Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2022

ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს დეოლიგარქიზაციის კანონი მიღებამდე გაგზავნოს ვენეციის კომისიაში

0
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში დეპუტატებს ახსენებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო, დამტკიცებამდე უნდა გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში შეფასებისთვის. 


"კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა" - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. 




დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი მთავარია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლება ამ პუნქტის შესრულება დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით ცდილობს და პარლამენტი განიხილავს ანალოგიური კანონის უკრაინულ ვერსიას საქართველოსთვის. 




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса