Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Апрель
2023

Новости за 05.04.2023

ირაკლი კობახიძე: ურთმელიძის, ამ უპატიოსნესი კაცის წინააღმდეგ ყველაფერი იკადრეს

News.ge 

„ურთმელიძის, ამ უპატიოსნესი კაცის წინააღმდეგ ყველაფერი იკადრეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „როცა მოსამართლეებზე ზეწოლაზეა საუბარი, გავიხსენებ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა იყო, თქვენ გახსოვთ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განიხილავდა პირველი ინსტანციის დონეზე რუსთავი ორის საქმეს და რა აღარ იკადრეს მის წინააღმდეგ, უვარგისმა ხალხმა, ენჯეოების ლიდერები იყვნენ ჩართულები, ყველა უცხოელი აგენტი, მათ შორის ...

„ენტონი ბლინკენს მოაწერინეს ხელი, ის გასვარეს ამ საქმეში" - კობახიძე მოსამართლეებისთვის სანქციები დაკისრებაზე

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შესახებ ილაპარაკა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში. მან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ „ის გასვარეს" ასეთი განცხადების დადებისას.  „მე მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება ამ განცხადებასთან დაკავშირებით, მე პირდაპირ ვიტყვი, აქ კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში. ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები. კორუფციაში ფული არ იგულისხმება, როგორც მოგეხსენებათ მარტო. Читать дальше...

ირაკლი კობახიძე: ნული მტკიცებულება. არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი ჩვენ გვიმალავენ? ან რატომ გვიმალავენ? ეს ხომ არასერიოზულია

News.ge 

ნული მტკიცებულება. არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი ჩვენ გვიმალავენ? ან რატომ გვიმალავენ? ეს ხომ არასერიოზულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ს მიერ საქართველოს ოთხი მოსამართლის „კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“ სანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით არსებობს პოლიტიკური ინტერესი, რომ დამოუკიდებელ სასამართლოში მოხდეს ჩარევა. მისი თქმით, “ბევრი თემა” არსებობს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში... Читать дальше...

გიორგი გახარია: ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა

News.ge 

ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა!- ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აშშ-ის მიერ 4 მოსამართლისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას. გახარიას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება. „ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. Читать дальше...

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა და ადეიშვილმა აქციეს სასამართლო სისტემა რეპრესიულ მექანიზმად

News.ge 

ირაკლი კობახიძე აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას გამოეხმაურა. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მან პარალელი 2012 წლამდე არსებულ სასამართლო სისტემასთან გაავლო და აღნიშნა, რომ მაშინ არცერთი მოსამართლე არ დასანქცირებულა, სისტემას კი მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი მართავდნენ. „პირდაპირ ისინი მართავდნენ ყველაფერს, ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მათ აქციეს სასამართლო სისტემა ...

კავშირების გაუმჯობესების ნიშნად, ირანმა ელჩი დანიშნა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

Radiotavisupleba.ge 

შვიდი წლის განმავლობაში პირველად, ირანმა ელჩი დანიშნა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რაც ნაწილია თეირანის მცდელობისა დაათბოს კავშირები სპარსეთის ყურის ზოგიერთ მეზობელ სახელმწიფოსთან.  სახელმწიფო სააგენტო IRNA იუწყება, რომ პოსტი დაიკავა რეზა ამერიმ - ამ დრომდე უცხოეთში მყოფი ირანელების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამერი მანამდე მუშაობდა ელჩად ალჟირში, სუდანსა და ერიტრეაში.  ირანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დიპლომატიური კავშირები რანგით დაეცა მას მერე... Читать дальше...

რუსული სახელმწიფო მედია: თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა

News.ge 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. “ზნამენკას 19 ქუჩაზე, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში ხანძარი დაიწყო. ინტენსიური ცეცხლი მესამე სართულის ფანჯარაში ჩანს”, – განაცხადა “ტასის” ერთ-ერთმა წყარომ. მისი თქმით, ხანძარს სირთულის მეორე ნომერი აქვს მინიჭებული (შესაძლებელი ხუთიდან). “ხანძრის სართულზე მაღალი კვამლიანობა და მაღალი ...

ნიკა მელია: დღეს აშშ-მ ნათლად თქვა, რომ საქარველოში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო

News.ge 

“დღეს აშშ-მ ნათლად თქვა, რომ საქარველოში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო. თქვა, რომ არსებობს კორუფციული კლანი, დაარქვა თავისი სახელი კლანის რამდენიმე წევრს და თქვა რომ “კლანი” და სამართალი არის არათავსებადი ცნებები. რაც მთავარია აშშმ თქვა, რომ ამ კლანის, ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩვენთან- ქართველ ხალხთან ერთად, არიან მათთან ერთად ვისაც უკეთესი მომავალი გვინდა, სამართალი გვინდა. ...



