საკომუნიკაციო უნარების განვითარების გზები
კარგი საკომუნიკაციო უნარების ქონა ძალიან დიდი სარგებლის მომტანია, არა მხოლოდ პირადული მიზეზების, არამედ პროფესიული მიზნებისთვისაც. ძალიან ბევრი დამსაქმებელი თვლის, რომ ეს საუკეთესო უნარია, რითაც შეიძლება თანამშრომელი ხასიათდებოდეს. იმისათვის, რომ შეტყობინება, რომლის გადაცემაც საზოგადოების, უფროსის, კოლეგის ან ნებისმიერი პირის მისამართით გსურთ, გასაგები, ადეკვატური და კორექტული იყოს, მაშინ აუცილებელია გქონდეთ გამართულად წერის და მეტყველების შესაძლებლობა.
იმისათვის, რომ კარგი კომუნიკაცია დაამყაროთ, ჯერ მოსმენა უნდა ისწავლოთ. უნდა გაიაზროთ და გაითავისოთ თითოეული სიტყვა, რათა სწორად შეძლოთ საკითხის დასმა და პასუხის გაცემა. თუ ეჭვი გეპარებათ იმაში, რისი თქმაც გსურთ, ჯერ ეს სიტყვები საკუთარ თავს გაუმეორეთ და დარწმუნდით მის აკურატულობაში.
ყურადღება მიაქციეთ თქვენი ხმის ხარისხს, ტონალობას და ტემბრს. მოერიდეთ ემოციებს, რომლებიც ხელს შეგიშლიან სათქმელის სწორად გადმოცემაში. არ მისცეთ გრძნობებს საშუალება აზრებზე გავლენა მოახდინონ. დასვით ზუსტი აქცენტები, რათა შეფარვის გარეშე ცხადყოთ თქვენი შეხედულებები.
იყავით თავდაჯერებულები, ეს ყველა საქმეში მნიშვნელოვანია. მაშინაც კი, თუ გაიზრებთ, რომ რაღაც შეგეშალათ, არ შეიმჩნიოთ, არ დაიბნეთ. ეცადეთ გამოასწოროთ სიტუაცია და განაგრძოთ მოქმედება. არ დაივიწყოთ სხეულის ენაც, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ის თქვენზე ბევრად უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები. ყველა ემოცია, რასაც გრძნობთ თქვენზე გარეგნულად აისახება, ამიტომ იმუშავეთ ამ საკითხზე.
წყარო: daytranslations.com
ფოტო: remind.com