ბრიტანეთი ამტკიცებს, რომ ირანში პატიმარი „აწამეს,“ შეერთებული შტატები უარყოფს განცხადებას პატიმრების გაცვლის შესახებ
![ბრიტანეთი ამტკიცებს, რომ ირანში პატიმარი „აწამეს,“ შეერთებული შტატები უარყოფს განცხადებას პატიმრების გაცვლის შესახებ](https://gdb.rferl.org/DDD3D1AD-79AB-4C77-AB7D-5F037B2204E2_w800_h450.jpg)
ბრიტანეთმა ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა "წამების ტოლფას" სასტიკ მოპყრობაში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიმართ, რომელიც ხუთი წელია, რაც ირანის მიერაა დაკავებული.
ამ დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარყო დაუსაბუთებელი განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს შეთანხმული იყო ირანში დაკავებული დასავლელი მოქალაქეების გაცვლა.
ირანში დაკავებული დასავლელებზე ყურადღების განახლება მოხდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც 1 მაისს, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მხარეებმა ირანთან დაძაბული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაასრულეს, რომლის მიზანი იყო შეერთებული შტატების უკან დაბრუნება შეთანხმებაში და ირანის მხრიდან პირობების კვლავ შესრულება.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა, 2 მაისს განაცხადა, რომ ორმაგი - ბრიტანეთის და ირანის - მოქალაქეობის მქონე ნაზანინ ზაღარი-რატკლიფს, რომელიც ირანშია დაკავებული 2016 წლიდან, "უკანონოდ" არის დაკავებული, "უსასტიკესად ეპყრობიან".
განცხადებები პატიმართა გაცვლის შესახებ გაჩნდა რამდენიმე საათით ადრე ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის სიტყვით გამოსვლიდან, რომელიც ეროვნული ტელევიზიით გადაიცა და რომელშიც მას ასეთი შეთანხმების შესახებ არაფერი უხსენებია. "განცხადებები იმის შესახებ, რომ მიღწეული იყო შეთანხმება პატიმრების გაცვლის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა. ცნობილია, რომ ირანში იმყოფება, სულ ცოტა, ოთხი ამერიკელი: მამა-შვილი ბაღერ და სიამაქ ნამაზები, ეკოლოგი მორად თაჰბაზი და მეწარმე ემად შარღი.