5 ხერხი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად
გასული ორი წლის განმავლობაში ადამიანთა უმეტესობა ასოციალური ცხოვრების სტილს შეეჩვია. რიტმი შენელდა და ბევრი რამ უკანა პლანზე გადავიდა. მართალია, ახლა ძველებურ ყოფას ვუბრუნდებით, თუმცა იმ ჩვევების გახსენება და მათთან შეწყობა არაერთ ჩვენგანს უჭირს.
არ არის საჭირო საკუთარ თავს ძალა დაატანოთ. დაიწყეთ და გადადგით პატარა ნაბიჯები დიდი მიზნების მისაღწევად. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პირველ რიგში, აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ კვებას. მოერიდეთ სწრაფი კვების ობიექტებს. ზედმეტ ცხიმებს, შაქარს, ალკოჰოლს და სხვა მავნე ნივთიერებებს. ნაცვლად ამისა მიიღეთ წყალი, იკვებეთ ბოსტნეულით, ხილით და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით.
ფიზიკური აქტივობა ძალიან დიდ როლს თამაშობს. როცა საქმე ჯანსაღი ცხოვრების წესზე მიდგება, ეს ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. დღეში მინიმუმ 10-15 წუთი ვარჯიშიც კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას. თუ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა არ გიშლით ხელს, აუცილებლად ივარჯიშეთ, იარეთ ფეხით. ან დაკავდით ცეკვის, ცურვის, სპორტის გაკვეთილებით.
გამოიძინეთ 7-8 საათის განმავლობაში დღე-ღამის განმავლობაში. უძილობა იწვევს სტრესს, შფოთვას, დეპრესიას, ზოგჯერ ჰალუცინაციებსაც კი. აფერხებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს ორგანიზმში. ნუ გამოიყენებთ ელექტრონულ მოწყობილობებს ძილის წინ, რადგან გამოსხივება ხელს უშლის მშვიდად გამოძინების პროცესს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯანმრთელი ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, კარგი იქნება შეამციროთ ეკრანთან გატარებული დრო. ტელევიზორის, კომპიუტერის, მობილურის საათობით გამოყენება აზიანებს მხედველობას, აფერხებს გონებრივ მუშაობას, იწვევს სტრესს. ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს სოციალური მედიის დაუსრულებლად “სქროლვა”. ეს იწვევს დამოკიდებულებას და დღის განმავლობაში, შესაძლოა, საათები გაატაროთ ეკრანთან მიჯაჭვულებმა, ისე, რომ ვერც კი შეამჩნიოთ.
ნაცვლად ამისა, დრო დაუთმეთ თქვენს საყვარელ აქტივობებს. წაიკითხეთ წიგნები, დაიწყეთ ახალი ენის სწავლა, იარეთ კურსებზე, უყურეთ საყვარელ ფილმს ან მოუსმინეთ კარგ მუსიკას. გააკეთეთ ყველაფერი, რაც დაეხმარება თქვენს გონებრივ განვითარებას და არ ავნებს ჯანმრთელობას.
წყარო/ფოტო: Everyday Health