აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავმჯდომარე აირჩია
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ახალი, 118-ე მოწვევის წარმომადგენელთა პალატას ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
რამდენიმე დღის განმავლობაში, 14 კენჭისყრის შემდეგ 7 იანვარს რესპუბლიკელმა კევინ მაკკარტიმ უმრავლესობა მიიმხრო.
ცნობილი გახდა, რომ 57 წლის კალიფორნიელს, მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლა დასჭირდა რათა გაემარჯვა.
14 კენჭისყრის განმავლობაში მან ვერ მოახერხა საჭირო, 218 ხმის მოპოვება. ბოლო კენჭისყრისას ექვსმა კონგრესმენმა მხარი არ დაუჭირა არც ერთ კანდიდატს და ამან მისცა მაკკარტის არჩევის საშუალება, თუმცა მას მხოლოდ 216 კანონმდებელი მიემხრო.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამარჯვება მიულოცა მაკკარტის.
კონგრესის ქვედა პალატაში მსგავსი ვითარება ბოლოს 100 წლის წინ იყო. 1923 წელს, ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატამაც ვერ შეძლო პირველივე სხდომაზე სპიკერის არჩევა და შედეგის მისაღწევად კენჭისყრის 9 ტური დასჭირდა.
წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ყველა ძლიერი პოლიტიკური მოწინააღმდეგეა პრეზიდენტისა და დემოკრატიული პარტიისთვის. არჩევამდე მაკკარტის კოლეგები მას აკრიტიკებდნენ, რომ ის საკმარისად კონსერვატორი არ არის. იმიტომ დასჭირდა მას არაერთი დათმობის გაკეთება.
აშშ-ში შუალედური არჩევნები 2022 წლის 8 ნოემბერს ჩატარდა. ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ივე და სენატის 100-დან 35 წევრი. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგა, თუმცა, შეინარჩუნა სენატში.