირას რანგში გამოდიოდა, ბოლო ტურის წინ ანგარიშზე შვიდ-შვიდი მოგება და წაგება ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში გორგაძე საბოლოო დადებით ბალანსს კაჩიკოშს ინაღდებდა, მაგრამ მეორე მაეგაშირა იჩინოჯოსთან წააგო. იანვრის ბაშოზე უმთავრეს ჯილდოს - იმპერატორის თასს დაეუფლა სეკივაკე მიტაკეუმი. Читать дальше...

პოლიტიკური მრჩევლები უკრაინის საკითხზე პარიზში გამართავენ ოთხმხრივ შეხვედრას

Radiotavisupleba.ge 

25 იანვარს პოლიტიკური მრჩევლები რუსეთიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან "ნორმანდიულ ფორმატში", პარიზში გამართავენ შეხვედრას აღმოსავლეთ უკრაინის საკითხზე - იუწყება სააგენტო როიტერსი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით. სააგენტო წერს, რომ პარიზში შეხვედრის დანიშვნა დაადასტურა, თუმცა თარიღად 26 იანვარი დაასახელა მიხაილო პოდოლიაკმაც - მოლაპარაკებებზე უკრაინის მთავარი წარმომადგენლის, ანდრიუ იარმაკის მრჩეველმაც. დაგეგმილი მოლაპარაკების ფონია დასავლეთსა... Читать дальше...

ყირგიზეთში გირაოთი გაათავისუფლეს გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც პრეზიდენტის შესახებ რეპორტაჟის მომზადების შემდეგ დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთის ხელისუფლება იუწყება, რომ გამომძიებელი ჟურნალისტი ბოლოტ ტემიროვი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მისი ოფისი გაჩხრიკეს და, ჟურნალისტის თქმით, მას ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. ჟურნალისტის გირაოთი გათავისუფლების შესახებ განცხადება 23 იანვარს გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების განყოფილების ხელმძღვანელმა, რომელიც ელაპარაკა ტემიროვის გათავისუფლების მოთხოვნით სამინისტროსთან თავშეყრილ ათობით ჟურნალისტს, უფლებადამცველსა და აქტივისტს. Читать дальше...

"მუშაობის ჩვეულებრივი თანმდევი პროცესები" თუ დანაშაული? - ოპოზიცია სიღნაღის მერიაში გამოძიებას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

სიღნაღის ძველი მერი არ მოელის, რომ პროკურატურა, საქმის გამოძიების შემთხვევაში, დანაშაულის კვალს მიაგნებს, შიდა აუდიტის ანგარიშში ასახულ ფაქტებთან დაკავშირებით. პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით ოპოზიციიდან მიმართეს.

კლუბები მუშაობის განახლების შესაძლებლობას 4-5 მარტიდან ხედავენ

Radiotavisupleba.ge 

“საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა“, თბილისის საკლუბო სივრცეების, გაერთიანებებისა და ფესტივალების წარმომადგენლები და არტისტები მუშაობის განახლების შესაძლებლობას მარტის პირველ დღეებში ხედავენ და შეთანხმებული ქმედებებისკენ მოუწოდებენ ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს. „ერთობლივი განხილვით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი პროტოკოლით განვაახლოთ საქმიანობა მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების პიკი დაიწყებს დაღმასვლას. როგორც აღვნიშნეთ, საერთაშორისო გამოცდილებით... Читать дальше...

"დუმილი დანაშაულია!" - ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

მოძრაობამ "რუსეთი ოკუპანტია" და სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერად აქცია გამართეს.  "უკრაინა, ისე როგორც არასდროს, რუსეთისგან მორიგი დიდი ომის მოლოდინშია, ჩვენს მოძმე ერს გვინდა გამოვუხატოთ  ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა, დუმილი დანაშაულია!" - ამბობს აქციის ორგანიზატორი ნიკოლოზ დეისაძე. სამოქალაქო აქტივისტი გიო გველესიანი კი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააკეთოს მკვეთრი განცხადება, რომლითაც მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხსა და მთავრობას. "2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და მის შემდეგ უკრაინა იდგა ჩვენ გვერდით. Читать дальше...

