Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июнь
2022

Новости за 11.06.2022

12 ივნისს "რუსეთის დღე" აღინიშნება: ათობით ქვეყანაში ომის საწინააღმდეგო აქციები გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

12 ივნისს, რუსეთის სახელმწიფო დღესასწაულზე - რუსეთის დღეს, უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ მსოფლიოს ათობით ქალაქში გაიმართება საპროტესტო მსვლელობები. აქციებს როგორც წესი, ამ ქვეყნებში მცხოვრები ის რუსები აწყობენ, რომლებიც ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას არ ეთანხმებიან და ომს ეწინააღმდეგებიან. თუმცა საპროტესტო აქციებში სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც მონაწილეობენ. 12 ივნისს საპროტესტო აქციები ჩვეულებრივ გაიმართება რუსეთის საელჩოების მახლობლად ან ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე. აქტივისტები კერძოდ ერევანში... Читать дальше...

რუსეთში იზოლატორიდან გაქრა მღვდელი, რომელიც არმიაზე "ფეიკების" გავრცელებისთვის დააპატიმრეს

Radiotavisupleba.ge 

სანქტ-პეტერბურგის საგამოძიებო იზოლატორ "კრესტებიდან" გაქრა მღვდელი იოანე კურმოიაროვი, რომელიც 7 ივნისს დააპატიმრეს რუსეთის არმიაზე გავრცელებული "ფეიკების" გამო. სანქტ-პეტერბურგის საგამოძიებო იზოლატორ "კრესტებიდან" გაქრა მღვდელი იოანე კურმოიაროვი, რომელიც 7 ივნისს დააპატიმრეს რუსეთის არმიაზე გავრცელებული "ფეიკების" გამო. ამის შესახებ სასულიერო პირის ადვოკატმა ლეონიდ კრიკუნმა აცნობა "ოვდ-ინფოს" ("ОВД-Инфо"). ადვოკატის თქმით, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შესახვედრად მივიდა... Читать дальше...

ნავალნი კომუნიზმის მსხვერპლთა ფონდის პრიზის ლაურეატი გახდა

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გახდა ლაურეატი თავისუფლების მედლისა, რომელსაც ყოველწლიურად გადასცემს კომუნიზმის მსხვერპლთა ამერიკული მემორიალური ფონდი. მისთვის განკუთვნილი ჯილდო მისმა ყოფილმა პრესმდივანმა, ახლა კი ნავალნის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა, ანა ვედუტამ მიიღო. იგი სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონში გამართულ ცერემონიაზე. "ალექსეი ნავალნისთვის, ანტიკორუფციული ფონდისთვის და მსოფლიოს ყველა ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინაში ომის შეწყვეტაა,"-აღნიშნა ვედუტამ. Читать дальше...

წულუკიანი პრეზიდენტზე: მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო, გქონდეს სიმბოლური როლი და იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში

News.ge 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს სიმბოლური ფუნქცია აქვს და უნდა გაიაზროს, რას ნიშნავს ეს. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლაზე საქართველოს მთავრობისგან უარი მიიღო. „საქართველოს მთავრობა კონსტიტუციით საგარეო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ხოლო პრეზიდენტს კონსტიტუციით სიმბოლური ფუნქცია აქვს. სიმბოლური ფუნქცია არ ნიშნავს ფუნქციის უქონლობას. Читать дальше...

ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის – თქვენ ბევრი გააკეთეთ კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა რეფორმების გატარება, მაგალითად …

News.ge 

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპული კომისია დასკვნას იმის შესახებ, მიენიჭოს თუ არა უკრაინას კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომავალი კვირის ბოლომდე წარადგენს. „დღევანდელი დისკუსიები საშუალებას მოგვცემს, დავასრულოთ ჩვენი შეფასება მომავალი კვირის ბოლომდე“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვან... Читать дальше...

