საკვები, რომლებიც ზამთარში უნდა მიირთვათ
საკვები, რომლებსაც მივირთმევთ, თავის ასახვას და გავლენას პოვებს ჩვენს სხეულსა და ორგანიზმზე. ზამთარში გრიპის, გაციებისა და ვირუსების რისკი უფრო მაღალია. ტემპერატურა დაბლა ეცემა და საჭიროა გვქონდეს ძლიერი იმუნიტეტი, რათა ამ პირობებს სათანადოდ ვებრძოლოთ და თავი დავიცვათ.
არსებობს საკვები პროდუქტები, რომლებიც გვეხმარება შევინარჩუნოთ სხეულის მაღალი ტემპერატურა, შესაბამისად, ზამთრის სიცივე ნაკლებად შეგვაწუხებს. ჯანსაღი ცხიმები, პროტეინები და კარბოჰიდრატები მეტაბოლიზმის შედეგად ორგანიზმს ტემპერატურას უნარჩუნებენ.
ბანანი მაგალითად მაგნიუმს და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, დიდი რაოდენობით, რაც ამ პროცესებს უზრუნველყოფს. ასევე გვეხმარება მეხსიერების გაუმჯობესებაში, უკეთ აზროვნებაში და განწყობის ამაღლებაში.
შვრიაც, მოგეხსენებათ, ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ზამთარში მისი მირთმევა დაგეხმარებათ იმუნური სისტემის გაძლიერებაში და სითბოს შენარჩუნებაში. სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად კარგია აგრეთვე ყავის დალევა. ყავა კოფეინს შეიცავს, რომელიც აუმჯობესებს მეტაბოლიზმის პროცესს და შესაბამისად, გამოყოფს სითბოს ორგანიზმში.
დალიეთ ბევრი წყალი. ზამთარში ადამიანი ისევე კარგავს სითხეს, როგორც ზაფხულში. მაგრამ ეს ორთქლის მეშვეობით ხდება, რომელსაც სასუნთქი გზებიდან გამოვყოვფთ. დეჰიდრირება სხეულის ტემპერატურის ვარდნას იწვევს, ამიტომ მიიღეთ ბევრი სითხე.
ხორცი, თავის მხრივ, შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რაც ორგანიზმში ჟანგბადის მიწოდებას უზრუნველყოფს და სისხლის მიმოქცევა უკეთ მიმდინარეობს. ადამიანებს, რომლებსაც რკინის ნაკლებობა აქვთ, ხშირად უცივდებათ, ხელები და ფეხები.
მოერიდეთ ალკოჰოლს. არსებობს მითები იმის შესახებ, რომ ეს გათბობაში დაგეხმარებათ, თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით. გარკვეული დროის შემდეგ სხეულის ტემპერატურა ისევ ეცემა და უფრო მეტად გაგიჭირდებათ სითბოს შენარჩუნება. ნაცვლად ამისა, მიიღეთ ჯანსაღი პროდუქტები.
წყარო/ფოტო: Everyday Health