რობერტ სტურუა: ლილი! გენიალურ ქართველ რეჟისორს ასი წელი შეუსრულდებოდა!
რეჟისორი, პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი ლილი იოსელიანი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 1949–1957, 1960–1962 და 1965–1966 წლებში მარჯანიშვილის თეატრის დამდგმელი რეჟისორი იყო. 1957–1960, 1962–1963, 1966–1969 წლებში იყო გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1963–1965 წლებში კი თბილისის სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი. 1969–1972 წლებში იყო რუსთაველის თეატრის დამდგემელი რეჟისორი. ამ თეატრების გარდა ცალკეული დადგმები განახორციელა ქუთაისისა და რუსთავის თეატრებში. 1945 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა თეატრალურ უნივერსიტეტში. ლილი იოსელიანის მნიშვნელოვანი დადგმებია: ბერნარდ შოუს „პიგმალიონი“, მაქსიმ გორკის „მდაბიონი“, ანტონ ჩეხოვის „სამი და“, ფიოდორ დოსტოევსკის „იდიოტი“ და სხვ. ლილი იოსელიანი 2014 წლის 14 მაისს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.