Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июнь
2020

ცხინვალში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის იუსტიციის მინისტრის ბინას ქვები ესროლეს

0
ცხინვალში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის იუსტიციის მინისტრის ბინას ქვები ესროლეს

ცხინვალში, დაუდგენელმა პირებმა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის იუსტიციის მინისტრის, ზალინა ლალიევის ბინას ქვები ესროლეს და მინები ჩაუმსხვრიეს, - ამ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ავრცელებს.

შემთხვევა პარასკევს ღამით, 23 საათზე მოხდა. ადგილზე დე ფაქტო შსს-ს წარმომადგენლები მუშაობენ. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები იმ პირთა დასადგენად, რომლებმაც ეს ჩაიდინეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამაც.

წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი იმ პატიმრების ახლობლებმა ჩაიდინეს, რომლებმაც პარასკევს ცხინვალის კოლონიაში თვითდაზიანებები მიიყენეს. ასევე ცნობილია, რომ "ომონის" სპეცოპერაციისას ციხეში რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ინციდენტი დროში დაემთხვა ფაქტს, როდესაც ერთ-ერთი პატიმრის საკნიდან 2 ტელეფონი ამოიღეს. ამის შემდეგ ციხეში დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწიეს.

დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ის კრიმინალების მმართველობას არ შეეგუება და ყველა დაისჯება, ვინც ციხის რეჟიმს დაარღვევს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Стефанос Циципас

Паула Бадос и Стефанос Циципас расстались | Виды спорта






Ежемесячную денежную выплату получают более 1,6 млн пострадавших от радиации

HeadHunter: московские акушерки зарабатывают в среднем 100 тысяч рублей

Бывшего режиссера «Ералаша», осужденного за растление 13-летнего мальчика, наградили на войне и освободили от наказания

Realtor Europe: проводник в мире недвижимости