პარლამენტის დეპუტატი, "ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევად მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნას ეხმაურება. მისი თქმით, "მოსამართლეთა კლანი" ცდილობს დაიცვას "თავის მიერ მონიშნული ტერიტორია" და ეს "ცუდი და უსინდისო მცდელობაა საბჭოსი".