როგორია სწორი ძილის რუტინა
ძილის რუტინა ეწოდება პროცესს, რომელიც სრულდება დასაძინებლად წასვლამდე 30-60 წუთით ადრე. წიგნის წაკითხვა, ჟურნალის წარმოება, თბილი აბაზანის მიღება ან სარელაქსაციო მუსიკის მოსმენა გეხმარებათ, მშვიდად დაძინებაში.
პირველ რიგში, განსაზღვრეთ დროები. დაძინების და გაღვიძების დროების შემუშავება ორგანიზმს ეხმარება პროცესთან შეჩვევაში. თავდაპირველად, შესაძლოა, ამან არ იმოქმედოს, მაგრამ დროთა განმავლობაში რუტინა შედეგს გამოიღებს.
მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაძინებამდე მოერიდეთ ელექტრონულ მოწყობილობებს. სოციალური მედიის სქროლვა, ვიდეო თამაშები, სატელევიზიო შოუები ძილის წინ უარყოფითაც მოქმედებს თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე. აგრეთვე ძლიერი გამოსხივება ხელს უშლის მელატონინის გამომუშავების პროცესს.
უარი თქვით მძიმე საკვებზე ძილის წინ და რამე მსუბუქით ჩაანაცვლეთ. მაგალითად, თუ გსურთ რამე მიირთვათ, აირჩიეთ იოგურტი, მარწყვი, კენკრა, თხილი. ისინი ხელს უწყობენ მელატონინის გამომუშავებას. შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ჩაი.
აგრეთვე დადასტურებულია, რომ დაძინებამდე თბილი აბაზანის მიღება დადებით ზეგავლენას ახდენს ძილის პროცესზე და გეხმარებათ განტვირთვაში. ისევე როგორც მუსიკის მოსმენა. ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია თავი კარგად იგრძნოთ.
ზოგ ადამიანს წიგნის წაკითხვაც ძალიან ეხმარება. ან ჟურნალის შედგენა. მომავალი დღის გეგმა, შეგიძლიათ ძილის წინ დაისახოთ და ჩამოწეროთ, რის გაკეთებას აპირებთ. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ოთახი, სადაც დაძინებას აპირებთ, უნდა იყოს ხმაურისგან, ასევე გარე განათებისგან დაცული და ინარჩუნებდეს გრილ ტემპერატურას.
ბოლო საფეხური თავად დაძინების პროცესია. არ იფიქროთ სხვა თემებზე. კონცენტრაცია მოახდინეთ საკუთარ სხეულზე და ეცადეთ იყოთ მშვიდად.
წყარო/ფოტო: Everyday Health