Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2023

Новости за 10.08.2023

გურამ მაჭარაშვილი: თუ ვინმეს ჰგონია, როცა კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ საქართველოში ევროები გადმოცვივდება, ეს ასე არ არის

News.ge 

თუკი ვინმეს ჰგონია, რომ როცა კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ საქართველოში ევროები გადმოცვივდება, ეს ასე არ არის – კანდიდატის სტატუსი ორმა ქვეყანამ მიიღო, მაგრამ იქ ევროები არ ცვივა და რაიმე სასწაული არ ხდება, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. მაჭარაშვილის თქმით, სტატუსის მიღება საბოლოო მიზნის მისაღწევად საჭიროა, მაგრამ ეს საქართველოსა და ქართველ ხალხს სავაჭრო საგნად არ უნდა ...

ბექა ყორშია: ვუსამძიმრებ ქართულ კულტურას და ჩვენს საზოგადოებას

News.ge 

“”მწერალთა სახლი” იყო (სამწუხაროდ, უკვე წარსულში უნდა მოვიხსენიოთ) ის ადგილი, რომელიც კულტურის სამინისტროსგან განსხვავებით, ნამდვილად ქმნიდა კულტურის პოლიტიკას და ამის დასტურად ბევრი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ ერთიც კმარა – “თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი” – უპრეცედენტო ლიტერატურული დღესასწაული, რომლის ფარგლებშიც უამრავი მნიშვნელოვანი თანამედროვე ავტორი სტუმრობდა საქართველოს: დი ბი სი პიერი, ჩარლზ ბერნშტეინი, ეთგარ კერეტი. ეს სია ...

Associated Press: ბაიდენი კონგრესს უკრაინის მხარდასაჭერად 13 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართავს

News.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს 10 აგვისტოს მიმართავს თხოვნით, რომ უკრაინას 13 მილიარდ დოლარზე მეტი გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს, – ამის შესახებ Associated Press-ი წერს, ამ საკითხში გაცნობიერებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. თეთრი სახლის ბოლო ასეთი მოთხოვნის შემდეგ, რომელიც ნოემბერში გაკეთდა, კონგრესმა დაამტკიცა იმაზე მეტი თანხის გამოყოფა, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტმა მოითხოვა. თეთრი სახლი ასევე ითხოვს 12 მილიარდ ...

შალვა ნათელაშვილი: გლოლას ბირჟაზე იჯდა მეთვალყურე ქოც-კორდინატორი, რათა ვინმეს ხმა არ დაეძრა მთავრობაზე

News.ge 

“გლოლას ბირჟაზე იჯდა მეთვალყურე ქოც-კორდინატორი, რათა ვინმეს ხმა არ დაეძრა მთავრობაზე”, – ეს განცხადება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. ნათელაშვილის თქმით, სტიქიის ზონაში ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობაზე ზეწოლას ახდენდნენ. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობს, რომ მოსახლეობა მასთან თავისუფლად ვერ საუბრობდა, რადგან “ოცნებას”  “მეთვალყურეები” ჰყავდა თითოეულ სოფელში გაგზავნილი. გლოლას ბირჟაზე იჯდა მეთვალყურე ქოც-კორდინატორი, რათა ვინმეს ხმა არ ...

ბაიდენი კონგრესს უკრაინის მხარდასაჭერად 13 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართავს - AP

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს 10 აგვისტოს მიმართავს თხოვნით, რომ უკრაინას 13 მილიარდ დოლარზე მეტი გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს, - ამის შესახებ Associated Press-ი წერს, ამ საკითხში გაცნობიერებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. თეთრი სახლის ბოლო ასეთი მოთხოვნის შემდეგ, რომელიც ნოემბერში გაკეთდა, კონგრესმა დაამტკიცა იმაზე მეტი თანხის გამოყოფა, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტმა მოითხოვა. თეთრი სახლი ასევე ითხოვს 12 მილიარდ დოლარს სტიქიის სალიკვიდაციო ფონდის შესავსებად. ოფიციალურად, ეს მოთხოვნები ჯერ არ გამოქვეყნებულა. Читать дальше...

"რუსეთის ეკონომიკას ჩამოაქცევს გაჭიანურებული ომი"

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი, როგორც ჩანს, კიდევ დიდი ხანი აპირებს უკრაინაზე სარაკეტო იერიშების მიტანას. მოსკოვი ზრდის ჯარში გაწვევის ზედა ასაკობრივ ზღვარს, ზრდის იარაღის წარმოებას და უკრაინასთან ომში რთავს სულ უფრო მეტ თავის მოქალაქეს. კრემლი იმედოვნებს, რომ გაჭიანურებული ომი დაღლის დასავლეთს და უარს ათქმევინებს მას უკრაინის დახმარებაზე, თუმცა რუსეთის ეკონომიკის ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ რუსეთის ეკონომიკა გაუძლებს გაჭიანურებულ ომთან დაკავშირებულ გამოწვევებს.   ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს არსად ეჩქარება... Читать дальше...

თამარ ჩერგოლეიშვილი: ანაფორიანებს კიდევ უფრო ბრიყვი ჰგონიათ ხალხი, ვიდრე პოლიტიკოსებს

News.ge 

“ანაფორიანებს კიდევ უფრო ბრიყვი ჰგონიათ ხალხი, ვიდრე პოლიტიკოსებს” – ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა. “ანაფორიანებს კიდევ უფრო ბრიყვი ჰგონიათ ხალხი, ვიდრე პოლიტიკოსებს.” შეგახსენებთ, დეკანოზმა განაცხადა: “შოვისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კოტეჯები იყო და დღეს აღარ არსებობს, 3 დღის განმავლობაში ეს ორგიები ზუსტად იქ ხორციელდებოდა, ტყეებში. 3 დღის განმავლობაში ეს წმინდა ადგილი წაბილწეს ...



ზურაბ ქარუმიძე: მწერლის სახლი არაა მეტალურგიული ქარხანა, ზემოდან რომ დაუნიშნო დირექტორი

News.ge 

“ქეთისთან პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მწერლის სახლი არაა მეტალურგიული ქარხანა, ზემოდან რომ დაუნიშნო დირექტორი. ეს თანამდებობა არჩევითი უნდა იყოს! დიდი მადლობა ნატალიას და დიდი სიყვარული! ” წერს სოციალურ ქსელში მწერალი ზურაბ ქარუმიძე.  საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მწერალთა სახლის დირექტორად  ქეთევან დუმბაძე დანიშნა. ქეთევან დუმბაძე ჯერ კიდევ არის პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და ამავდროულად, კულტურის კომიტეტის ...

მონტენეგროს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე პროდასავლური ლიდერი წარადგინა

Radiotavisupleba.ge 

10 აგვისტოს მონტენეგროს პრეზიდენტმა იაკოვ მილატოვიჩმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა მილოიკო სპაიჩი, პროდასავლური პარტიის ლიდერი, რომელმაც ივნისში საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და მთავრობის ფორმირება დაეკისრა. სპაიჩი და მილატოვიჩი ლიდერობენ მოძრაობას "ახლა ევროპა " (PES), რომელმაც ივნისის ვადამდელ არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. ეს არჩევნები ჩატარდა მას შემდეგ, რაც მონტენეგროს დიდი ხნის მმართველმა, მილო ჯუკანოვიჩმა, აპრილში საპრეზიდენტო არჩევნები წააგო და სამი ათეული წლის შემდეგ გადადგა. Читать дальше...

კოდორის ხეობა 15 წლის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

კოდორის ხეობის დაბომბვა 2008 წლის 9 აგვისტოს დაიწყო. 10 აგვისტოდან გამოცხადდა მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდა. როგორ ცხოვრობენ კოდორის ხეობაში ომიდან 15 წლის შემდეგ?

„არ ვიღებთ ახალ დირექტორს“ – მწერლები და გამომცემლები განცხადებას ავრცელებენ

News.ge 

ასამდე მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანი მწერალთა სახლში ქეთევან დუმბაძის დანიშვნის თაობაზე განცხადებას ავრცელებენ. ხელმომწერი ადამიანები აცხადებენ, რომ დაუმორჩილებლობას უცხადებენ კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს. „შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა „რუსულ კანონს“. „პუბლიკა“ უცვლელად გთავაზობთ განცხადებას და ხელმომწერთა სიას, რომელიც პერმანენტულად ახლდება. Читать дальше...

