გერმანია გმობს ვაშინგტონის სანქციებს გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ
გერმანია გმობს აშშ-ის ახალ კანონპროექტს, რომელიც საქნციებს უწესებს რუსეთიდან ევროპისკენ მიმავალი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის, მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს.
სადამსჯელო ზომების შესახებ დებულებას შეიჩავს აშშ-ის 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონი (NDAA), რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 დეკემბერს მოაწერა ხელი.
კანონი აფრთხილებს რუსული გაზასდენის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს დაუყოვნებლად შეწყვიტონ სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაემუქრებათ რიგი სანქციები, ანგარიშების გაყინვის ჩათვლით.
გერმანიის ფინანსთა მინისტრემა, ვიცე-პრემიერმა ოლაფ შოლცმა 21 დეკემბერს განაცხადა, რომ ბერლინი „გადაჭრით უარყოფს“ ამერიკულ სანქციებს, როგორც „გერამანიისა და ევროპის შიდა საქმეებში და მათ სუვერეტინეტში სერიოზულ ჩარევას“ .
ევროკომისიამ 21 დეკემბერს განაცხადა, რომ შეისწავლის, თუ როგორ შეეხება აშშ-ის ახალი სანქციები „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის მშენებლობაში მონაწილე ევროპულ კომპანიებს, ამასთან ევროკომისიამ დასძინა, რომ იგი ეწინააღმდგება საქნციები დაუწესდეს ისეთი კომპანიებს, რომლებიც „კანონიერ ბიზენსს აწრმოებენ“.
სანქციები შეიძლება სერიოზულად შეეხოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მთავარ კონტრაქტორს, შვეიცარიულ-ნიდერლანდურ კომპანია Allseas-ს, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე მილების გამყვან უნიკალურ გემ Pioneering Spirit-ს ფლობს.
კამპანიამ უკვე განაცხადა, რომ ახალი ამერიკული კანონმდებლობის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებამდე, მუშაობას წყვეტს.