Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июнь
2023

Новости за 30.06.2023

რა ელოდება აჭარის ტელევიზიას მრჩეველთა საბჭოს დაშლის შემდეგ?

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც ირჩევს მაუწყებლის დირექტორს, ამტკიცებს ბიუჯეტს და განსაზღვრავს მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს, ასევე აკონტროლებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტს.

"მშვიდად უნდა დაველოდოთ" - პრემიერ-მინისტრის ანგარიში პარლამენტში 

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი უსამართლოდ მოექცა საქართველოს, დაუშვა სტრატეგიული შეცდომა; ნატოსთან მიმართებით „ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ“, რუსეთთან ფრენების აღდგენაზე კითხვები არ დავუტოვეთ პარტნიორებს, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, პარლამენტში.

Human Rights Watch-ის ანგარიში: უკრაინამ გამოიყენა ქვეითსაწინააღმდეგო აკრძალული ნაღმები

Radiotavisupleba.ge 

უფლებადამცავი ჯგუფის, Human Rights Watch-ის (HRW) ახალი ანგარიშის თანახმად, უკრაინამ 2022 წელს თავის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსეთის არმიის წინააღმდეგ გამოიყენა აკრძალული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, ავრცელებს ინფორმაციას Reuters-ი. ანგარიშის თანახმად, უფლებადამცავებმა ნახეს ფოტოგრაფიები, რომელზეც გამოსახულია სარაკეტო კომპლექსის, „ურაგანის“ სექციები უკრაინულ ენაზა, ასევე ლათინური ანბანით გაკეთებული წარწერებით. წარწერები გაუგზავნეს კიევში მდებარე ორგანიზაციას, რომელიც უკრაინის არმიას ეხმარებოდა ფინანსურად. Читать дальше...

როგორ მოიპოვა და რაში მდგომარეობს უკრაინის „სტრატეგიული ინიციატივა“?

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ, ბოლო დღეებში, არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა „სტრატეგიული ინიციატივა იგდეს ხელთ“ და ფრონტის ყველა მიმართულებით მიიწევენ წინ.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და არაღიარებულ მთიან ყარაბაღს შორის საფეხბურთო მატჩი გადაიდო

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკას შორის დაგეგმილი საფეხბურთო მატჩი გადაიდო. თამაში 10 ივლისს სოხუმში უნდა გამართულიყო. ცნობას ავრცელებს არაღიარებული რეგიონების „საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია“ (ConIFA). ConIFA-ს არ ცნობენ FIFA და UEFA. გადაწყვეტილება დაკავშირებულია „არასტაბილურ ვითარებასთან“, რის გამოც ყარაბაღის გუნდი დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ იღებს. მანამდე ყარაბაღის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მგერ ავანესიანმა თქვა... Читать дальше...



პუტინს კოცნა უშველის?!

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ პუტინმა, რომელიც ბოლო წლებში იშვიათად ჩნდებოდა ხალხში, ნამდვილი საჯარო პოლიტიკოსივით დაიწყო მოქცევა.

კიშინიოვის აეროპორტში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, ორი ადამიანი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში სროლა ატეხა კაცმა, რომელიც საპასპორტო კონტროლზე არ გაატარეს. მან მოახერხა მესაზღვრისთვის იარაღის წართმევა. მან მესაზღვრე ადგილზე მოკლა და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაისროლა. მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება ორი დაღუპულის შესახებ. აეროპორტში მგზავრებისა და იქ მყოფთა ევაკუაცია მოხდა, შენობაში მისასვლელები გადაიკეტა. ყველა რეისი გადაიდო. ადგილზე მოვიდა სპეცდანიშნულების რაზმი. დააკავეს თავდასხმაში ეჭვმიტანილი. პოლიციის თანახმად, დაკავებისას ის დაჭრეს და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

ტელეწამყვან მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ნიკოლოზ გუგეშაშვილს, რომელიც ბრალდებულია ტელეკომპანია „ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეში. ტელეკომპანია „ფორმულის" ცნობით, დაცვის მხარე საპატიმრო ღონისძიების ნაცვლად, გირაოს, 20 ათასი ლარის შეფარდებას მოითხოვდა. შსს-ს გამოძიების ვერსიით, 27 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო, მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობა განახორციელა. Читать дальше...

ვინ არის “გრუზინი” - ჯარისკაცი, რომელიც კახოვკის კაშხლის აფეთქებაშია ეჭვმტინალი?

