რუსმა ოკუპანტებმა 24 დეკემბერს, შობის წინა დღეს ხერსონი ბარბაროსულად დაბომბეს. როგორც უკრაინელები ამბობენ, ეს ომის მორიგი დანაშაული და შურისძიებაა ხერსონელებზე, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპაციას და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ ხერსონი უკრაინაა. ხერსონი და დანარჩენი უკრაინა, რუსეთისგან საახალწლოდაც ელის მსგავსი ტერორისტული აქტების განხორციელებას.
უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ როგორი ვითარებაა, წინასაახალწლოდ უკრაინაში და როგორია ქართველი მეომრების განწყობა, “ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი გვესაუბრება. მან ქართველ მებრძოლებთან ერთად, ambebi.ge-ს გამოკითხვაში, რომლის შედეგადაც წლის ადამიანები გამოვავლინეთ, მესამე პოზიცია დაიკავა.
– რამდენჯერაც არ უნდა დაბომბონ რუსმა ტერორისტებმა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა, მაინც ვერ შეაშინებენ. ხალხი ყველაფრისთვის მზად არის. არის ინფორმაცია, რომ რუსები ამზადებენ კიევზე თავდასხმას, ჩვენ ამისთვის მზად ვართ.
– პრეზიდენტ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტმა და ამერიკის მხრიდან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის დაპირებამ რა განწყობები შექმნა უკრაინაში?
– ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ნამდვილად იმედისმომცემი იყო. ახლა მთავარია, ამ განცხადებების სისრულეში მოყვანა. უკრაინაში ბრძოლის დაბალი მოტივაცია არც ადრე იყო, მაგრამ ამ შეხვედრამ კიდევ უფრო მეტად აამაღლა ჩვენი საბრძოლო განწყობა. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ის ფინანსური და ტექნიკური დახმარება, საბოლოო გამარჯვების მისაღწევად.
– ზელენსკი ჯერ კიდევ არ იყო ვაშინგტონში ჩასული, რომ მოსკოვში მწვავე რეაქციები გამოხატეს. პუტინმა თავდაცვის სამინისტროს სხდომაზე განაცხადა, რომ მათი ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტები მზადყოფნაშია და ისიც აღნიშნა, – ვიცით, რაღაც მოძრაობებია მარჯვნივ, მაგრამ ეს ჩვენს გეგმებს არ ცვლის, ყველაფერი რეალიზებული იქნებაო…
– რუსებს რაკეტებს 24 თებრვლიდან ისვრიან და ასეთი მანიპულირებით ვერავის შეაშინებენ და ვერც გააკვირვებენ. სიმართლე თუ გინდათ, რუსებს არც აქვთ რეალურად ბალისტიკური რაკეტები, სხვადასხვა იარაღის მოდიფიკაცია მიდის, უბრალოდ, ცდილობენ მათ ხელთ არსებული იარაღი მიამსგავსონ ბალისტიკურს. რუსეთის შეიარაღება უკვე მძიმე დღეშია. საომარი რესურსი აღარ ჰყოფნით, უბრალოდ პროპაგანდას ახორციელებენ კარგად. პუტინიც შესაბამის განცხადებებს აკეთებს. ამგავრი არაადეკვატური განცხადებებით ცდილობს გამოძვრეს ომიდან, რომელიც თავად წამოიწყო.
Поколение секонд-хенда: почему люди стали чаще одеваться в комиссионках
В мире могут закрыть поставки из Китая. «Святой Ленин» на встрече В.В. Путина и Си Цзиньпина повышает качество жизни народам России, Китая, всего мира.
Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео
Стал известен победитель седьмого сезона шоу «Удивительные люди»