Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2022

Новости за 06.11.2022

მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთმა შეცვალა უკრაინის წინააღმდეგ ომის ტაქტიკა და ყურადღება სამ მთავარ პუნქტზე გაამახვილა

News.ge 

წარუმატებელი ბლიცკრიგის შემდეგ რუსეთმა შეცვალა უკრაინის წინააღმდეგ ომის ტაქტიკა და ყურადღება გაამახვილა სამ მთავარ პუნქტზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა თავისი ქვეყანა სამხედრო ბაზაზე გადაიყვანა, აწარმოებს გენოციდური ტიპის ომს და ასევე აგდებს პროპაგანდისტულ ნარატივებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე, „ბინძურ ბომბზე“ ან ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის აფეთქებაზე. „ეს ყველაფერი საუბრობს რუსეთის ...

ირაკლი კობახიძე: თუ იქნება მშვიდობა და შენარჩუნდება ეს ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენ მოვახერხებთ 2030-სთვის სიღარიბის პრაქტიკულად ან რეალურად განულებას

News.ge 

დღეს ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი, ეს არის 17.5%. ეს ნიშნავს იმას, რომ 650 ათასამდე ადამიანი სამწუხაროდ ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. თუმცა, თუ ამ ტემპით გაგრძელდება განვითარება და ამას გვეუბნება ჩვენ სავალუტო ფონდი, თუ იქნება მშვიდობა და შენარჩუნდება ეს ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენ მოვახერხებ 2030-სთვის სიღარიბის პრაქტიკულად ან რეალურად განულებას, – ამის შესახებ „ქართული ...

როგორია სწორი ძილის რუტინა

News.ge 

ძილის რუტინა ეწოდება პროცესს, რომელიც სრულდება დასაძინებლად წასვლამდე 30-60 წუთით ადრე. წიგნის წაკითხვა, ჟურნალის წარმოება, თბილი აბაზანის მიღება ან სარელაქსაციო მუსიკის მოსმენა გეხმარებათ, მშვიდად დაძინებაში. პირველ რიგში, განსაზღვრეთ დროები. დაძინების და გაღვიძების დროების შემუშავება ორგანიზმს ეხმარება პროცესთან შეჩვევაში. თავდაპირველად, შესაძლოა, ამან არ იმოქმედოს, მაგრამ დროთა განმავლობაში რუტინა შედეგს გამოიღებს. მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაძინებამდე მოერიდეთ ...

აბსურდის ფილოსოფია, ნობელის პრემია და თაობის სათქმელი – ალბერ კამიუ იუბილარია

News.ge 

ფრანგი ფილოსოფოსი, რომელსაც სხვანაირად თაობის ხმას ეძახიან, ალჟირში დაიბადა, 1913 წელს. მან ბავშვობა ღარიბ უბანში გაატარა. მამამისი პირველი მსოფლიო ომის დროს დაიღუპა, კამიუ დედამ გაზარდა. ახალგაზრდობაში იგი გატაცებული იყო თეატრით და ფეხბურთით. თუმცა ტუბერკულიოზით დაავადების გამო ამ საქმიანობის გაგრძელება ვერ მოახერხა. ალბერს ალჟირის საფრანგეთისგან გათავისუფლება და ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლა სურდა, ამიტომ დაინტერესდა მარქსისტული იდეოლოგიით და ...

დისციპლინა როგორც გზა წარმატების მისაღწევად

News.ge 

თვითდისციპლინა ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, შეიძლება ითქვას, უნარი, რომლის გამომუშავებაც საკუთარ თავზე მუშაობითაა შესაძლებელი. თეოდორ რუზველტი ამბობდა, რომ დისციპლინის დახმარებით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად თვითგამორკვევა და გამბედაობაც აუცილებელია. ეს გეხმარებათ რთული დავალებების შესრულებაში, მიზნების დასახვაში და ახალი სიმაღლეების დაპყრობაში. რაც, პირველ რიგში, იმით გამოიხატება, რომ საკუთარი პიროვნების მიმართ გაქვთ პასუხისმგებლობის ...

ევროკავშირი უკრაინას 2023 წლის ბოლომდე 18 მილიარდ ევროს გამოუყოფს

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიის თავმჯდომარე, ურზულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ მომავალი წლის ბოლომდე ევროკავშირი კიევს 18 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარებას აღმოუჩენს. ევროკავშირის თანახმად, ეს სახსრები „მნიშვნელოვანწილად დაფარავს უკრაინის ფინანსურ მოთხოვნილებებს 2023 წელს“. კვირას ფონ დერ ლაიენმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ფინანსური დახმარების პაკეტის საკითხი მომავალ კვირაში წარედგინება ევროკავშირს განსახილველად. ფონ დერ ლაიენის თქმით, ფინანსური დახმარება თვეში 1,5 მილიარდი ევრო იქნება. Читать дальше...