რა ვიცით აშშ-ში სანქცირებული ქართველი მოსამართლეების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველად დაასანქცირა საქართველოს მოქალაქეები და ეს ბერკეტი გამოიყენა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ. ამ მოსამართლეებს, სხვა თანამოაზრეებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები მოიხსენიებდნენ ე.წ. სასამართლო კლანის შემქმნელებად და წევრებად.

ვდგავართ მთავრობისა და ხალხის გვერდით დემოკრატიული მმართველობის გასაუმჯობესებლად - ბლინკენი

Radiotavisupleba.ge 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით ტვიტერზე წერს: „მნიშვნელოვანი კორუფციის გამო, დღეს საქართველოს ხელისუფლების ოთხ, - როგორც ყოფილ, ისე მოქმედ, - წარმომადგენელს ავუკრძალე შეერთებულ შტატებში შესვლა. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით გამჭვირვალობისა და დემოკრატიული მმართველობის გასაუმჯობესებლად“.   ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს 3 მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს. Читать дальше...

ბლინკენი: ეჭვგარეშეა, რომ ამერიკელი ჟურნალისტი რუსეთში არამართებულად დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მისთვის "ეჭვგარეშეა" ის, რომ რუსეთმა არამართებულად დააკავა The Wall Street Journal (WSJ)-ის ამერიკელი კორესპონდენტი, თუმცა ამის  ფორმალური დადგენილება პროცესს უნდა დაექვემდებაროს, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.  ბლინკენი ამ განცხადებით 5 აპრილს გამოვიდა, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე - მოსკოვში კი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ახალი ელჩების მიღების ცერემონია გამოიყენა აშშ-ის ახალი ელჩის კრიტიკისთვის.  რუსეთში დაკავებული კორესპონდენტი... Читать дальше...

ირაკლი კობახიძე: მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება

News.ge 

მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება – კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას ქართველი მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე. „კორუფციაში როგორც მოგეხსენებათ მარტო ფული არ იგულისხმება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ...

მამუკა ხაზარაძე: აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც და პირდაპირი სიგნალი ივანიშვილისთვის

News.ge 

„ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება სიგნალია ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ვაშინგტონსა და დასავლეთში “ქართული ოცნების” მიმართ ნდობა საბოლოოდ ამოიწურა. ხაზარაძის განცხადებით, აშშ-ს მიერ მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის დასანქცირება „განაჩენია“ არა მარტო ამ მოსამართლეებისთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. „აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირება განაჩენია არა მარტო მათთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც... Читать дальше...

ჯიმ რიში: დროა სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა

News.ge 

დროა სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა , – ასე ეხმაურება სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებულია, თუმცა მისასალმებელი. “დროა სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა. დღევანდელი გადაწყვეტილებები დიდი ხნით დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მისასალმებელია. Читать дальше...

თინა ხიდაშელი: ოთხივე ეს მოსამართლე და მათი ატამანი მურუსიძე ივანიშვილის პირადი პასუხისმგებლობაა!!!

News.ge 

აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი “ფეისბუქზე” წერს: “ოთხივე ეს მოსამართლე და მათი ატამანი მურუსიძე ივანიშვილის პირადი პასუხისმგებლობაა!!! ამიტომ მან პირადად უნდა გასცეს პასუხი ხალხს, რატომ დატოვა, რატომ გააბლატავა, რატომ გადაწყვიტა, რომ მათ გარეშე ეს ქვეყანა ვერ იქნებოდა პირადად მისი ...

"დაიჭირე და მოკალი" - რას გულისხმობს  ბრალდებები ტრამპის წინააღმდეგ და რა ელის აშშ-ის ექსპრეზიდენტს 

Radiotavisupleba.ge 

თითის ანაბეჭდები აღებულია, ბრალი წაყენებულია - ბრალდება აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, 76 წლის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 34 პუნქტს მოიცავს, საპატიმრო სასჯელს გულისხმობს და ძირითადად, საარჩევნო მიზნებისთვის, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაყალბებას უკავშირდება.

„სჯობს მივცეთ ფული და დავივიწყოთ" - როგორ ექცევა რუსეთი ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს

Radiotavisupleba.ge 

მარტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შევიდა კანონპროექტი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების დაკარგულად და გარდაცვლილად ცნობის ვადის შეცვლას ითვალისწინებს.

„ეს არის პოლიტიკური გზავნილი დანარჩენებისთვის" - ხაბეიშვილი მოსამართლეებისთვის სანქციის დაწესებაზე

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგით გამოეხმაურა აშშ-ის გადაწყვეტილებას საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გზავნილი დანარჩენებისთვის „მოგეხსენებათ, 4 მოსამართლე და მათი ოჯახის წევრები დასანქცირდნენ, რაზეც ოფიციალური განცხადება უკვე გაკეთდა. ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო. ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის... Читать дальше...

დიმიტრი სამხარაძე მოსამართლეების დასანქცირებას გამოეხმაურა: „აქ ომი არ იქნება!"

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი და მმართველი პარტიის რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე „ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს მოსამართლეების დასანქცირების გადაწყვეტილებას. მან ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას უსამართლობა და ცინიზმი უწოდა.  „სააკაშვილის დროს არ დასანქცირებულა არც ერთი ქართველი მოსამართლე… მეტიც, სააკაშვილს ადამიანის უფლებების სფეროში შეტანილი წვლილისათვის აჯილდოებენ… მხოლოდ ამიტომ არის მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი... Читать дальше...

Новости России
Москва

Магнитная буря 2 мая может спровоцировать северное сияние в Москве


აშშ-ს საელჩო: სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქირებული პირები აზიანებდნენ სამართლის უზენაესობას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ გამოტანილი სანქციების შემდეგ, აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა ქართველი ოფიციალური პირების სანქცირების საკითხი ვებსაიტზე განმარტა. ქართველი ოფიციალური პირების სანქცირება წესის საფუძველზე, ხშირად დასმული შეკითხვებს საელჩო ასე პასუხობს. Რა არის სანქცირებულ პირთა კორუფციის კონკრეტული მაგალითები? Სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედი თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში. Читать дальше...

გროსი კალინინგრადში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე სასაუბროდ

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ატომური უწყების (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი აცხადებს, რომ 5 აპრილს რუსეთის ოფიციალურ პირებთან  მოლაპარაკება გამართა მოსკოვის მიერ კონტროლირებული, უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური სადგურის შესახებ.  "დღეს კალინინგრადში შევხვდი მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს რუსეთის რამდენიმე სააგენტოდან. განვაგრძობ ძალისხმევას ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დასაცავად. ადგილზე ახლახან განხორციელებულმა ჩემმა ვიზიტმა დაადასტურა ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევის მწვავე საჭიროება - რაც ყველას ინტერესში შედის" - წერს გროსი ტვიტერით.

უკრაინის წარმომადგენელი: რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ტყეების გაჩანაგებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, რუსეთის ძალები "უკონტროლოდ, ბარბაროსულად", ინდუსტრიული მასშტაბით ჭრიან ხეებს უკრაინის ტყეებში, რასაც "აუცილებლად მოჰყვება კატასტროფული შედეგები გარემოსთვის". იმ ხეების დიდი ნაწილი, რომელსაც რუსეთის ძალები და მეწარმეები აჩანაგებენ ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და სხვა ოკუპირებული რეგიონების არეალებში, თავის დროზე დარგეს იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო ძლიერი ქარი და წყლის ეროზია, და მოქალაქეებს დასვენების ადგილები ჰქონოდათ - თქვა მალიარმა 5 აპრილს. Читать дальше...

„გავაგრძელებთ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას“ - ბლინკენი

Radiotavisupleba.ge 

შეერთებული შტატების მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირების შემდეგ, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ „გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას“. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს 3 მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს. ესენი არიან: ლევან მურუსიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე; ირაკლი შენგელია... Читать дальше...

აშშ-ში და EU-ში არც ბაბუაჩემს არ უვლია - სანქცირებული მოსამართლე მურუსიძე

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქნცირებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმალესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე პირველ კომენტარს აკეთებს. მას ტელეკომპანია "მთავარი არხი" ესაუბრა. "უჰ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება... არ მეკუთვნის დასანქცირება. თუ დამასანქცირებენ, თავს ხომ არ მოვიკლავ?! ძალიან ცუდი იქნება პირადად ჩემთვის, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება. მაგრამ ნამდვილად არ ჩამიდენია ისეთი არაფერი, რომ დასანქცირება მეკუთვნოდეს... უსამართლობაა, მაგრამ რომ ვთქვა, მუხლები... Читать дальше...

აშშ-ის ელჩი განმარტავს ქართველი მოსამართლეების სანქცირების მიზეზებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი განმარტავს იმ მიზეზს, რის გამოც ქართველი მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება მიიღეს. დეგნანმა ამ საკითხზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში". ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქციებს მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სანქცია ეხება არამხოლოდ ამ მოსამართლეებს... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Касаткина проиграла Путинцевой и не смогла выйти в 1/4 финала турнира WTA в Мадриде






Сотрудники Дома культуры и спорта поселения Воскресенское проведут спортивное мероприятие

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о национальной премии «Арлекин-2024»

Песков уверен, что Россия и Африка будут укреплять военное сотрудничество

Источник 360.ru: многоэтажка загорелась на Петрозаводской улице в Москве