მეხანძრე-მაშველი შოვიდან: მერიდება ჩემი შვილებისთვის თვალებში შეხედვის, იმიტომ რომ ჩვენ, ჩვენ შვილებს ვუყურებთ, სამწუხაროდ, ვიღაცები ვეღარ უყურებენ…

News.ge 

სახანძრო სამაშველო ძალების ოფიცერი შალვა გათენდაშვილი ტელეკომპანია “იმედთან” მაშველი მძიმე დღეებზე ჰყვება. ,,როდესაც დღე დასრულდება და საღამოს, შევძლებთ ხოლმე იმ ორი წუთის გამონახვას ოჯახთან სასაუბროდ, თითქოს, რაღაცნაირად, მერიდება ჩემი შვილებისთვის თვალებში შეხედვის, იმიტომ რომ ჩვენ, ჩვენ შვილებს ვუყურებთ, სამწუხაროდ, ვიღაცები ვეღარ უყურებენ…”

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება გაძლიერებულ საომარ სამზადისზე საუბრობს

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ გამართა შეხვედრა, რომელზეც კორეის ნახევარკუნძულზე სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით "ომისთვის მზადების გაძლიერებაზე" იმსჯელეს." როგორც სააგენტო KCNA იუწყება, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ საჭიროა არმიის აღჭურვა "განადგურების უფრო ძლიერი საშუალებებით", რათა შეაჩეროს მტრის სამხედრო ძალა და გაანადგუროს იგი ომის შემთხვევაში. მან მხარი დაუჭირა ასევე ახალი იარაღის გამოყენებას წვრთნებში, რომლებიც უფრო უნდა "ენერგიულად ჩატარდეს"... Читать дальше...

ანა ნაცვლიშვილი პაპუაშვილს: აბა რა, შალვა, ურემი რომ გადაბრუნდება, მერე უნდა დაველოდოთ “სულ რაღაც სამ საათში” თქვენს გაღვიძებას

News.ge 

აბა რა, შალვა, ურემი რომ გადაბრუნდება, მერე უნდა დაველოდოთ, “სულ რაღაც სამ საათში” თქვენს გაღვიძებას, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელმაც რიკოთის აუდიტთან დაკავშირებით „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა: „აი, ეს არის რატომაც ვერასდროს ასცდებიან ეს პარტიები 2-3-5 პროცენტს- სწორედ ამიტომ, რომ ვერ ...

T-Online: გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის შორი მოქმედების Taurus-ის რაკეტების გადაცემისთვის ემზადება

News.ge 

გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის შორი მოქმედების Taurus-ის რაკეტების გადაცემისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა T-Online გერმანიის მმართველი „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიიდან წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა Taurus-ის რაკეტების გადაცემის შესახებ განცხადების გაკეთებას “უახლოეს მომავალში” გეგმავს. “ახლა კანცელარია ამ საკითხის გადაწყვეტაზე გერმანიის უმნიშვნელოვანეს მოკავშირესთან და უკრაინის უდიდეს მხარდამჭერთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მუშაობს,” ... Читать дальше...

მთავარი რუსეთთან თანამშრომლობა იყო - ყოფილი აფხაზი სამხედრო ჰყვება, როგორ აიღეს კოდორის ხეობა 2008 წელს

Radiotavisupleba.ge 

ოპერაციის დაწყების მომენტში რუს სამხედროებთან ვთანამშრომლობდით. მათთან შეთანხმებით გადაწყდა, დესანტი გადაგვესხა კოდორის ხეობაში, - ჰყვება ლეუან მიკაა, 2008 წელს სოხუმის ე.წ. სარეზერვო ბრიგადის მეთაური. ის "ეხო კავკაზას" ჟურნალისტთან საუბარში იხსენებს, თუ როგორ დაიკავეს კოდორის ხეობა აფხაზურმა და რუსულმა შენაერთებმა და რა დახვდათ მათ იქ. - თუ შეიძლება გაიხსენეთ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. - ვხვდებოდით, ომი გარდაუვალი იყო. შეიძლებოდა ჩვენ აღმოვჩენილიყავით სამხრეთ ოსეთის ადგილას, რადგან, ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით... Читать дальше...

ლაშა მარგიანი: „კოდორის ბედი ალბათ კოდორში არ გადაწყვეტილა“

Radiotavisupleba.ge 

კოდორის ბედი კოდორში არ გადაწყვეტილა, ამიტომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა, ეს მარტო მსხვერპლს მოიტანდაო, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლაშა მარგიანი.