ხათუნა ლაგაზიძე: უმძიმესი სანახავია ურთიერთიერთგანადგურების რეჟიმში გადასული ოპოზიცია

News.ge 

“უმძიმესი სანახავია ურთიერთიერთგანადგურების რეჟიმში გადასული ოპოზიცია. თუ ასე გაგრძელდა, ვგონებ, უკრაინის გამარჯვების დროისთვის, აქ „ქართული ოცნების“ გარდა ცოცხალი პოლიტიკური ორგანიზმი აღარ შემორჩება. უფრო მეტიც, რასაც ვუყურებ, ჭეშმარიტად ბოლო აკორდი შეიძლება გახდეს ქართული პოლიტიკური „ნოუ-ჰაუ“: როცა ოპოზიციისვე ხელით დაეძგერებიან და გაძიძგნიან ოპოზიციურსავე მედიას. მოკლედ, იშვიათად ვყოფილვარ ასეთი კმაყოფილი საკუთარი გადაწყვეტილებით: აღარ ვაანალიზო საქართველოს შიდა პოლიტიკური „კორიდა“ ...

ოლაფ შოლცმა რუსეთს მოსთხოვა, გამორიცხოს უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვული იარაღის გამოყენება

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთს მოსთხოვა, გამორიცხოს უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვული იარაღის გამოყენება. კანცლერის თქმით, „რუსეთი იყო და რჩება დიდ სამხედრო სახელმწიფოდ“ და სწორედ ამიტომ „ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია“, ვუთხრათ მას: „დაუშვებელია ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, მკაფიოდ განაცხადოს, რომ ის ამას არ გააკეთებს. ეს ის ხაზია, რომლის გადაბიჯებაც არ შეიძლება“. შოლცი წარმატებად მიიჩნევს თავის ამასწინანდელ ვიზიტს ჩინეთში. მისი სიტყვებით, გერმანიისა და ჩინეთის ხელმძღვანელობამ მოახერხეს... Читать дальше...



თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი იპოვეს

News.ge 

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი პირი მძიმე მდგომარეობაშია და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აკია ბარბაქაძე: …მცდარად მიმაჩნია ერთ პარტიად გაერთიანება

News.ge 

სამხედრო ექსპერტის აკია ბარბაქაძის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსულ ინტერესებს ატარებს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ აღნიშნა, საქმე, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს, მხოლოდ რუსეთს აწყობს. აკია ბარბაქაძემ ისაუბრა მის მიერ ორგანიზაციის შექმნის მიზნებზე და განაცხადა, რომ საზოგადოების მოთხოვნაა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება. „რაც შეეხება მოძრაობის შექმნას, მოძრაობა „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტი“ დღევანდელმა მოცემულობამ განაპირობა იმის გამო... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დაიწყო

News.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დაიწყო. შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურს აეროპორტში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი რანია ალ-მაშატი და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში... Читать дальше...

ევროკომისია მომავალ კვირას უკრაინას 18 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტს წარუდგენს

News.ge 

ევროკომისია პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბრის მთავარი თემა იყო უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა მომდევნო თვეებში. ამავე ცნობით, პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა აცნობა პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ამ კვირაში უკრაინას შესთავაზებს ევროკავშირის მნიშვნელოვან ფინანსურ პაკეტს, რომელიც მოიცავს 1,5 მილიარდ ევრომდე თვეში, საერთო ჯამში კი ...

დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში. ინფორმაციას და დახვედრის ფოტომასალას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილს საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი რანია ალ-მაშატი და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი დახვდნენ. პრესსამსახური ასევე აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას. Читать дальше...

უკრაინა აცხადებს, რომ ხერსონი დენის გარეშე დარჩა რუსეთის იერიშის და არა უკრაინელთა "ტერაქტის" გამო

Radiotavisupleba.ge 

კვირას ხერსონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს ელექტრომომარაგების ხაზებს. ამის შესახებ განაცხადა ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, იური სობოლოევსკიმ. მან „ტელეგრამში“ საკუთარ არხზე კომენტარი გაუკეთა ხერსონის საოკუპაციო ძალების განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქალაქის ელექტრომომარაგება შეწყდა „უკრაინის მხარის მიერ ორგანიზებული ტერაქტის“ გამო. „ოკუპანტებმა განცხადება გააკეთეს ‘ტერაქტის’ შესახებ. მაგრამ არ დაუზუსტებიათ, რომ ტერაქტი თავად მათ განახორციელეს. Читать дальше...

თბილისში ავტობუსში ახალგაზრდას შეურაცხყოფა მიაყენეს „ჰომოფობიური ნიადაგზე“

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალგაზრდა ბიჭს შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორც თავად ამბობს, ჰომოფობიურ ნიადაგზე. „ეს „კაცი“ თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო. რატომ გაცვია შეხსნილი ღილებითო. რა შენი საქმეა, მე რა მეცმევათქო და დავიწყეთ კამათი“, - წერს მოქალაქე საკუთარ ფეისბუკზე და ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ახალგაზრდას. მისივე თქმით, კაცი მოკვლით ემუქრებოდა და მოგვიანებით დაარტყა კიდეც. „მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე. Читать дальше...

ომის გამო უკრაინაში დაზარალდა ნაკრძალთა 20% და 3 მლნ ჰექტარი ტყე

Radiotavisupleba.ge 

ომის შედეგად დაზარალდა უკრაინის ბუნების დაცული ტერიტორიების 20% და სამი მილიონი ჰექტარი ტყე. რვა ნაკრძალი და ათი ეროვნული პარკი კვლავაც რუსეთის ჯარების კონტროლქვეშაა. ამის შესახებ ველური ბუნების მსოფლიო ფონდის უკრაინის განყოფილება იტყობინება. განადგურების საფრთხე ემუქრება რამსარის კონვენციით დაცულ 16 ობიექტს - წყალ-ჭაობიან ტერიტორიებს, რომლებსაც მსოფლიო მნიშვნელობა აქვს, იუწყება ფონდი. გათავისუფლებული ტერიტორიები კვლავაც რჩება განადგურების საფრთხის წინაშე, ვინაიდან ისინი ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობს. Читать дальше...

ზელენსკიმ ირანს ტყუილში დასდო ბრალი რუსეთისთვის მიწოდებული დრონების თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

ირანი იტყუება, როცა ამბობს, რომ რუსეთს მხოლოდ მცირე რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატები მიაწოდა. ამის შესახებ ლაპარაკია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედროები ყოველდღიურად ანადგურებენ არანაკლებ ათ ირანულ დრონს. “ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ირანელი ინსტრუქტორები რუს ტერორისტებს ასწავლიდნენ დრონების გამოყენებას, თეირანი კი ამის შესახებ საერთოდ დუმს,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ დასძინა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა მომავალშიც მიმართავს ძალისხმევას იქით... Читать дальше...

რომან გოცირიძე: 100 მიზეზი, რატომ არ უნდა გაეკარო პოლიტიკაში ადამიანს, თუ სახელად გოგა ხაჩიძე ჰქვია, დიდი წიგნია გამოსაცემი

News.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე პარტია „გირჩის“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, გოგა ხაჩიძეზე წერს და ამბობს, რომ არ უნდა გაეკარო პოლიტიკაში ადამიანს, თუ სახელად გოგა ხაჩიძე ჰქვია. „100 მიზეზი, რატომ არ უნდა გაეკარო პოლიტიკაში ადამიანს, თუ სახელად გოგა ხაჩიძე ჰქვია. დიდი წიგნია გამოსაცემი. წიგნის სათაურია ღრმააზროვანი უნდა იყოს: „სადაც გოგაა, იქ ყველაფერი იგოგება“, – წერს გოცირიძე. გოცირიძემ ...

“ნგრევა ყოველდღიურია, თუ არა საათობრივი” – უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული ძალები აღმოსავლეთში იერიშებს აძლიერებენ

News.ge 

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსული ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში იერიშებს აძლიერებენ, რაც მოსახლეობისთვის და არმიისთვის ისედაც მძიმე პირობებს აუარესებს. დონეცკის გუბერნატორის, პავლო კირილენკოს თქმით, ოფიციალური მოსკოვის მიერ უკანონო ანექსიისა და დონეცკის რეგიონში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, თავდასხმებმა თითქმის მთლიანად გაანადგურა ელექტროსადგურები, რომლებიც ქალაქ ბახმუტსა და მიმდებარე ქალაქ სოლედარს ემსახურებიან. „ნგრევა ყოველდღიურია, თუ არა საათობრივი”, – განუცხადა კირილენკომ მედიას.

Новости России
Москва

«Страна забытых сказок» в «Геликон-опере». Детское радио приглашает


რუსული მედია: უკრაინამ დარტყმა განახორციელა კახოვკის ჯებირზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები „ტასი“, „რია ნოვოსტი“ და „ინტერფაქსი“ იტყობინებოდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს. „დღეს 10:00-ზე დარტყმა განხორციელდა HIMARS-ის ექვსი რაკეტით. საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა ხუთი რაკეტა ჩამოაგდეს, ერთი მოხვდა კახოვკის ჯებირის რაბს [ჰიდროტექნიკურ ნაგებობას], რომელიც დაინგრა,“ მოჰყავს „ტასს“ საგანგებო სამსახურების წარმომადგენელთა განცხადება. უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია კახოვკის ჯებირზე იერიშის თაობაზე. Читать дальше...

