Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Сентябрь
2022

გერმანიის კანცლერს სურს ენერგიის სფეროში კავშირების გაღრმავება საუდის არაბეთთან

0
გერმანიის კანცლერს სურს ენერგიის სფეროში კავშირების გაღრმავება საუდის არაბეთთან

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 24 სექტემბერს, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან, მოჰამად ბინ სალმანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სურს ორ ქვეყანას შორის გაღრმავდეს ენერგიის სფეროში კავშირები.  

გერმანია, რომელიც ბოლო დრომდე მძლავრად იყო დამოკიდებული რუსეთის გაზზე, თებერვალში მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ცდილობს ენერგიის წყაროთა დივერსიფიკაციას. 

შოლცი, რომელიც სპარსეთის ყურეში ორდღიანი ტურნეთი იმყოფება, ასევე ამბობს, რომ პრინცთან შეხვედრისას წარმოჭრა ადამიანის და სამოქალაქო უფლებების საკითხები. არაერთი პარტიის წარმომადგენელმა პოლიტიკოსებმა შოლცს ამის გაკეთებისკენ მოუწოდეს Der Spiegel-ში შაბათს გამოქვეყნებულ სტატიაში. 

"შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ უთქმელი არაფერი დარჩა" - განაცხადა შოლცმა, როცა ჰკითხეს, წამოჭრა თუ არა პრინცთან ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საკითხი. ხაშოგი 2018 წელს მოკლეს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში, რასაც მოჰყვა ფართო საერთაშორისო გამოხმაურებს და ზეწოლა საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველზე. ერთი წლის წინ გამოქვეყნებულ აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში ნათქვამია, რომ ხაშოგის მკვლელობის ან დაკავების ოპერაცია პრინცის მიერ იყო დამტკიცებული. საუდის არაბეთის მთავრობა უარყოფს საქმესთან პრინცის კავშირს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Азаренко вышла в четвертьфинал турнира WTA-1000 в Риме






Финансист Шахлевич назвал программу долгосрочных сбережений надежной копилкой

Зубы мудрости: когда их пора удалять и как облегчить восстановление

"Сигнал Путину" от НАТО. Заслуги Шойгу. Сергей Лавров - самый ценный кадр. Британских военных на учениях НАТО пугали дронами России

В Москве лось атаковал двух женщин в парке и попал на видео