Новости России
Москва

Форум Доноров представил результаты первой лаборатории проекта «Музеи и меценаты»


გარდაიცვალა ოლიმპიური ჩემპიონი, მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე

Radiotavisupleba.ge 

72 წლის ასაკში გარდაიცვალა ქეთევან ლოსაბერიძე - ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. ქეთევან ლოსაბერიძე ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალს 1980 წელს დაეუფლა. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა - 1973 და 1981 წლებში. 1972 წელს გახდა ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი და ამასთან, ორჯერ მიაღწია წარმატებას ევროპირველობის გუნდურ ჩათვლაში. 2002-2005 წლებში ქეთევან ლოსაბერიძე იყო საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით... Читать дальше...

ქალი აქტივისტების დაკარგვის ფონზე, თალიბანი აცხადებს, რომ აქვს დემონსტრანტების დაკავების უფლება

Radiotavisupleba.ge 

თალიბანი აცხადებს, რომ აქვს უფლება ზეწოლა განახორციელოს დემონსტრაციებზე და დააკავოს დემონსტრანტები, იმ ფონზე, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა შეშფოთებულია ორი ქალი აქტივისტის ბედით - რომლებიც, გავრცელებული ცნობებით, მიმდინარე კვირაში ქაბულში დააპატიმრეს. თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა 22 იანვარს სააგენტო ფრანს-პრესთან საუბარში უარყო ზოგადად ქალების დაპატიმრების ფაქტი, თუმცა თქვა, რომ თალიბანს აქვს უფლება "დააპატიმროს და დააკავოს დისიდენტები, ან ისინი, ვინც კანონს არღვევენ". ეს განცხადებები... Читать дальше...

“არსებობს ცნობილი ანდაზა…” – თურქეთში პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით ჟურნალისტი დააკავეს

News.ge 

თურქეთის სასამართლომ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით, ცნობილი ჟურნალისტის სედეფ კაბასის დაპატიმრების ბრძანება გასცა. ინფორმაციას CNN Turk-i ავრცელებს. ბრალდება ანდაზამ გამოიწვია, რომელიც ჟურნალისტმა, როგორც ოპოზიციურ ტელევიზიაში საუბრისას, ასევე საკუთარ Twitter-ის გვერდზე გამოიყენა. „არსებობს ცნობილი ანდაზა, რომლის თანახმადაც, გვირგვინის დადგმის შემდეგ, თავი უფრო ჭკვიანი ხდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიმართლე არაა. ხარი სასახლეში შესვლით ...

Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 28 პაციენტი

News.ge 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 803 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 793 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 010 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 9 696 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 051 ...

თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, 23 იანვარს, 16:00 საათზე დაგეგმილია აქცია თბილისში, უკრაინის საელჩოსთან. წინასწარი ინფორმაციით, მოძრაობა „სირცხვილია“-სთან ერთად, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, აქტივისტები, საჯარო პირები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. 21 იანვარს, „სირცხვილია“-მ ღია წერილით მიმართავს საქართველოში უკრაინის ელჩსა და საელჩოს თანამშრომლებს. „მაშინ, როდესაც დასავლეთი უკრაინის მხარდასაჭერად ერთ მუშტად შეიკრა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ... Читать дальше...

რუსეთი უარყოფს ბრიტანეთის ცნობას უკრაინაში პრომოსკოვური მმართველის დანიშვნის განზრახვაზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროვოკაციულს უწოდებს დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის ხელისუფლების სათავეში მოსკოვის მიმართ ლოიალური პირის მოყვანის მიზანი ამოძრავებს. „ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ სწორედ ნატოს ქვეყნები, ანგლოსაქსების მეთაურობით, ეწევიან დაძაბულობის ესკალაციას უკრაინის გარშემო. მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Соболенко и Швентек сыграют в финале турнира WTA в Мадриде






Вокальный фестиваль «Майский ветер» прошел в Котельниках

Самым популярным автомобилем Hongqi в России в 2024 году стал седан H5

На рынке "Москва - на волне" готовят особую программу для финала фестиваля "Пасхальный дар"

Обыкновенный соловей (Luscinia luscinia)