სომხეთში ექსპორტი 190%-ით გაიზარდა - რა გადის მეზობლად
სომხეთი უკვე მესამე თვეა, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია. მეზობელ ქვეყანაში ექსპორტის მოცულობა ზრდას აგრძელებს.
2023 წლის იანვარ-მარტში, - ესე იგი, პირველ კვარტალში, - საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ეს მონაცემები, რომელიც არადეკლარირებულ ვაჭრობას არ ითვალისწინებს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1%-ით მეტია.
აქედან ექსპორტი $1.5 მლნ-ს შეადგენს, იმპორტი კი - $3.3 მლნ-ს. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსი $1.8 მლნ-ია.
ექსპორტი
2023 წლის იანვარ-მარტში სამი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი იყო სომხეთი ($216.9 მლნ), აზერბაიჯანი ($180.7 მლნ) და რუსეთი ($176.9 მლნ).
სომხეთში ექსპორტი საერთო ექსპორტის 14.8%-ს შეადგენს, აზერბაიჯანში - 12.4%-ს, ხოლო რუსეთში - 12.1%-ს.
ამავე დროს, 2023 წლის პირველ კვარტალში სომხეთში ექსპორტი 189%-ით არის გაზრდილი, რუსეთთან - 61%-ით, აზერბაიჯანთან კი 44%-ით.
ბოლო ხუთ წელიწადში, პირველ კვარტალში, სომხეთში გატანილი პროდუქციის ღირებულება ასე იცვლებოდა:
რა გადის სომხეთში?
სომხეთში გატანილი პროდუქციის ღირებულება, უფრო ზუსტად, შეადგენს $216 862-ს.
ექსპორტში პირველ ადგილზეა სატრანსპორტო საშუალებები - 3 თვეში სომხეთსი $113 632-ის ღირებულების მანქანები გავიდა საქართველოდან.
ეს საერთო ექსპორტის 52.4%-ს შეადგნეს. ამასთან, ავტომობილების აბსოლუტური უმრავლესობა რეექსპორტზე გადის, - ესე იგი, ისინი საქართველოში სხვა ქვეყნიდან არის შემოტანილი.
ავტომობილების შემდეგ, მეორე ადგილი (12%-ით) უკავია ელექტროტექნიკურ მანქანა-მოწყობილებებსა და მათ ნაწილებს;
სომხეთში ექსპორტირებული პროდუქციის ათეული სრულად ასე გამოიყურება: