როცა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა თვითმიზნად გაქვს გამოცხადებული, საეჭვოდ და არასწორად გამოიყურება – საკითხი პარლამენტმა იმ შემთხვევაში უნდა შეისწავლოს თუ საპარლამენტო ფორმატის მიღმა რამე დარჩება გამოსაკვლევი, – ასეთია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის პოზიცია შოვის ტრაგედიის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შესწავლის შესახებ.
სარჯველაძე ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას და საკითხის საპარლამენტო კომისიის მიერ შესწავლას ობიექტური საჭიროება უნდა განაპირობებდეს.
მისივე შეფასებით, უზნეობა, მდაბიო და ამორალური საქციელია, როცა მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ.
„პოლიტიკოსები თავადაც ვერ გარკვეულან, არც ერთი სპეციალისტის მოსაზრება არ მოუსმენიათ და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან. საკითხის შესწავლა-გამოკვლევა, კითხვის დასმა ნორმალურია, მაგრამ საგამოძიებო კომისიის შექმნის თვითმიზნად გამოცხადება, როცა ჯერ ობიექტურად ვერ გარკვეულან ამის საჭიროება არის თუ არა, სწორი არ არის. იქნებ მეცნიერების მხრიდან ისეთი დასკვნა დაიდოს, რაც ეჭვს აღარ აღძრავს. ასეთ შემთხვევაში საგამოძიებო კომისია მაინც უნდა შეიქმნას? მგონია, რომ არა! გადაწყვეტილებები იმის მიხედვით უნდა მივიღოთ, თუ რამდენად იქნება საპარლამენტო ფორმატებით საკითხის გამოკვლევის საჭიროება. ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ რეალურად არც ერთი ისეთი საკითხი არ დარჩება, რომლის შესაფასებლად საკმარისი საფუძველი და მასალა არ იქნება. ყველაფერი გვექნება საიმისოდ, რომ ჩვენ ჩვენი შეხედულება დამატებითი შესწავლის გარეშე ჩამოვიყალიბოთ. თუკი ყველაფერზე პასუხი იარსებებს, შეიძლება საგამოძიებო კომისიის მიერ შესასწავლი არც არაფერი დარჩეს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
В Москве арестовали бывшего замглавы Росприроднадзора по делу о мошенничестве
Бурятский Театр кукол Ульгэр в Улан-Улан-Удэ показал в Этнографическом музее народов Забайкалья перед детьми и родителями в семейный праздник сказку Колобок - Новости и Культура, Дети и Россия
Несмотря на санкции, Amazon поставляла технологии распознавания лиц в Россию
«Автодор» – к концу 2025 года скоростными дорогами госкомпании будет охвачена половина населения России
Не просто кашель курильщика: чем опасна хроническая обструктивная болезнь легких
В центральный аппарат ведомства будет доложено о ходе расследования уголовного дела по факту умышленного причинения тяжкого вреда здоровью несовершеннолетнему в Москве
Источник 360.ru: игрушка в туалете спровоцировала эвакуацию поликлиники в Москве
Аллерголог Зайцева рассказала, как проявляется аллергия на солнечный свет