პოლიციამ დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ქართველებს აგინებდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე კაცი, რომელიც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში ქუჩაში იდგა და ქართველების მისამართით იგინებოდა. „არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა შეეწყვიტა ზემოთ აღნიშნული ქმედება არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ ქმედებას“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას შსს-ში. რუსეთის მოქალაქეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან. ვიდეოში, რომელიც სოციალურ მედიაში გუშინ გავრცელდა, ჩანს ახალგაზრდა კაცი... Читать дальше...

ირანი აცხადებს, რომ ახალი მზიდი რაკეტა გაგზავნა კოსმოსში

Radiotavisupleba.ge 

ირანის გასამხედროებულმა ორგანიზაციამ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ წარმატებით გამოიცადა მზიდი რაკეტა „Qaem-100“, რომელმაც, როგორც აცხადებენ, შაბათს განახორციელა სუბორბიტული გაფრენა. როგორც ირანული სააგენტო „ფარსი“ იტყობინება, სამსაფეხურიან მყარსაწვავიან მზიდ რაკეტას უნარი შესწევს, 80 კილოგრამამდე მასის თანამგზავრები გაიყვანოს დედამიწის მახლობელ დაბალ ორბიტაზე. უახლოეს ხანებში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი გეგმავს კოსმოსში სატელეკომუნიკაციო თანამგზავრ Nahid-ის გაყვანას ახალი რაკეტის მეშვეობით. Читать дальше...

ბრიტანეთი: მოსკოვი ცდილობს, უკრაინაში წარუმატებლობა სამხედრო ხელმძვანელობას გადააბრალოს

Radiotavisupleba.ge 

ტრადიციულ ყოველდღიურ ანგარიშში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებამ გამონახა საშუალება ბრძოლის ველზე წარუმატებლობისთვის საზოგადოების მხრიდან კრიტიკის თავიდან ასაცილებლად. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 3 ნოემბერს რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გენერალ-მაიორი ალექსანდრ ლინკოვი დაინიშნა გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინის ნაცვლად. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი ოქტომბრის ბოლოს გაათავისუფლეს. თუკი ეს დადასტურდება... Читать дальше...

კიევში ელექტროენერგიის ეკონომიისთვის დენის გათიშვის გრაფიკი შემოიღეს

Radiotavisupleba.ge 

კიევში ელექტროენერგიის ეკონომიისთვის 6 ნოემბრიდან დენის გათიშვის გრაფიკი შემოიღეს. „უკრენერჰოში“ აცხადებენ, რომ ქალაქის მოსახლეობა სოცქსელებსა და სპეციალურ პორტალზე წინასწარ შეიტყობს მათ რაიონებში დენის გათიშვის შესახებ. კიევის ხელისუფლებამ მოიმარაგა დიზელის საწვავი, ელექტროგენერატორები, საკვები და სასმელი წყალი. ზამთრის პერიოდში ქალაქში გათბობის 1000-ზე მეტი პუნქტი იმუშავებს. არ არის გამორიცხული არც კიეველთა სრული ევაკუაცია. ასეთ შემთხვევაში ქალაქიდან სამი მილიონი ადამიანის გაყვანა იქნება საჭირო. Читать дальше...

The Washington Post: ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს მოუწოდებს, რუსეთთან მოლაპარაკების მიმართ ღიაობა გამოხატონ

News.ge 

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს პირად საუბრებში მოუწოდებს, გამოხატონ ღიაობა რუსეთთან მოლაპარაკებების მიმართ და უარი თქვან სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საჯაროდ იმ განცხადებების გაკეთებაზე, რომელიც დიალოგს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებას ჩამოშორდება. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Washington Post ავრცელებს. გამოცემა საკუთარ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს მოთხოვნა არ გაკეთდა უკრაინის მოლაპარაკებებში ჩართვის ...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Потапова и Павлюченкова вышли в полуфинал турнира WTA в Мадриде в парном разряде






Юбилейная Неделя безопасности прошла на уральских предприятиях ЕВРАЗа

Боррель призвал Евросоюз говорить с Россией и Китаем с позиции силы

Марат Хуснуллин: строить инфраструктуру будем за счет привлечения внебюджетных средств

В Москве сломали позвоночник мальчику, добровольно не освободившему качели