ესტონეთი უკრაინას უფრო მეტ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას გაუგზავნის

Radiotavisupleba.ge 

ესტონეთი შემდგომშიც გაუწევს ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით დახმარებას უკრაინას, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის. "ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას მიმდინარე რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთის ფედერაცია ამ აგრესიისგან ვერაფერს მოიპოვებს. ამიტომ, ყველამ, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, უნდა დააჩქაროს სამხედრო დახმარების გაწევა და გაზარდოს საკუთარი თავდაცვითი მრეწველობის შესაძლებლობები", - მოჰყავს ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის სიტყვები უწყების პრესსამსახურს. Читать дальше...

Новости России
Москва

Продвижение новых песен с высоким результатом


მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას აპროტესტებს მწერალთა, მთარგმნელთა და გამომცემელთა ნაწილი

Radiotavisupleba.ge 

ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლებისა და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებული ადამიანების ნაწილი განცხადებით გამოეხმაურა მწერალთა სახლის დირექტორად საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნას. ხელმომწერები დაუმორჩილებლობას უცხადებენ კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც, მათი შეფასებით, ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს. ისინი ქეთევან დუმბაძის დანიშვნის წინააღმდეგ გამოდიან.  „ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა „რუსულ კანონს". Читать дальше...

ზურაბ ყიფშიძე იუბილარია

News.ge 

კულტურის სამინისტრო თეატრისა და კინოს მსახიობ ზურაბ ყიფშიძეს 70 წლის იუბილეს ულოცავს. ზურა ყიფშიძე სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, შემდეგ დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (გერასიმოვისა და მაკაროვას სახელოსნო); თბილისში დაბრუნებისთანავე ახლად შექმნილ კინომსახიობთა თეატრში მიიწვია მიხეილ თუმანიშვილმა, სადაც ზურაბ ყიფშიძემ გამორჩეული თეატრალური სახეები შექმნა სპექტაკლებში: „შუშანიკის წამება“ (ვარსქენი), სუხოვო-კობილინის „საქმე“ (ტარელკინი), მოლიერის... Читать дальше...

თინა ბოკუჩავა: „ქართული ოცნების” დეპუტატის მწერალთა სახლის დირექტორად პორტირება იმაზე მიანიშნებს, რომ ამ სფეროს კონტროლიც ბიძინა ივანიშვილს დაექვემდებარება

News.ge 

„ქართული ოცნების” დეპუტატის მწერალთა სახლის დირექტორად პორტირება იმაზე მიანიშნებს, რომ ამ სფეროს კონტროლიც ბიძინა ივანიშვილს დაექვემდებარება, – ასეთია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის თინა ბოკუჩავას შეფასება მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნის თაობაზე. “ივანიშვილი ყველა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი სფეროს სრულ, აბსოლუტურ და უპირობო კონტროლს ცდილობს. ჩვენ ამას მათ შორის კულტურის სფეროში ვხედავთ”, – განაცხადა ბოკუჩავამ. სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან... Читать дальше...

„არ იყო აღარაფერი აუცილებლობა ამის“ - რატომ არ აფრინდა სტიქიის ღამეს ვერტმფრენი შოვში

Radiotavisupleba.ge 

შოვში, სტიქიისას დაკარგულ 12 ადამიანს კვლავაც ეძებენ მაშველები. დაკარგულებს შორის არიან ბავშვებიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 10 აგვისტოს მონაცემებით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები 10 ძირითად ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მათ შორის, მდინარე ჭანჭახის 25-კილომეტრიან კალაპოტში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, სავარაუდოდ, დღის ბოლოს, ან 11 აგვისტოს დილიდან მდინარეზე  ნავებით მონიტორინგი დაიწყება.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სტიქიიდან... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Касаткина проиграла Путинцевой и не смогла выйти в 1/4 финала турнира WTA в Мадриде






Полина Гагарина: «Нет, я не ухожу на пенсию»

Пасха в Ростове 5 мая 2024. Расписание богослужений, как будет ходить общественный транспорт, погода

В Петербурге построят новую широтную магистраль

Михаил Ежокин покинул пост главы городского округа Домодедово