Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Сентябрь
2022

Pink Floyd-ის თანადამაარსებელმა, როჯერ უოტერსმა უკრაინის შესახებ განცხადებების გამო გააუქმა პოლონეთში კონცერტი

0
Pink Floyd-ის თანადამაარსებელმა, როჯერ უოტერსმა უკრაინის შესახებ განცხადებების გამო გააუქმა პოლონეთში კონცერტი

ჯგუფ Pink Floyd-ის თანადამაარსებელმა, როჯერ უოტერსმა გააუქმა პოლონეთში დაგეგმილი კონცერტები, იმ სიბრაზის გამო, რომელსაც იწვევს მისი პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ პროვოცირების გარეშე დაწყებულ ომზე - იუწყება პოლონეთის მედია 24 სექტემბერს. 

ქალაქ კრაკოვის საკონცერტო მოედნის წარმომადგენელმა - სადაც უოტერსს აპრილში ორი კონცერტი უნდა გაემართა - თქვა, რომ კონცერტები აღარ ჩატარდება. "როჯერ უოტერსის მენეჯერმა გადაწყვიტა მათი გაუქმება... მიზეზის დასახელების გარეშე" - ამბობს Tauron Arena Krakow-ის თანამშრომელი, ლუკაშ პიტკო 24 სექტემბერს, მისი სიტყვები მედიით გავრცელდა. მანამდე კრაკოვში 21 და 22 აპრილს დანიშნული კონცერტების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება უოტერსის ვებსაიტზე. 

კრაკოვის მუნიციპალურ მესვეურებს მომავალ კვირაში კენჭისყრა უნდა გაემართათ წინადადებაზე, რომელიც ითვალისწინებს უოტერსის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას, უკრაინის ომთან მიმართებით მუსიკოსის პოზიციის გამო. მიმდინარე თვეში უოტერსმა უკრაინის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას გაუგზავნა ღია წერილი, რომელშიც უკრაინის "ექსტრემისტი ნაციონალისტები" დაადანაშაულა ქვეყნის "ამ კატასტროფული ომის გზაზე" დაყენებაში. უოტერსი ასევე აკრიტიკებს ნატოს, მას რუსეთის პროვოცირებაში სდებს ბრალს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Швентек и Соболенко устроили триллер за престижный трофей






Четыре самодельных дрона нашли в багажнике авто в центре Москвы

Обратная сторона жизни Петра Кулешова

Пушилин: девочке из Макеевки подарили щенка по поручению Путина

Открытие ХХIII Московского Пасхального фестиваля: Воскресение и Музыкальное Созвучие