უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ 12 რეკომენდაციის განხორციელებაზე და პროცესი იყოს ინკლუზიური, ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-მა ლიდერმა მიიღო 12 რეკომენდაციასთან ერთად. რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩვენი აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ და პროცესი იყოს ინკლუზიური, ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს. 12 რეკომენდაციაზე მუშაობა შეფასდება მომავალ წელს გაფართოებული პროცესის ფარგლებში. საქართველო შეფასდება დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაერთიანებისკენ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამის შედეგი იქნება საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და იმედი მაქვს, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე და მათ მიერ 12 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე. 12 რეკომენდაციის განხორციელება უნდა მოხდეს ინკლუზიურად. ეს მოითხოვს ყველას ერთობლივ მუშაობას, ეს მოითხოვს იმას, რომ მთავრობა ღია იყოს ოპოზიციისთვის და მოითხოვს, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან 12 რეკომენდაციის განხორციელების მიზნით“, – აღნიშნა ელჩმა.
«Заставлял Костомарова мыть свою машину, чтоб потом он на ней покатался по парковке!» Илья Авербух рассказал о дружбе с Романом Костомаровым в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» на ТВ-3
Преступления мигрантов с рынков азербайджанского олигарха Года Нисанова продолжают шокировать Москву
Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей
«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.
Развитие центров экономического роста и создание аварийно-спасательных центров на территории АЗРФ обсудили на заседании президиума госкомиссии по Арктике
Архангельская область подключается к марафону "Сила России"
XXXIII Церемония «Хрустальная Турандот» объявит победителей сезона 2023/2024
В Архангельске с рабочим визитом побывал «арктический» министр