თუ სასამართლომ გამოიტანა პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ვალდებულია, შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით და იმავდროულად, პარლამენტის რეგლამენტით, დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომაა გათვალისწინებული.
“ზოგადად განვმარტავ უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურას, რაც არის შემდეგი: თუ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამის საკითხს შეისწავლის საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტი, შესაბამისი დასკვნით მიმართავს პლენარულ სხდომას და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე. მხოლოდ პარლამენტს შეუძლია შეუწყვიტოს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს. დადგენილებით ხდება უფლებამოსილების შეწყვეტა, რის მიღებასაც სჭირდება დამსწრეთა უმრავლესობა, ოღონდ ეს არ უნდა იყოს სრული შემადგენლობის 1/3-ზე ნაკლები”, – აღნიშნა კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.
ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
Дело Маши Люлиной всё. Насильника, убившего соцработницу в Богородске, осудили за убийство ребенка
Сегодня свой 70-летний юбилей отмечает Заслуженный спасатель Российской Федерации Якубовский Валерий Иванович
Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует:
Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде
Уссурийский ЛРЗ подтвердил соответствие международным стандартам, применяемым на производстве железнодорожной промышленности
Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует:
Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде
Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: ПРИЗНАНИЕ НАТО НАДО ПРИМЕНЯТЬ!
Массовыми патриотическими акциями отметили День России на заводах АО "Желдорреммаш"

Золотые часы от Министерства обороны за вклад в развитие Кадетского движения России!
Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: ПРИЗНАНИЕ НАТО НАДО ПРИМЕНЯТЬ!