ემბერ ჰარდის პირველი საჯარო გამოჩენა სასამართლოს განაჩენის შემდეგ

News.ge 

მსახიობი სასამართლო განაჩენის გამოტანის შემდეგ საჯაროდ პირველად შენიშნეს. იგი ხუთშაბათს შუადღისას კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა ნიუ ჯერსის ტეტერბოროს აეროპორტში. შემდეგ კი წაიყვანეს ნიუ-იორკში, საიდანაც იმავე დღეს გაემგზავრა ვაშინგტონში, ხოლო საღამოს დაბრუნდა თავის ნაქირავებ სახლში ვირჯინიაში. წყარო: people.com

ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს

News.ge 

პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის მუშაობაში გაერკვევა. „სამწუხაროა ის, რომ ქალბატონი სალომე იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა, იმედი მაქვს, ის უკეთ გაერკვევა... Читать дальше...

აუტისტური სპექტრის მქონე ცნობილი ადამიანები

News.ge 

აუტიზმი მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოაჩინეს. იგი პროფესორმა ლეო კანერმა დააფიქსირა. მალე გამოიყო ნიშანთა ერთობლიობაც, რომლის არსებობის პირობებში აუტიზმის დიაგნოზი ისმება. ისტორიაში არაერთი ცნობილი გენიოსი იყო აუტისტური სპექტრის მქონე, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს. ალბერტ აინშტაინი – მეცნიერი, ფიზიკოსი და მათემატიკოსი დენ აიკროიდი – მსახიობი და სცენარისტი ენტონი ჰოპკინსი – მსახიობი ტიმ ბარტონი – რეჟისორი ჩარლზ დარვინი ...



პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებათა არაღსრულების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა სახელმწიფო სათათბიროს მიერ ადრე მიღებულ კანონპროექტს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების არაღსრულების შესახებ, რომლებიც 2022 წლის 15 მარტის შემდეგ იქნა მიღებული. აღნიშნული დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული. ხოლო რაც შეეხება 15 მარტამდე ECHR-ის გადაწყვეტილებებით დაკისრებულ კომპენსაციებს, რუსეთი მათ რუსულ ანგარიშებზე მხოლოდ რუბლებში გადაიხდის. კანონპროექტი ამ კვირაში დამტკიცდა. რუსმა... Читать дальше...

დრო რომელიც აღარ განმეორდება – პირველი სუპერმოდელების ეპოქა

News.ge 

თანამედროვე სამყაროში ცნობილი სახეები ძირითადად სოციალური ქსელებისა და რეალითი შოუების საშუალებით აღწევენ წარმატებას, გასულ საუკუნეში კი ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა. მაშინ არ არსებობდა სივრცე, სადაც საკუთარ გარეგნობის გაყალბება შეგეძლო. როდესაც ჯანი ვერსაჩემ პოდიუმზე პირველად გამოიყვანა მსოფლიოს სამი ყველაზე ცნობილი მოდელი, ესენი იყვნენ კრისტი ტარლინგტონი, ნაომი ქემბელი და ლინდა ევანჯელისტა, დაიწყო ხანა, რომელიც სუპერმოდელების ეპოქის სახელით არის ...

მამუკა ხაზარაძე: „ლელო” ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, არ გამოიყენოს 20 ივნისის აქციის ტრიბუნა

News.ge 

„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ლელო” მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, არ გამოიყენოს 20 ივნისის აქციის ტრიბუნა და აქციაზე არ უნდა იყოს არც ერთი გზავნილი, გარდა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა. „20 ივნისი გარდამტეხი დღე იყო ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სწორედ ამ დღეს, კიდევ ერთხელ ხმამაღლა დააფიქსირა ქართველმა ხალხმა, რომ მზად არის თავისუფალი მომავალისთვის, შვილებისთვის, ღირსებისთვის, ქვეყნის სწორი განვითარებისთვის ერთად დადგეს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა!

News.ge 

ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „რეზოლუცია მისთვის არაფრის მთქმელი არ არის და “ეს არის პოლიტიკურად მიკერძოებული“ დოკუმენტი. „ჩვენ მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მშვიდობის... Читать дальше...

ბოლივიის ყოფილ პრეზიდენტს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

Radiotavisupleba.ge 

ბოლივიის დედაქალაქ ლა-პასში სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ჟანინ ანესს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს ცნობით, ანესი ხელისუფლებაში უკანონოდ მოვიდა, ბოლივიელებს აჯანყებისკენ მოუწყო და გადატრიალებას ამზადებდა. ბრალდება უკავშირდება 2019 წლის ნოემბრის მოვლენებს, როდესაც ბოლივია პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა. ოფიციალური მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა სოციალისტმა ევო მორალესმა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის პოსტს 2006 წლიდან იკავებდა. თუმცა, არჩევნების შედეგების წინააღმდეგ... Читать дальше...

