Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2022

ზამთრის წინ, დონორთა კონფერენციამ მოლდოვას სასწრაფო დახმარების სახით აღუთქვა 100 მილიონამდე ევროს გამოყოფა

0
საერთაშორისო დონორებმა მოლდოვას დახმარების სახით აღუთქვეს 100 მილიონ ევროზე მეტის გამოყოფა, რათა ქვეყანამ შეძლოს უკრაინაში ომის შედეგებთან გამკლავება - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 21 ნოემბერს პარიზში, ევროპის ღარიბი ქვეყნის, მოლდოვის  დასახმარებლად იქ გამართული კონფერენციის შემდეგ. 


მოლდოვის დასახმარებლად პარიზში თავი მოიყარეს 45 ქვეყნისა და ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, იმ ფონზე, როცა მატულობს შეშფოთება, რომ მეზობელ უკრაინაში მიმდინარე ომი მოლდოვაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. 


მოლდოვაში შექმნილია ელექტროენერგიის მწვავე კრიზისი, ქვეყანაში შედის ბევრი ლტოლვილი, არის პოტენციური პრობლემები ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში. მოლდოვისთვის წარსულში გამართულ ორ კონფერენციაზეც ასობით მილიონი ევრო შეგროვდა, თუმცა დახმარება უნდა გაგრძელდეს, რადგან ომი კვლავ მიმდინარეობს და ზამთარი კარსაა მომდგარი. 


მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, თანხები მის ქვეყანას დაეხმარება რეფორმების გაგრძელებაში, საზოგადოებრივი მშვიდობის დაცვაში და სტაბილურობის შენარჩუნებაში.  


სანდუს თქმით, უკრაინის მეზობლებს შორის მოლდოვა ყველაზე მოწყვლად ვითარებაშია. მოლდოვის პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა ყველაფერი გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად. 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса