ლავროვი უკრაინის ომში მთავარ მამოძრავებლად აშშ-ს თვლის და მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი ხეირობს ყველაზე მეტად ამ ომით
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინის ომში მთავარ მამოძრავებლად აშშ-ს თვლის და ამავე დროს მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი ხეირობს ყველაზე მეტად ამ ომით.
შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების სტრატეგიული მიზანი ნატოში არის რუსეთზე გამარჯვება ბრძოლის ველზე, განუცხადა ლავროვმა საინფორმაციო სააგენტო TASS-ს მოსკოვში. ვაშინგტონს კიდევ ერთი გეოპოლიტიკური მიზანიც აქვს, ეს არის რუსეთის ტრადიციული ურთიერთობების განადგურება ევროპასთან.
შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის გამწვავებისთვის, თვლის ლავროვი, რომლის სიტყვებით: კიევს მიეწოდება ყველაზე თანამედროვე იარაღი, რომელიც შეერთებული შტატებს დასავლელი მოკავშირეებისთვისაც კი არ მიუწოდებია, მოჰყავს გერმანიის რადიოს ლავროვის მიერ TASS-თვის მიცემულ ინტერვიუში ნათქვამი.
„აღარავისთვის არ არის საიდუმლო, რომ შეერთებული შტატებისა და მისი ნატოელი მოკავშირეების სტრატეგიული მიზანია „რუსეთზე გამარჯვება ბრძოლის ველზე“, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვნად დასუსტების ან თუნდაც განადგურებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენი მეტოქეები ბევრისთვის არიან მზად “- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. „ცხელი კონფლიქტით“ ყველაზე მეტად სარგებლობს შეერთებული შტატები, რომელიც ცდილობს მისგან მაქსიმალური ხეირის მოპოვებას, როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით. ამავდროულად, ვაშინგტონი წყვეტს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ამოცანას - გაწყვიტოს ტრადიციული კავშირები რუსეთსა და ევროპას შორის და კიდევ უფრო დაიმორჩილოს ევროპული თანამგზავრები,“ - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვი ფიქრობს, რომ უკრაინულმა მხარემ იცის რუსეთის წინადადების შესახებ, რომ სურს კიევის კონტროლის ქვეშ მყოფი რეგიონების "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია." თუ ეს არ გაკეთდა ნებით, "საკითხს რუსეთის არმია მოაგვარებს," აცხადებს ლავროვი.
ატომური იარაღის თაობაზე შეკითხვის საპასუხოდ ლავროვმა თქვა, რომ ჩვენ სხვა რამეზე ვსაუბრობთ, „დასავლური კურსი ჩვენი ქვეყნის ტოტალური შეკავების შესახებ ერთობ სახიფათოა. ის შეიცავს ბირთვული სახელმწიფოების პირდაპირი შეტაკების რისკს“, განაცხადა ლავროვმა, რომელიც რუსეთის პოზიციას „იმეორებს კვლავაც და კვლავაც“, რომ, მისი სიტყვებით, „ბირთვულ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ის არასოდეს არ უნდა მოხდეს“.
27 დეკემბერს გაერომ თავშეკავებით მიიღო უკრაინის წინადადება სამშვიდობო სამიტის გამართის შესახებ. გაეროში თვლიან, რომ ასეთი სამიტის გამართვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ყველა მხარე ისურვებს.