იანვრის ძვირფასი ქვა – საინტერესო ფაქტები
ძოწი ძვირფასი ქვაა, რომელიც იანვარში დაბადებული ადამიანის სიმბოლოდ ითვლება. მას რამდენიმე ნაირსახეობა აქვს, თუმცა ყველაზე გავრცელებული მუქი წითელი შეფერილობისაა. მისი გამოყენება, აქტიურად, 1500-იან წლებში ევროპაში დაიწყეს, თუმცა არსებობის ბევრად დიდი ისტორია აქვს.
მისი ლათინური სახელწოდება “გრანატუსი” ნიშნავს მარცვლის მსგავსს. შეფერილობის, ფორმისა და ზომის გამო იგი ბროწეულის მარცვალთან ასოცირდება.
ძოწის იისფერი, ვარდისფერი, მწვანე, ნარინჯისფერი, ყვითელი შეფერილობაც არსებობს, თუმცა წითელი ყველაზე პოპულარულია.
იგი, როგორც დაბადების ქვა, ჯანმრთელობის, იღბლის, ბარაქის მომტანად ითვლება. გემოლოგებს სჯერათ, რომ მას მფლობელისთვის დადებითი ენერგიის მოზიდვა შეუძლია.
ძოწი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში გამოიყენებოდა.
ეს ქვა შუა საუკუნეებში დიდად ფასობდა. მას დიდგვაროვნები იყენებდნენ და მაღალი არისტოკრატიის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.
ინდურ ასტროლოგიაში სწამთ, რომ ძოწის ქვას ადამიანის დეპრესიისა და სტრესისგან განკურნება შეუძლია. ასევე სჯერათ, რომ იგი პიროვნებას თავდაჯერებულობას, მენტალურ ჯანმრთელობას, კარგ მეხსიერებას და აზროვნებას უნარჩუნებს.
ერთ-ერთი უძველესი ძოწის ყელსაბამი ძველეგვიპტურ სამარხში აღმოაჩინეს და იგი 5 000 წელზე მეტს ითვლის.
ძოწი ადვილად ზიანდება, ამიტომ მისგან ნაკლებად ამზადებენ ბეჭდებს. იგი უფრო ბროშის, საყურეების, ყელსაბამის დასამზადებლად გამოიყენება.
არსებობს ძოწის ისეთი სახეობაც, რომელიც ფერს სინათლის მიხედვით იცვლის, თუმცა იგი ძალიან იშვიათია.
წყარო/ფოტო: Fun Facts