Radiotavisupleba.ge 

“რადიო თავისუფლების” უკრაინულმა სამსახურმა ამოიცნო ოთხი რუსი ჯარისკაცი, რომლებიც 6 ივნისს, კახოვკის კაშხლის დანგრევისას იქვე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთს არსენ ფიცხელაური ჰქვია.

სამნიძე პრემიერს: ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ სსრკ, საკუთარი შვილისთვის - აშშ-ში უმაღლესი განათლება

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პარლამენტის სხდომაზე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, პარლამენტის წვერი ხათუნა სამნიძე. მან მთავრობის მეთაური ფარისევლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პრემიერის შვილი სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.  „მე ვიცავ ოჯახის ფასეულობებს და ქართულ ღირებულებებს, რაც არის თანასწორობა და ჩაგრულის დაცვა. პროპაგანდა ნებისმიერი სახით არის ბოროტება. რასაც თქვენ დღეს აკეთებდით, ეს იყო ბოროტება. პროპაგანდა თუ სადმე არის, ჩვენ გეკითხებით, სად? Читать дальше...

საფრანგეთში ძალადობრივი გამოსვლების გამო საღამოდან აღარ იმოძრავებს ავტობუსები და ტრამვაი

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა რეგიონების პრეფექტებს დაავალა, 21 საათიდან შეწყდეს ავტობუსების და ტრამვაის მოძრაობა. მთელ საფრანგეთში სისტემატურად უნდა აიკრძალოს ასევე ფოიერვერკის, ბენზინის კანისტრების, აალებადი და ქიმიური პროდუქტის გაყიდვა. საფრანგეთის ბევრ ქალაქში სამი ღამეა არ წყდება ძალადობრივი გამოსვლები. საბაბი არეულობისა გახდა პოლიციის მიერ 17 წლის მძღოლის მოკვლა საგზაო შემოწმების დროს. პოლიციის თანახმად, მხოლოდ გასულ ღამეს დაშავდა 200-ზე მეტი პოლიციელი. დაკავებულთა რიცხვი 875-ია. Читать дальше...

ზელენსკი უკრაინის ჩრდილოეთის საზღვრებს აძლიერებს, კიევი  "სტრატეგიული ინიციატივის" კურსზე ლაპარაკობს

Radiotavisupleba.ge 

30 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავის გენერლებს ჩრდილოეთ საზღვრის გაძლიერება უბრძანა მას შემდეგ, რაც რუსეთში ცოტა ხნის წინ მომხდარი ამბოხების მეთაური ბელარუსში ჩავიდა. ამავე დროს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ უკვე 15 თვის განმავლობაში მიმდინარე სრულმასშტაბიან ბრძოლაში უკრაინის ძალებმა რუსეთს "სტრატეგიული ინიციატივა" წაართვეს. მალიარმა თავის სატელევიზიო კომენტარში თქვა, რომ უკრაინელი მებრძოლები მიიწევენ ყველა მიმართულებით დონეცკის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში... Читать дальше...

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ჰომოფობიური განცხადებით გამოვიდა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში ჰომოფობიური განცხადებით გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგია. „ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე თემა, ამის თაობაზე ბევრ ქვეყანაში არაერთი დებატები გაიმართა და დღემდე გრძელდება ეს დებატები. მე ღიად ვთქვი რამდენიმე დღის წინაც და ახლაც გავიმეორებ, მე არ მოვერიდები და საერთოდ არ მიმაჩნია უხერხულობად ამ თემაზე საუბარი. Читать дальше...

რატომ ვერ იქნება 12 წლის ბავშვთან სქესობრივი კავშირი ნებაყოფლობითი - შეფუთული დანაშაული

Radiotavisupleba.ge 

12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ პირს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო მოსიძემ, საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა და საბოლოოდ, მსჯავრდებულს პირობითი, 4-წლიანი გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. ინფორმაცია ამის შესახებ ონლაინ გამოცემა „ბათუმელებმა“, 29 ივნისს გაავრცელა.

Новости России
Москва

Производственные площадки АО «Желдорреммаш» в апреле посетило более 4700 школьников и студентов


"ჩატები გავხსენით, მთელი ინფორმაციები გვაქვს" - ღარიბაშვილი 7-9 მარტის აქციებზე

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, 7-9 მარტის აქციებზე ისაუბრა და თქვა, რომ მასში მონაწილე ახალგაზრდები "გამოიყენეს" და "ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები". ამის შემდეგ ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამ საქმეზე "მთელი ინფორმაცია აქვთ", რადგან "ჩატები გახსნეს". "ეს ანარქისტული ორგანიზაციები შექმნეს, ფრანკლინის კლუბი დაარქვეს, რეალურად, იყო ლევან რამიშვილის კლუბი, "კმარას" კლუბი, რომ ახალგაზრდას ასოციაცია გაუჩნდეს ამერიკასთან და ბენჯამინ ფრანკლინთან. ესეც ხომ მორიგი ფანდი... Читать дальше...

შემთხვევით გადარჩენილი კადრები - "სოვლაბმა" უნიკალურ მასალას მიაგნო

Radiotavisupleba.ge 

70 საათის ვიდეომასალა საქართველოს უახლოეს ისტორიაზე - საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიამ მიაკვლია ჩანაწერებს, რომლებიც 1990 წლების მოვლენებს ასახავენ. რადიო თავისუფლება ორგანიზაციის წარმომადგენელს, ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრა.

Red Wings-მა მოსკოვიდან და სოჭიდან საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვა დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა საქართველოს მიმართულებით პირდაპირ რეისებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო. როგორც მანამდე გახდა ცნობილი, Red Wings-ი მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის და სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებებით იფრენს. მოსკოვიდან ქუთაისისკენ რეისები, სავარაუდოდ, 10 ივლისს, ხოლო სოჭი-თბილისის მიმართულებით 11 ივლისს შესრულდება. მოსკოვი-ქუთაისის რეისზე ბილეთის მინიმალური ფასი, დაახლოებით, 17-18 ათასი რუბლი (190-200 აშშ დოლარი) იქნება. სოჭი-თბილისის მიმართულებით კი ბილეთი, დაახლოებით, 7 ათასი რუბლი ( 80 აშშ დოლარი) ეღირება. Читать дальше...

კასპში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხისა“ და „ფორმულის“ ჟურნალისტებს

Radiotavisupleba.ge 

„მთავარი არხისა“ და ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტებს კასპში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „მთავარი არხის“ კორესპონდენტს, გიორგი ახალკაცს, მიკროფონი დაუზიანეს და პირდაპირი ჩართვის დროს ლანძღავდნენ. აგრესიას გამოხატავდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ „ფორმულის“ ჟურნალისტს, ლადო ბიჭაშვილსაც. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან თქვა, რომ ადგილზე, კასპის საკრებულოში, მობილიზებული იყვნენ „ქართული ოცნების" წევრები და სხვადასხვა ა(ა)იპ-ში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის"... Читать дальше...

ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა ჩინეთთან სამომავლო ურთიერთობის შესახებ განცხადება მიიღეს, ვერ შეთანხმდნენ ლტოლვილთა საკითხზე

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიიღეს საგანგებო განცხადება, რომელიც შეეხება ჩინეთთან სამომავლო ურთიერთობებს. დოკუმენტის თანახმად, პეკინი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და მეტოქე, მაგრამ ევროკავშირი და ჩინეთი ერთმანეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორები არიან. ევროკავშირი თვლის, რომ მას, მთლიანობაში, სურს შეამციროს ჩინეთზე თავისი დამოკიდებულება მომარაგების ჯაჭვში. იქვე პეკინს მოუწოდებენ, მეტი გააკეთოს კლიმატის დაცვის საქმეში და უფრო მეტი ზეგავლენა მოახდინოს რუსეთზე... Читать дальше...

„სამარცხვინოა“ - ხათუნა სამნიძე 13 წლის მოზარდის საქმეზე გენდერული საბჭოს განცხადებას აკრიტიკებს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე „სამარცხვინოს“ უწოდებს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადებას ზუგდიდში 13 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულზე და ამბობს, რომ იგი გენდერული საბჭოს სახელით გავრცელებული ვერ იქნება, რადგან მის შედგენაში საბჭოს ოპოზიციონერ წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ - მათ განცხადების ტექსტი არც კი გააცნეს. განცხადება საბჭომ დღეს, 30 ივნისს, გამოაქვეყნა. „ეს არის “ოცნების” სახელით და აზროვნებით შედგენილი ტექსტი. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Рафаэль Надаль

Легечка обыграл Надаля и сыграет с Медведевым в 1/4 финала «Мастерса» в Мадриде






Более 120 тысяч ям устранили в Подмосковье с начала сезона ремонта

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о национальной премии «Арлекин-2024»

Воспитанники семейного центра Сергиева Посада победили в чемпионате РФ по самбо

Источник 360.ru: многоэтажка загорелась на Петрозаводской улице в Москве