Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2023

Новости за 29.01.2023

გამორჩეული კლასის მქონე ზოდიაქოს ნიშნები

News.ge 

ქალწული ასტროლოგიის ყველა ექსპერტი დაგიმოწმებთ, რომ ქალწული ზოდიაქოს გამორჩეულად ელეგანტური და მაღალი კლასის მქონე ნიშანია, ამიტომ სიაში პირველ ადგილს იკავებს. ამას, გარკვეულწილად, მისი ხასიათი განაპირობებს. ქალწული პერფექციონისტია, დეტალებზე ორიენტირებული, წინდახედული, შესაბამისად, ძალიან უყვარს დახვეწილობა. ყველაფერში თავისი პერსონალური სტილი აქვს და ყველა საქმეს განსაკუთრებული კლასით ეკიდება. სასწორი სასწორისთვის ეს ყველაფერი ბუნებრივად მოდის. მას არ სჭირდება ძალისხმევა ...

ინდოელი ერის მამა – მაჰათმა განდის შთამაგონებელი ცხოვრება

News.ge 

გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა, ხალხის სულიერი ლიდერი მაჰათმა განდი ინდოეთში იწოდება, როგორც “ერის მამა”. მოსამართლე, პოლიტიკოსი, აქტივისტი, რომელიც სოციალური სამართლიანობისა და ადამიანების უფლებებისთვის იბრძოდა და ამ ბრძოლას შეეწირა კიდეც, თუმცა წარმოუდგენელი კვალი დატოვა არა მხოლოდ ინდოელი ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოს მეხსიერებაში. მაჰათმა განდი და მისი ცხოვრება შთაგონების წყაროა უამრავი ადამიანისთვის. ...

დღე ისტორიაში – 30 იანვარი

News.ge 

ფაქტები 2010 წელს Twitter-ზე ჯასტინ ბიბერის გამომწერების რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა. 1965 წელს უისტონ ჩერჩილის დასაფლავებას 321 000 ადამიანი დაესწრო. 1961 წელს პეტსი კლაინის სინგლი “I Fall to Pieces” გამოვიდა. 1956 წელს ტერორისტებმა მარტინ ლუთერ კინგის სახლს ცეცხლი გაუხსნეს. 1948 წელს მაჰათმა განდი მოკლეს. 1933 წელს ადოლფ ჰიტლერი გერმანიის კანცლერად დაინიშნა. 1931 წელს ლოს-ანჟელესში უხმო ...

ქართველმა ძიუდოისტებმა ოქრო-ვერცხლი მოიპოვეს პორტუგალიის გრან პრიზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პორტუგალიის გრან პრიზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა. საბა ინანეიშვილი (+100 კგ) კი მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა. ილია სულამანიძემ ნახევარფინალის გზაზე პორტუგალიელი დიოგო ბრიტესი, ავსტრიელი ლორან ბოელერი და უკრაინელი ანტონ სავიცკი დაამარცხა. ფინალის საგზური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის - ლუკაშ კრპალეკის ძლევით მოიპოვა. საჩემპიონო ბრძოლაში კი წუთსა და ცამეტ წამში მოუგო იაპონელ დოტა არაის. საქართველოს ნაკრები პორტუგალიის გრან პრიზე თორმეტი სპორტსმენით გამოვიდა.

უკრაინა უარყოფს "ვაგნერის" მიერ დონეცკის სოფელ ბლაგოდატნოეს აღების შესახებ ცნობას

Radiotavisupleba.ge 

28 იანვრის საღამოს, ტელეგრამის არხმა, რომელსაც "პრიგოჟინის პრესსამსახური" ეწოდება, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა კომპანიის მიერ დაქირავებული სამხედროების მიერ დონეცკის ოლქის სოფელ ბლაგოდატნოეზე კონტროლის დაწესების შესახებ. "ვაგნერის“ დანაყოფებმა აიღეს ბლაგოდატნოე. ბლაგოდატნოე ჩვენი კონტროლის ქვეშაა", - ნათქვამია შეტყობინებაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია თავის შეტყობინებაში არ დაადასტურა. რამდენიმე რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა გამოაქვეყნა... Читать дальше...

„ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 38 635-მა ადამიანმა - ნაყოფია

Radiotavisupleba.ge 

ბოლო მონაცემებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის!“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 38 635-მა ადამიანმა მიიღო, აცხადებს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია. „ბოლო მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 38 635-მა ადამიანმა, რაც შეადგენს დარეგისტრირებულთა 77.83%-ს“, - თქვა ნაყოფიამ და დაამატა: „ველოდებით, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“. პარტიის შიდა არჩევნებში გარკვეული ხარვეზების გამო, ზოგიერთი ამომრჩეველი ვერ იღებდა ხმის მისაცემად საჭირო ვერიფიკაციის კოდს, თუმცა ნაყოფიას თქმით, ეს პრობლემა გამოსწორდა. Читать дальше...

11 თვეა ველაპარაკები და კვლავ დაველაპარაკები პუტინს - ოლაფ შოლცი

Radiotavisupleba.ge 

ბოლო 11 თვის განმავლობაში კვლავ და კვლავ ველაპარაკები პუტინს და კვლავ დაველაპარაკები, აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გამოცემა „ტაგესშპიგელთან“ ინტერვიუში. „ბოლოს ეს დეკემბრის დასაწყისში მოხდა. და მე კვლავ დაველაპარაკები პუტინს, ვინაიდან საჭიროა ჩვენ ერთმანეთს ველაპარაკოთ. თუმცა, ერთი რამ არის ნათელი: ვიდრე რუსეთი აგრძელებს ომს შეუმცირებელი აგრესიით, არსებული ვითარება არ შეიცვლება“, - ამბობს ის. შოლცის თქმით, სატელეფონო საუბრების ტონი არ არის არათავაზიანი, მაგრამ მხარეების მოსაზრებები სრულიად განსხვავებულია. Читать дальше...

რუსეთის არმიის მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

ხერსონის საქალაქო საბჭოს თანახმად, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა 29 იანვარს, რუსეთის მხრიდან ქალაქ ხერსონის დაბომბვის შედეგად. „მოწინააღმდეგის მიერ ხერსონის დღევანდელი სარაკეტო იერიშის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა, 3 მათგანი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. სამედიცინო დახმარება 6-მა ადამიანმა მიიღო", - ნათქვამია ანგარიშში. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინელმა სამხედროებმა 2022 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე დაიკავეს ქალაქ ხერსონის მარჯვენა სანაპირო ნაწილი. რეგიონული ცენტრი 11 ნოემბერს გათავისუფლდა. Читать дальше...



ზელენსკიმ ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული პეტრ პაველი კიევში მიიწვია

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 29 იანვარს მიესალმა გადამდგარი გენერლის, პეტრ პაველის ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას და ინაუგურაციის შემდეგ იგი უკრაინაში მიიწვია. "პირადად მივულოცე პეტრ პაველს ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. მას და ჩეხ ხალხს უღრმესი მადლობა გადავუხადე გაუნელებელი მხარდაჭერისთვის და უკრაინაში მივიწვიე ვიზიტად“, - განაცხადა თავის ტვიტერში ზელენსკიმ.   ჩეხეთში 27-28 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 58,24%-ით გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა... Читать дальше...

რუსეთმა კვლავ დაბომბა ხერსონი. ადმინისტრაცია დაღუპულების და დაჭრილების შესახებ იუწყება

Radiotavisupleba.ge 

კვირას რუსეთის ჯარები კვლავ განაახლეს დაბომბვა, ამჯერად მათი სამიზნე გახდა ქალაქი ხერსონი. "მტერი ბომბავს ქალაქის საცხოვრებელ კვარტლებს. ამ დროისთვის ჩვენ ვიცით მრავალი დაჭრილისა და გარდაცვლილის შესახებ", - ნათქვამია სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის 29 იანვრის შეტყობინებაში. კვირას, 29 იანვარს, ხერსონის ადგილობრივი ტელეგრამის არხებით არაერთხელ გავრცელდა განცხადებები ქალაქ ხერსონში აფეთქებების შესახებ. მათ შორის მტერი ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებს იყენებს. უკრაინელმა სამხედროებმა 2022... Читать дальше...

გია ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათი დამოკიდებულება მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი არის ერთადერთი …

News.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი არის ერთადერთი – ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლა და შეცვლილი ხელისუფლების მიერ მეორე ფრონტის გახსნა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნების შეფასებისას, ვოლსკიმ განაცხადა, რომ აღნიშნულმა პარტიამ „პოლიტიკური გაერთიანების სახე დიდი ხანია დაკარგა“. „ეს შეთქმულთა ჯგუფი ცდილობს განავითაროს სტრატეგიული გეგმა, რომელიც არ უკავშირდება მთავარ ...

ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაზე“: დე ფაქტო ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების დასასრულის დასაწყისია

News.ge 

„ხაბე“ უნდა გახდეს თავმჯდომარე, სხვა შედეგს არ მივიღებ, ლეგიტიმაციას არ მივცემ, რადგან ეს ნიშნავს, რომ შიგნით „ჩემს ხაბეს“ გაუყალბეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის მიმდინარე არჩევნები შეაფასა. ზარქუას შეფასებით, ვინც არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, საქართველოში „არ არის იმის საფუძველი, რომ გადატრიალება და რევოლუცია მოახდინონ“. „ველოდები ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ...

უკრაინელი ტანკისტები წვრთნის გასავლელად ბრიტანეთში ჩავიდნენ

Radiotavisupleba.ge 

უკრაინელი ტანკისტები ბრიტანეთში ჩავიდნენ საწვრთნელი პროგრამის ფარგლებში, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "დიდი ბრიტანეთი პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უკრაინას Challenger 2 -ი კლასის ტანკს მიაწვდის, რაც საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდაჭერის სიძლიერის დემონსტრირებას მოახდენს", - ნათქვამია შეტყობინებაში.     უკრაინა აშშ-დან მიიღებს 31 ცალს „აბრამსს“, ხოლო გერმანიიდან - 14 „ლეოპარდ-2“-ს. გერმანია ასევე უფლებას აძლევს სხვა ქვეყნებს, გადასცენ კიევს მათ შეიარაღებაში არსებული „ლეოპარდები“. Читать дальше...

ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის მე-10 ტიტული მოიპოვა

Radiotavisupleba.ge 

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფინალში სტეფანოს ციციპასი დაამარცხა და მეათედ მოიპოვა ავსტრალიის ღია პირველობის ტიტული.   სერბმა ჩოგბურთელმა ბერძენ მეტოქეს 6-3, 7-6 (4), 7-6 (5) ანგარიშით მოუგო. „უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული ტურნირი, რომელიც ოდესმე მითამაშია ჩემს ცხოვრებაში. გარემოებების გათვალისწინებით, შარშან არ ვითამაშე, წელს დავბრუნდი“, - თქვა ჯოკოვიჩმა. ჯოკოვიჩი მხოლოდ მეორე კაცია ისტორიაში, რომელმაც მოიგო 10 ან მეტი სინგლი ერთეულში გრანდ სლემის ნებისმიერ ტურნირზე, 14 ტიტულოვანი რაფაელ ნადალის შემდეგ. Читать дальше...

პარაპლანით ფრენის დაშვების მოთხოვნით გუდაურში აქცია გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

29 იანვარს გუდაურში ათობით პარაპლანისტი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე და პარაპლანით ფრენაზე აკრძალვის მოხსნა მოითხოვა. პროტესტის გამო საბაგიროც გაჩერებული იყო. „დაპირება გვქონდა მთავრობისგან, რომ ზამთარში შევძლებდით ფრენას. შესაბამისად, პარალელურ რეჟიმში, რეგულაციები მიღებული იქნებოდა“, - ამბობს ტვ პირველთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე.  პარაგლაიდინგი, რომელიც გუდაურში ერთ-ერთი პოპულარული ექსტრემალური სპორტის სახეობაა, დაახლოებით 6 თვეა აკრძალულია, მას შემდეგ, რაც გასული წლის ივლისში ორი ტურისტი დაიღუპა ფრენისას. Читать дальше...

შოლცმა კიდევ ერთხელ თქვა უარი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ თქვა უარი თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემაზე,- ამის გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოცემა Tagesspiegel-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გერმანიამ უარი თქვა საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე, რათა "ფსონები არ გაიზარდოს" და ასევე " ბერლინს სურს თავიდან აიცილოს შესაძლო ესკალაცია ნატოსა და რუსეთს შორის." "თუ გერმანიაში კიდევ ერთი დებატები დაიწყება მას შემდეგ, რაც ახლახან იქნა მიღებული გადაწყვეტილების უკრაინისათვის Leopard 2-ი ტიპის ტანკების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ... Читать дальше...

დაღესტანში კასპიის ზღვის ნაპირზე კვლავ იპოვეს მკვდარი ზღვის ლომები

Radiotavisupleba.ge 

შაბათს დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში კვლავ იპოვეს ნაპირზე გამორიყული მკვდარი ზღვის ლომები. წითელ წიგნში შეტანილი 6 ცხოველი პლაჟ „ოაზისის“ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. მანამდე კასპიის ბუნების დაცვის ცენტრის თანამშრომლებმა დაღესტანში 50 მკვდარი ზღვის ლომი იპოვეს, 2022 წლის დეკემბერში კი ცნობილი გახდა 2500 ზღვის ლომის სიკვდილი. დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, ალიმურად გაჯიევმა, იშვიათი ძუძუმწოვარა ცხოველები მასობრივი დაღუპვა ფრინველი გრიპის ვირუსით ახსნა. Читать дальше...

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილის მამას პასუხობს

News.ge 

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამის ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვას პასუხობს. „დღეს მოვისმინე ბატონი ნიკა სააკაშვილის მიმართვა ჩემი მისამართით და მინდა გამოვეხმაურო. პირველ რიგში მინდა დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი ნიკას მიმართ, როგორც ექიმის, მამის და როგორც ადამიანის. მშობლების მდგომარეობა მესმის, მაგრამ ბატონი ნიკა, კოლეგაა, ექიმია და მას დარწმუნებული ვარ ესმის, რომ ჩვენ ამას ...

პაკისტანში ავარიას სულ მცირე 41 ადამიანი ემსხვერპლა

News.ge 

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით, ბელუჯისტანის პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ავტობუსი ხიდის საყრდენს შეეჯახა, ხევში ჩავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ხელისუფლების განცხადებით, სულ მცირე სამი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ავტობუსი ქალაქ კვეტასა და სამხრეთ პაკისტანის საპორტო ქალაქ ყარაჩის შორის გადაადგილდებოდა. „ავარია, შესაძლოა ავტობუსის მძღოლმა გამოიწვია, სავარაუდოდ მას ჩაეძინა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Новости России
Москва

Производственные площадки АО «Желдорреммаш» в апреле посетило более 4700 школьников и студентов


“თავმჯდომარის არჩევნებში 36 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა”

News.ge 

ბევრი ადამიანია, რომელმაც ვერიფიკაციის კოდი ვერ მიიღო, მაგრამ დღეს დღის ბოლომდე ყველა ვერიფიკაციის კოდს მიიღებს , – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი პატარაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 36 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. „არჩევნებში 36 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნები გრძელდება და ხვალ დით 10:00 საათზე დასრულდება. გარკვეული ხარვეზები ...

თალიბანის ბრძანებით ქალები უნივერსიტეტებში მისაღებ გამოცდებზე აღარ დაიშვებიან

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში თალიბანის მთავრობის განათლების სამინისტრომ კერძო უნივერსიტეტებში ქალებს მისაღები გამოცდებზე დაშვება აუკრძალა. სამინისტროს წერილში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტები აკრძალვის დარღვევისთვის სასამართლოში პასუხს აგებენ. ავღანეთში 40 საჯარო და 150 კერძო უნივერსიტეტი მოქმედებს. ავღანეთის უნივერსიტეტებში მომდევნო მისაღები გამოცდები თებერვლის ბოლოს უნდა ჩატარდეს. მანამდე, 2022 წლის დეკემბერში, ავღანეთში უკვე შეჩერდა უკვე ჩარიცხული სტუდენტების უნივერსიტეტებში დაშვება. თალიბანის მთავრობამ ასევე... Читать дальше...

პირს, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს პნევმატური იარაღი ესროლა, ბრალდება წარუდგინეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე. გამოძიების მტკიცებით, 22 იანვარს, ბათუმში, ბრალდებულმა პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა. ბრალდებულს ედავებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას, რაც გულისხმობს ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია. ბრალდებულ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურის... Читать дальше...

ფატალური სროლის შემდეგ, აზერბაიჯანი ირანში საელჩოს ევაკუაციას აპირებს

Radiotavisupleba.ge 

29 იანვარს აზერბაიჯანი ირანიდან მისი საელჩოს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციას აპირებს. ორი დღის წინ, თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმის შედეგად შეიარაღებულმა პირმა დაცვის თანამშრომელი მოკლა და კიდევ ორი ადამიანი დაჭრა. ბაქოში ეს „ტერორისტულ აქტად“ შეაფასეს. თავდასხმის შემდეგ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიბარა ირანის ელჩი ბაქოში. უწყებას არ უთქვამს დამატებითი დეტალები, მათ შორის, გააგრძელებს თუ არა საელჩო ფუნქციონირებას. თეირანის პოლიციამ განაცხადა, რომ დააკავა ეჭვმიტანილი. Читать дальше...

გიული ალასანია: ჩვენი თხოვნაა [სააკაშვილს] გადაუვადონ სასჯელი

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ ოჯახის თხოვნაა, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს სასჯელი გადაუვადონ. „ჩვენი თხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არის ის, რომ გადაუვადონ სასჯელი. მერე ადამიანი რომ იქნება თავისუფალი, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს. იქნებ აქ რჩება? აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას?“, - თქვა შვილის მოსანახულებლად კლინიკაში მისულმა ალასანიამ. მისივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი საკვებს არ იღებს არა საკუთარი სურვილით, არამედ იმიტომ, რომ მოწამლულია. Читать дальше...

ნიკოლოზ სააკაშვილი: ნუ მომიკლავთ შვილს

News.ge 

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი საპროტესტო აქციებს აანონსებს. ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა. „ტრანსპარანტით უნდა დავდგე ქუჩაში, ამ სიცივეში, არა შენობაში და მქონდეს დიდი წარწერა, რომ ვარ 80 წელს მიღწეული, ნუ მომიკლავთ შვილს. ეს არის ხელოვნურად პროცესების შეფერხება, ან მიყვანა ფატალურ მდგომარეობამდე, ან ისე დაინვალიდება, რომ მერე ძალიან ცუდ მდგომარეობაში გააგრძელოს თავის ...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Медведев обыграл Бублика и вышел в четвертьфинал "Мастерса" в Мадриде






Американец, бывший морской пехотинец, осужден на реальный срок за нападение на полицейского в Воронеже

"Цена взлетит в небо": эксперт объяснил, что стоит заранее купить россиянам

Милош Бикович рассказал студентам Школы критики о фильме «Лесной царь»

Присяжные частично оправдали протаранившего ворота посольства РФ в Дублине мужчину