Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2020

ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა თასზე“ უელსის ნაკრებთან დამარცხდნენ

0
საქართველოს სარაგბო ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე", ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, სტუმრად დაუპირისპირდა უელსის ნაკრებს და ინგლისთან ერთი კვირის წინ გამართული მატჩის (0:40) მსგავსად, ისევ ისე დამარცხდა, რომ ქულის აღება ვერ მოახერხა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად 18 ქულა გაუშვა (0:18).


ამავე ჯგუფში, მეორე ტურის მეორე შეხვედრაში ინგლისმა ირლანდიას მოუგო, ანგარიშით 18:7 და ლიდერის პოზიცია გაიმყარა. მეორე ჯგუფში, ფიჯის ნაკრებს მორაგბეთა ნაწილის კორონავირუსით დაინფიცირების გამო კიდევ ერთი ტექნიკური წაგება ჩაეთვალა, ამჯერად იტალიასთან. ხვალ შედგება შოტლანდიისა და საფრანგეთის მატჩი.


ბორჯღალოსნები მიმდინარე ტურნირზე, ჯგუფურ ეტაპის ბოლო შეხვედრას 29 ნოემბერს ჩაატარებენ, კვლავ სტუმრად, ირლანდიის ნაკრებთან, რომელმაც პირველ ტურში უელსს მოუგო - 32:9.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса