"ისლამურმა სახელმწიფომ" პასუხისმგებლობა იკისრა ქაბულში, რუსეთის საელჩოს წინ მომხდარ სისხლიან თავდასხმაზე
ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ, "ისლამურმა სახელმწიფომ" პასუხისმგებლობა იკისრა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ ქაბულში, რუსეთის საელჩოს წინ განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც ემსხვერპლა სულ მცირე ექვსი ადამიანი, მათ შორის საელჩოს ორი თანამშრომელი. ჯგუფმა 5 სექტემბერს ტელეგრამით დაწერა, რომ მისმა წევრმა ქაბულში "თვითმკვლელის ჟილეტი ააფეთქა თავშეყრაზე, რომელსაც რუსი თანამშრომლები ესწრებოდნენ". თავდასხმას ასევე ემსხვერპლა ოთხი ავღანელი, რომლებიც საკონსულოს მომსახურებას ელოდნენ, დაიჭრა კიდევ 10-ზე მეტი პირი - უთხრა ქაბულის პოლიციის პრესმდივანმა... Читать дальше...