განათლების სამინისტრო: სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია

News.ge 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტროსთვის „მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“. „სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია. Читать дальше...

ნიკოლოზ სამხარაძე: თუ პრეზიდენტმა ვიზიტებზე მთავრობას მიმართა და ეს დაუბლოკეს, დოკუმენტი გაასაჯაროოს

News.ge 

ყველანაირი ეჭვები რომ გაიფანტოს, თუ პრეზიდენტმა ვიზიტებზე მთავრობას მიმართა და ეს დაუბლოკეს, დოკუმენტი გაასაჯაროოს, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას. „რამდენიმე დღის წინ ვამბობდი, კარგია რომ პრეზიდენტი გააქტიურდა, თავის კონტაქტებს იყენებს და ოფიციალური ვიზიტით სხვადასხვა ქვეყანაში ჩადის, იმისთვის რომ საქართველოს დაეხმაროს და ეს ...

ნანა კაკაბაძე: 10 შეკითხვა სალომე ზურაბიშვილს

News.ge 

არსებობს თუ არა ევროპაში პოლიტიკური კორუფცია და ფიქრობთ თუ არა, რომ ევროპარლამენტში, ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო ლობისტური საქმიანობა, შეიძლება დაფინანსებული Credit Suisse-ს მიერ, რაც საქართველოს მეხუთე კოლონის ინტერესებსაც ემთხვევა? – ეს ერთ-ერთია იმ ათი შეკითხვიდან, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. ამის შესახებ ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. აქვე ნანა ...

ლალი მოროშკინა: აი გული მიგრძნობს, როგორ მძიმედ დასრულდებით…

News.ge 

“დღეს ჩემთვის ყველა ჩემი ქვეყნის მოწინააღმდეგე ევროპელი ეს ხართ… კლოუნადა გრძელდება. მით უფრო საინტერესოა ფინალი!!!! აი გული მიგრძნობს, როგორ მძიმედ დასრულდებით…” “გახსენით მეორე ფრონტიო, შეაკალით დარჩენილი ბიჭები ჩვენს პოხონდრიებსო, ერთადერთი რეალური ქველმოქმედი ივანიშვილი მიგვასანქცირებინეთო, დამნაშავეები გამოუშვით და უდანაშაულოები ჩასვით ციხეშიო, დაანგრიეთ ქვეყანა, ჩოხები გაიხადეთ და კოლგოტები ჩაიცვითო… ფარდა” – წერს ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.

ვილი სანიოლი: „წარმატებულმა სერიამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი, უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩამდე ერთი დღით ადრე, „დინამო არენის“ საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს შეხვდა. ფრანგმა სპეციალისტმა თანადგომა გამოუცხადა ბულგარელ ნახევარმცველ ტოდორ ნედელევს, რომელიც თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. „მინდა ნედელევს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო. ცუდი ამბავი მოხდა. ეს ჩვენთვის უდიდესი შოკი იყო. მსგავსი რამ ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეემთხვეს. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს... Читать дальше...

დონბასში დაიღუპა ჩეხეთის მოქალაქე, რომელიც რუსების წინააღმდეგ იბრძოდა

Radiotavisupleba.ge 

დონბასში რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ჩეხეთის მოქალაქე დაიღუპა, ამის შესახებ ცნობა შაბათს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ, დაადასტურა. "ამჟამად სამინისტრო არკვევს დაღუპვის გარემოებებს, ხოლო კონკრეტული საკითხებით დაკავებულია ჩეხეთის საელჩო კიევში. ხვალ დაღუპულის ცხედარს ხარკოვის ოლქში გადაასვენებენ", - განაცხადა ჩეხმა მინისტრმა პრესკონფერენციაზე.  ჩეხური გამოცემა iDnes თანახმად, დაღუპული ჩეხის მეტსახელი იყო "ესპანელი" და ის უკრაინის არმიის რიგებში მოხალისედ რამდენიმე თვის წინ ჩაირიცხა. Читать дальше...

Новости России
Москва

Форум Доноров представил результаты первой лаборатории проекта «Музеи и меценаты»


რუსეთს უკრაინაში რეზერვში ჰყავს დაახლოებით 40 საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი. უკრაინის დაზვერვა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ძალები უკრაინის წინააღმდეგ გრძელვადიანი ომისთვის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ რადიო თავისუფლების და ამერიკის ხმის ერთობლივ რუსულენოვან ტელეარხ "ნასტოიაშჩეე ვრემიას" ეთერში განაცხადა. ვადიმ სკიბიცკის თქმით, "მოწინააღმდეგეს უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებული ჰყავს 104 საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. დაახლოებით კიდევ 40 საბატალიონო-ტაქტიკური... Читать дальше...

ომბუდსმენი: ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა მედროვეს მთავრობასა და პარლამენტში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კიდევ ერთხელ ეხმიანება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შექმნილ პრობლემებს. ის "ფეისბუკზე" გამოქვეყენებულ პოსტში პასუხისმგებლობასა და კონსტიტუციის დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას. "საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად! ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა... Читать дальше...

ზელენსკი-ფონ დერ ლაიენს: უკრაინის განაცხადზე ევროკავშირის პასუხი განსაზღვრავს, აქვს თუ არა მომავალი ევროპულ პროექტს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 ივნისს კიევში უმასპინძლა ევროკომისიის პრეზიდენტ, ურზულა ფონ დერ ლაიენს და მასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, მთელი ევროპული პროექტის მომავალი იქნება დამოკიდებული. "ახლა დგინდება, როგორი იქნება ერთიანი ევროპის მომავალი და იქნება თუ არა საერთოდ ეს მომავალი. ევროკავშირის დადებითი პასუხი უკრაინის წევრობის განაცხადზე ასევე შეიძლება იყოს დადებითი პასუხი კითხვაზე, აქვს თუ არა ევროპულ პროექტს საერთოდ მომავალი"... Читать дальше...

“მატარებელი გაივლის გაუჩერებლად” - რა დაემართა მეტროსადგურ “გოცირიძეს”?

Radiotavisupleba.ge 

2020 წლის ზაფხულში მეტროს სადგური „გოცირიძე“ მხოლოდ რამდენიმე თვით დაიკეტა, თუმცა მისი გახსნა გადაიდო. სულ მცირე, ორი წლით. რატომ ვერ გათვალა მერიამ სადგურის რეკონსტრუქციის ვადა და ბიუჯეტი, რომელიც დაახლოებით, 3 მილიონით გაიზარდა?

ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა უკრაინის განაცხადის განსახილველად

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი 11 ივნისს კიევში ჩავიდა, რათა, როგორც სააგენტო "ბლუმბერგი" იუწყება, მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ. ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში, თავად ევროკომისიის ხელმძღვანელი წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. „პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შევაფასებ იმ ერთობლივ სამუშაოს, რაც საჭიროა უკრაინის რეკონსტრუქციისთვის და პროგრესს, რომელსაც უკრაინამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე მიაღწია“, - წერს ურზულა ფონ დერ ლაიენი. Читать дальше...

ბაიდენმა შეერთებულ შტატებში რეკორდული ინფლაციის გამო პუტინის აგრესიული პოლიტიკა დაადანაშაულა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში გაზის, ენერგიისა და საკვების ფასების რეკორდული ზრდა არის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის - უკრაინაში ომის დაწყების - შედეგი, ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოქალაქეებისადმი მიმართვაში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. "გალონი (4,55 ლიტრი) ბენზინის ფასი 2 დოლარით გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარმა უკრაინას შეუტია", - განაცხადა ბაიდენმა. ამერიკის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები ინფლაციასთან საბრძოლველად. კერძოდ,... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Медведев сыграет с Бубликом в Мадриде 






Синоптики спрогнозировали облачность и умеренное тепло в Москве 4 мая

Аналитик Иванов назвал сражающуюся с санкциями Россию примером для Китая

Диана Гурцкая показала на фото, как ее муж выглядел перед смертью в самолете

К Абрамсу уже принесли цветы...