პირველად 17 თვის განმავლობაში თურქეთმა სირიაში ქურთების პოზიციებს შეუტია
20 მარტს, საღამოს, თურქეთმა საჰაერო დარტყმები მიიტანა ჩრდილოეთ სირიის ზონაზე, რომელიც ქურთთა შეიარაღებულ რაზმებს უჭირავთ, განაცხადა სირიის სამეთვალყურეო ცენტრმა. "თურქულმა რეაქტიულმა გამანადგურებელმა სირიის დემოკრატიული ძალების სამხედრო პოზიციებზე მიიტანა იერიში სოფელ საიდაში, აინ ისას სასოფლო დასახლებაში, რამაც ხმამაღალი აფეთქებები გამოიწვია", განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის სამეთვალყურეო ცენტრმა 21 მარტს.
ეს პირველი რეიდი იყო "ოპერაცია მშვიდობის გაზაფხულის" შემდეგ. 2019 წელს ანკარამ და მისმა სირიელმა მოკავშირეებმა განახორციელეს სამხედრო კამპანია სირიის დემოკრატიული ძალების წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში.
ამ ოპერაციამ, რომელიც შანკარა შეაჩერა ჯერ აშშ-თან და შემდეგ რუსეთთან დადებული ორი შეთანხმების შემდეგ, საშუალება მისცა თურქეთს, კონტროლი მოეპოვებინა "უსაფრთხო ზონაზე" სირიის შიგნით, რომლის სიგრძე დაახლოებით 120 კმ-ია და სიღრმე - 32 კმ.
თუმცა, სოფელი აინ ისსა ქურთული ძალების ხელში დარჩა.
საჰაერო დარტყმები განხორციელდა იმავე დღეს, როდესაც მიმდინარეობდა "სასტიკი შეტაკებები" და "ინტენსიური სარაკეტო ცეცხლი" აინ ისსას რაიონში, ფრონტის ხაზზე, სირიის დემოკრატიულ ძალებსა და დაჯგუფებებს შორის, რომელსაც თურქეთი უჭერს მხარს, განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის მონიტორინგის ცენტრმა და დასძინა, რომ დადასტურებულია მსხვერპლის შემთხვევები.
"ორ მხარეს შორის შეტაკებები ბოლო 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა... თურქულ ძალებს წინსვლა გაუჭირდათ, რადგან სირიის დემოკრატიულმა ძალებმა თურქული ტანკი გაანადგურეს", თქვა ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, რამი აბდულ რაჰმანმა.