Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июнь
2023

ჯანდაცვის სამინისტრო გაფიცულ მაღაროელებზე: ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული 

0
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჭიათურაში მიმდინარე მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებულ პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. როგორც სამინისტრო იუწყება, დაინიშნა მედიატორი. 


„მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც  დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე -  კომპანიის მენეჯმენტთან. მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული", - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო. 


დღეს უკვე მერვე დღეა, რაც ჭიათურაში დაწყებული პროტესტის მერე ყველა მაღარო გაჩერებულია. სამი ათასზე მეტი მაღაროელი სამსახურში არ დადის. ათმა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა. 


ისინი ხელფასის 40%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მთავარი მოთხოვნები ხელფასის ზრდის გარდა, მოიცავს:



2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება; დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება; ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება; ულუფის გაუმჯობესება; უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса