Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2022

Новости за 27.12.2022

თამარ ხიდაშელი - "არავინ მოტყუვდება ბრიუსელში"

Radiotavisupleba.ge 

"პარლამენტმა რეალურად მიიღო ძალიან ფორმალური ცვლილებები სასამართლოსთან დაკავშირებით, ამით არავინ მოტყუვდება ბრიუსელში. ზედმიწევნით კარგად იციან, რა ხდება საქართველოს სასამართლოში" - თამარ ხიდაშელი, DRI-ს დირექტორი აფასებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების დინამიკას.

ლავროვი უკრაინის ომში მთავარ მამოძრავებლად აშშ-ს თვლის და მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი ხეირობს ყველაზე მეტად ამ ომით  

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინის ომში მთავარ მამოძრავებლად აშშ-ს თვლის და ამავე დროს მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი ხეირობს ყველაზე მეტად ამ ომით. შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების სტრატეგიული მიზანი ნატოში არის რუსეთზე გამარჯვება ბრძოლის ველზე, განუცხადა ლავროვმა საინფორმაციო სააგენტო TASS-ს მოსკოვში. ვაშინგტონს კიდევ ერთი გეოპოლიტიკური მიზანიც აქვს, ეს არის რუსეთის ტრადიციული ურთიერთობების განადგურება ევროპასთან. შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის გამწვავებისთვის... Читать дальше...

ჰამილტონი: ის, რომ კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვაზე საუბრობებ, უკვე ტრაგიკულია

Radiotavisupleba.ge 

ავტორი: ეკა მაღალდაძე, "ამერიკის ხმა" რუსეთის მიერ უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრიდან 10 თვის შემდე­გ, დასავლური იარაღით აღჭურვილი უკრაინა რუსეთის აგრესიას იმაზე უფრო წარმატებით უმკლავდება, ვიდრე ბევრი ანალიტიკოსი ამას ომის დასაწყისში ვარაუდობდა. მაშინ, როცა უკრაინა კვლავ ითხოვს გრძელი რადიუსის მქონე იარაღს და მეტ მხარდაჭერას დასავლეთისგან, ნატოს წევრი სახელმწიფოების გაწეული დახმარება უკვე არის უპრეცედენტო. ვაშინგტონში პრეზიდენტ ზელენსკის ისტორიული ვიზიტისას დადასტურდა უკრაინისთვის "პატრიოტის" სარაკეტო... Читать дальше...

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს ნავთობის ექსპორტს ქვეყნებში, სადაც ზღვრულ ფასს აწესებენ

News.ge 

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას სპეციალური ზომების შესახებ ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვრული ფასების შემოღების საპასუხოდ. შესაბამისი დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. დოკუმენტი კრძალავს ნავთობის მიწოდებას, თუ კონტრაქტებში პირდაპირ ან ირიბად არის ფიქსირებული მაქსიმალური ფასი. ნავთობის მიწოდების აკრძალვა ამოქმედდება 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან და მოქმედებს მომდევნო წლის 1-ელ ივლისამდე. ...

რობერტ ჰამილტონი: ის, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვის, ან ზოგიერთი ქართველის სანქცირების შესახებ მსჯელობენ, ნამდვილად ტრაგიკულია და როცა ეს მოხდება, ეს ძალიან სევდიანი დღე იქნება ქვეყნისთვის

News.ge 

ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამოსადეგი რამ, რაც საქართველოს მთავრობას გაუკეთებია უკრაინაში ომზე პასუხად – ეს არის ნარატივი, რომ დასავლეთს და ნატოს სურთ საქართველოს ომში ჩათრევა, – ამის შესახებ შეერთებული შტატების თადარიგის პოლკოვნიკმა, „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ მკვლევარმა, ომის კოლეჯის პროფესორმა რობერტ ჰამილტონმა “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ისაუბრა. მან უპასუხა კთხვას, თუ რას ნიშნავს ომის ეს 10 ...

პუტინი კრძალავს ნავთობის მიწოდებას დასავლეთის მიერ დადგენილ ფასებში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, 2023 წლის 1 თებერვლიდან იკრძალება რუსეთის ნავთობის მიწოდება უცხოური კომპანიებისთვის და მოქალაქეებისთვის, თუ კონტრაქტი ითვალისწინებს ფიქსირებულ მაქსიმალურ ფასს. შეზღუდვები ძალაში მომავალი წლის 1 ივლისამდე იქნება. აღნიშნულია, რომ პუტინის განკარგულება ეხება არა მხოლოდ ნავთობს, არამედ ნავთობპროდუქტებს, თუმცა, მთავრობამ ცალკე უნდა დაადგინოს თარიღი, როდიდან აიკრძალება ვაჭრობა დადგენილ ფასში. 5 დეკემბერს... Читать дальше...

გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი: დღეს სვანები მირეკავდნენ გამწარებულები, ღმერთმა არ ქნას, სადმე შეგვხვდესო… ვთხოვდი, დაანებეთ თავი-მეთქი

News.ge 

“ასეთ არა­სე­რი­ო­ზულ ხალ­ხს რა ვუ­პა­სუ­ხო? მათ ხომ თა­ვი­დან-ბო­ლომ­დე კარ­გად იცი­ან სან­დროს საქ­მე, მაგ­რამ ესაა მათი პრო­ფე­სია – შავ­ზე თეთ­რი უნდა თქვან და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ, ოღონდ მიშა და­იხ­სნან და მისი რე­ჟი­მი “გა­აპ­რა­ვონ” – გვე­უბ­ნე­ბა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მამა გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კოს მურ­მან დუმ­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ რო­მელ­მაც “ვახო ხუზ­მი­აშ­ვი­ლის თა­ვი­სუ­ფალ სივ­რცე­ში” სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი არ მო­უკ­ლავთ და ის... Читать дальше...

პუტინმა დსთ-ს 8 ლიდერს ბეჭდები აჩუქა, მე-9 თავისთვის დაიტოვა

Radiotavisupleba.ge 

სანქტ-პეტერბურგში გამართულ დსთ-ს არაფორმალურ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს 8 ლიდერს ბეჭდები აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თითოეულ ბეჭედზე გამოსახულია დსთ-ს ემბლემა და წარწერა „გილოცავთ ახალ 2023 წელს“. გარდა ამისა, მასზე მითითებულია ქვეყნის სახელი, სადაც სამიტი გაიმართა - რუსეთი.   ბეჭდები გადაეცათ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჯომარტ ტოკაევს, ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვს, ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის... Читать дальше...



მამუკა მამულაშვილი: კარგია, როდესაც ახალ წელს ოჯახში ხვდები, მაგრამ არც კი მახსოვს, ეს ბოლოს როდის იყო

News.ge 

რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა 24 დე­კემ­ბერს, შო­ბის წინა დღეს ხერ­სო­ნი ბარ­ბა­რო­სუ­ლად და­ბომ­ბეს. რო­გორც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს ომის მო­რი­გი და­ნა­შა­უ­ლი და შუ­რის­ძი­ე­ბაა ხერ­სო­ნე­ლებ­ზე, რომ­ლებ­მაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს ოკუ­პა­ცი­ას და მთელ მსოფ­ლი­ოს და­უმ­ტკი­ცეს, რომ ხერ­სო­ნი უკ­რა­ი­ნაა. ხერ­სო­ნი და და­ნარ­ჩე­ნი უკ­რა­ი­ნა, რუ­სე­თის­გან სა­ა­ხალ­წლო­დაც ელის მსგავ­სი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. უფრო ვრცლად იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა, წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ... Читать дальше...

გია ხუხაშვილი: მორიგი სატყუარა “გარეჯი საქართველოა!”-ს შემქმნელებისგან…

News.ge 

“აფხაზეთთან მიმართებაში რეალურად არც არაფერი ხდება. ეს ვიღაც ვირეშმაკმა მოიფიქრა ახლა იმ ილუზიის შექმნა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომთან სამარცხვინო, კაპიტულანტური პოლიტიკის გატარება ვითომ აფხაზეთის შესაძლო დაბრუნებით ახსნან და ამით იმართლონ თავი ხალხის და ისტორიის წინაშე. მორიგი სატყუარა “გარეჯი საქართველოა!”-ს შემქმნელებისგან…” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

თუკი ზურაბიშვილი შეიწყალებს სააკაშვილს - სამართლებრივი და პოლიტიკური სურათი

Radiotavisupleba.ge 

პატიმარი მესამე პრეზიდენტის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საზღვარგარეთ სამკურნალოდ  გაგზავნის ყველაზე სწრაფ გზად, ქვეყანაში თუ მის გარეთ, საქართველოს მეხუთე, მოქმედი პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალება სახელდება. მაგრამ არის თუ არა შეწყალება ცალსახა და იოლი გამოსავალი?

„სამიტი მშვიდობისათვის“ უწყვეტი ომის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

დეკემბრის ბოლოს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კვლავ გაიმეორა „მშვიდობის სამიტის“ მოწვევის თაობაზე პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ნოემბერში წამოყენებული ინიციატივა. კიევი მსოფლიოს სთავაზობს სამიტზე უკრაინის ლიდერის  მშვიდობის  ათპუნქტიან ფორმულაზე იმსჯელონ.

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთში 2022 წლის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად დასახელდა

Radiotavisupleba.ge 

სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთში 2022 წლის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად დასახელდა. მას ჯილდო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ბოჟიდარ მალიკოვიჩმა გადასცა. დაჯილდოვებაზე დათუნაშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მომავალში სერბეთისთვის კიდევ უფრო იბრძოლებს.  "ეს ჩემთვის დიდი დღეა, საუკეთესოა ჩემს ცხოვრებაში, ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საუკეთესო სპორტსმენი ქვეყანაში... Читать дальше...

უკრაინაში რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ქონება დააყადაღეს

News.ge 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მასალებზე დაყრდნობით, სასამართლომ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ქონება დააყადაღა, რაც, დაახლოებით, 2 მილიარდ გრივნას შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ Telegram-ში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. „საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად დადგინდა რუსეთის ფედერაციის მიწისქვეშა საწყობების ადგილმდებარეობა, სადაც ინახებოდა 160 ათას ტონაზე მეტი უკრაინული რკინის საბადო. დამალული ნედლეული უკრაინის რამდენიმე საზღვაო პორტის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს“ ... Читать дальше...

ზაზა ფირალიშვილი: „ოცნებამ“ შექმნა მარტივი მოდელი: თავად სიკეთეს განასახიერებს, „ნაცმოძრაობა“ – აბსოლუტურ ბოროტებას

News.ge 

საშინაო და საგარეო პოლიტიკაში რა შედეგებით და რა პრობლემებით სრულდება 2022 წელი და 2023 წელს რა საშინაო და საგარეო პრობლემებით ხვდება ქვეყანა, „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა. – ბატონო ზაზა, რადგან წელი სრულდება და ახლა სწორედ ის დროა, შევეცადოთ 2022 წლის შეჯამებას. ვიცი რთული და დიდი თემაა, მაგრამ, რადგანაც ხელისუფლება საშინაო პოლიტიკაში ეკონომიკური და სოციალური მიღწევებით ხშირად ამაყობს, ...

ჰარმონიის, სილამაზისა და სიყვარულის სიმბოლო – სასწორი

News.ge 

ამ ნიშანს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც 23 სექტემბერსა და 22 ოქტომბერს შორის იბადებიან. სასწორი შარმიანი, ქარიზმატული, დიპლომატი ზოდიაქოს ნიშანია. მისი უნიკალური ხასიათისა და თვისებების წყალობით ყოველთვის ახერხებს ყურადღების ცენტრში იყოს. სასწორს სილამაზისა და სიყვარულის პლანეტა ვენერა მართავს. გასაკვირია არაა, რომ მას ხელოვნებისა და სილამაზის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. სასწორი ჰარმონიის, ბალანსისა და სიმშვიდის სიმბოლოა. იგი ექსტრავერტია, ...

გამაოგნებელი ფაქტები ჩვენი პლანეტის შესახებ

News.ge 

ჩვენი ყოველდღიურობა ზოგჯერ იმდენად რუტინული ხდება, რომ ირგვლივ არსებულ სასწაულებს ვეღარ ვამჩნევთ. სასწაულია დედამიწის ბრუნვა ღერძის გარშემო, წვიმის მოსვლა, მზის ამოსვლა, ქარის ქროლვა, ყველაფერი, რაც სიცოცხლეს გვაგრძნობინებს და ბუნებასთან გვაკავშირებს. სტატიაში საინტერესო ფაქტებს გაგაცნობთ ჩვენი პლანეტის შესახებ. მაგალითად, იცოდით, რომ დედამიწა მზის გარშემო ერთ სრულ შემობრუნებას 23 საათსა და 56 წუთს ანდომებს, ხოლო 4 წამი ...

დაუჯერებელი ისტორიული რეალობა

News.ge 

იულიუს კეისარი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი ფიგურაა. როგორც ცნობილია, იგი შეთქმულებმა მოღალატეობრივად მოკლეს. ძვ.წ. 44 წელს სენატორებმა მისი მეგობრის, ბრუტუსის, მეთაურობით იულიუსი სასიკვდილოდ დაჭრეს. წყაროები გვაუწყებენ, რომ კეისარს 23 ჭრილობა მიაყენეს. “შენც, ბრუტუს”? ეს ტრაგიკული სიტყვები სწორედ ამ მოვლენიდან იღებს სათავეს და ღალატის, სისატიკის, დაუნდობლობის სიმბოლოა. ანტიკური ეპოქის აზიაში სიკვდილით დასჯის მიღებული ...

ირაკლი ღარიბაშვილი: აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი – მეორე მონტე-კარლო – გაერთიანების შემთხვევაში, შეგვიძლია, პირველ სამ წელიწადში, 10 მილიარდის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში

News.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტი, თუ არ ვცდები, 200 მილიონ დოლარს შეადგენს, სრულად დოტაციაზეა მათი ეს ბიუჯეტი და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. მისივე თქმით, ქვეყნის გამთლიანების შემთხვევაში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში 10 მილიარდის ...

Новости России
Москва

Производственные площадки АО «Желдорреммаш» в апреле посетило более 4700 школьников и студентов


უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში 24 თებერვლამდე შეყვანილი ყველა საბრძოლო ტანკი დაკარგა

News.ge 

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთმა ომის დაწყებამდე უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა საბრძოლო ტანკი დაკარგა. გარდა ამისა, გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტების დიდი პრობლემები აქვთ დაზიანებული ტექნიკის შეკეთებასთან დაკავშირებითაც. უკრაინელი თავდაცვის ექსპერტის, ივან კირიჩევსკის განცხადებით, რუსებმა ტანკების აღდგენისთვის საჭირო შესაბამისი ტექნოლოგიები დაკარგეს. „ერთის მხრივ, თუ დავეყრდნობით ჩვენი გენერალური შტაბის მონაცემებს, გამოდის, რომ რუსებმა დაკარგეს ყველა ტანკი, რომელიც მათ ...

პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლებაში აშკარად მიხვდნენ, რომ შეიძლება, სააკაშვილს მოუწიოს არჩევნებამდე გარეთ გამოსვლა, ამიტომ პროცესს წელავენ

News.ge 

პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება ყველა ხერხით ეცდება, რომ სააკაშვილის პროცესი დიდი ხნით გაწელოს. „მათი მთავარი ამოცანაა, რომ სააკაშვილის პროცესი გაწელონ რაც შეიძლება დიდხანს, თუ გაუმართლებთ 2024 წლამდე. აშკარად მიხვდნენ, რომ დრო არ ჰყოფნით და შეიძლება, სააკაშვილს მოუწიოს არჩევნებამდე გარეთ გამოსვლა. ეს მათთვის კატასტროფა ...

ვიქტორ ორბანი: აშშ უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას თუ შეწყვეტს, ომიც შეწყდება

News.ge 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის ფულითა და იარაღით მომარაგებას, ომიც შეწყდება. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაზე საშიში იყო. ორბანის განცხადებით, უნგრეთი დადგა საფრთხის წინაშე, რომ ის ომში ჩაეთრიათ, ხოლო ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას ქვეყანა საშიში მიმართულებით მიჰყავს. ორბანმა დაადასტურა უნგრეთის პოზიცია, რომ უკრაინაში ...

ეგებ ჭოკით ხტომა ჯობია? - როგორ ტარდება ჭადრაკის სავალდებულო გაკვეთილები

Radiotavisupleba.ge 

სოფელ ზვარეს სპორტის მასწავლებელმა ვლადიმერ ტალახაძემ 2022 წლის ზაფხულში 10 დღიანი და 20 საათიანი ონლაინ ტრენინგი  გაიარა და სექტემბრიდან სპორტის გარდა ჭადრაკის მასწავლებელიც გახდა იმ სამი პირველკლასელი ბავშვისთვის, რომლებიც მისი სოფლის სკოლაში სწავლობენ.

გიული ალასანია: ედუარდ სააკაშვილი „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს

News.ge 

გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დღეს მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი არ შეუშვეს. როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ვივამედში“ წესები გამკაცრებულია. “გამკაცრებულია წესები ვირუსების, თუ რაღაცის გამო, მაგრამ ედუარდის შემთხვევაში არ ვიცი. ძალიან ელოდებოდა თავის შვილს, რომლითაც ამაყობს. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, სისუსტე და უმადობა გრძელდება“, – აღნიშნავს ალასანია.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის 4 კანდიდატურა წარუდგინა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ისევ წარუდგინა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის ჯამში 4 კანდიდატურა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ცესკოს თავმჯდომარეობაზე წარდგენილია გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები. რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ирина Шиманович

Шиманович пробилась в ⅛ финала теннисного турнира в Сен-Мало






Ветераны Подмосковья совершили более 190 поездок на бесплатном такси в 2023 году

В Самарской области вручили награды отличившимся жителям

Ветераны ВОВ и их сопровождающие могут бесплатно улететь из Абакана в Москву

Бадминтонисты из Воскресенска победили во Всероссийском турнире