Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2023

"რუსეთის ეკონომიკას ჩამოაქცევს გაჭიანურებული ომი"

0

რუსეთი, როგორც ჩანს, კიდევ დიდი ხანი აპირებს უკრაინაზე სარაკეტო იერიშების მიტანას. მოსკოვი ზრდის ჯარში გაწვევის ზედა ასაკობრივ ზღვარს, ზრდის იარაღის წარმოებას და უკრაინასთან ომში რთავს სულ უფრო მეტ თავის მოქალაქეს. კრემლი იმედოვნებს, რომ გაჭიანურებული ომი დაღლის დასავლეთს და უარს ათქმევინებს მას უკრაინის დახმარებაზე, თუმცა რუსეთის ეკონომიკის ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ რუსეთის ეკონომიკა გაუძლებს გაჭიანურებულ ომთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

 

ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს არსად ეჩქარება, რადგან მისი შესაძლებლობები, მათ შორის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა, ბევრად აღემატება მოწინააღმდეგისას და მას შემდგომი ზრდის მეტი პოტენციალიც გააჩნია.

„უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია მალე საერთოდ შეწყვეტს არსებობას. რას აწარმოებენ ისინი? საბრძოლო მასალებს იღებენ, ჯავშანტექნიკას იღებენ, საარტილერიო დანადგარებს იღებენ. ყველაფერს გარედან იღებენ. ასე დიდხანს ვერ გაატანენ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა 2023 წლის 13 ივნისს.

უკრაინის ეკონომიკის კრიტიკის ფონზე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებმა, რამდენჯერმე გაზარდეს პროდუქციის წარმოება. რუსი სამხედრო ექსპერტებიც ამბობენ, რომ რუსეთი მართლაც ზრდის საკუთარ წარმოებას, აგროვებს აღჭურვილობას, რათა შემდეგ, როცა შესაძლებლობა მიეცემა, კვლავ გადავიდეს იერიშზე.

რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გამოცოცხლებაზე მეტყველებს როგორც რუსეთის ბიუჯეტის ტექნიკური მონაცემები, ასევე რუსეთის რეგიონულ მედიაში გამოქვეყნებული ახალი ამბები, რომელთა მიხედვითაც:

ომსკში თავდაცვის სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს სპეციალისტების დეფიციტი აქვთ: დაახლოებით სამი ათასი ვაკანსია შეუვსებელია

პენზაში სამხედრო ქარხნებში დასაქმებას სთავაზობენ არა მხოლოდ უმუშევრებს, არამედ სტუდენტებსაც

ეკატერინბურგში გაიმართა ღია კარის დღე თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოებში დასაქმების მსურველთათვის

 

რუსული სახელმწიფო პროპაგანდა სამხედრო დანიშნულების ქარხნების სამცვლიან (24-საათიან) რეჟიმზე გადასვლის შესახებ აკეთებს რეპორტაჟებს. რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა დენის მანტუროვმაც განაცხადა, რომ 2023 წელს რუსეთი ყოველთვიურად უშვებს იმავე რაოდენობის იარაღს, რამდენიც მთელი 2022 წლის განმავლობაში აწარმოვა.

„წარმოების სიმძლავრეების გაზრდის გათვალისწინებით, გვჭირდება 16 ათასზე მეტი სპეციალისტი მხოლოდ იმ ქარხნებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ შეიარაღების ყველაზე მოთხოვნადი ნიმუშების მიწოდებას“, - განაცხადა დენის მანტუროვმა.

არის თუ არა რაიმე ნიშნები იმისა, რომ რუსეთმა მართლაც გაზარდა წარმოება? მანტუროვი ამბობს, რომ ობიექტურად არ ჰყოფნით მუშები. იქნებ რუსეთმა ააშენა ახალი ქარხნები, რომლებსაც ახალი სპეციალისტები სჭირდება?

„ცარიელ ადგილზე სერიოზული ახალი ქარხნის აშენება ნულიდან შეუძლებელია. დიახ, არის ნიშნები, რომ ჩნდება რაღაც ახალი საამქროები გარკვეული ტიპის ტექნიკის ასაწყობად - იმავე დრონებისა და სხვა მოწყობილობების, მაგრამ ეს არის აწყობა, რისთვისაც საჭიროა მარაგ-ნაწილებისა და კომპონენტების უცხოეთიდან შეტანა. ეს არანაირად არ არის ახალი წარმოება და საწარმო“, - უთხრა ეკონომისტმა ნიკოლაი კულბაკამ რადიო თავისუფლების პროექტ Current Time-ს .

რუსეთს არ აუშენებია იარაღის ახალი ქარხნები, რასაც დიდი დრო და ბევრი ფული სჭირდება. სანქციების პირობებში ეს ალბათ შეუძლებელიცაა. კონტრაბანდით ან შემოვლითი გზებით დასავლური აღჭურვილობის, მილიონობით დოლარის ღირებულების ჩარხების შემოტანა წარმოუდგენლად რთულია.

”რუსეთში ყველაფერი იწარმოება ევროპულ, ამერიკულ, ტაივანურ, სამხრეთკორეულ მოწყობილობებზე, რომლებიც ომამდე იქნა შეძენილი. ახალი არაფერი აქვთ. ეს ყველაფერი გარკვეული დროის მანძილზე იმუშავებს, მაგრამ დროთა განმავლობაში, როგორც ხდება ხოლმე, შეიქმნება გარკვეული ტექნიკური პრობლემები, ცალკეული დეტალები მწყობრიდან გამოვა და წარმოება შემცირებას დაიწყებს“, - ამბობს ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სკოლის მიწვეული თანამშრომელი პაველ ლუზინი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს შემდეგ დეტალებზე:

„რუსეთის არმია ხშირად აწყობს საბრძოლო აღჭურვილობას კუსტარულად: ამონტაჟებენ (ადუღებენ) საზღვაო ხომალდების საზენიტო ქვემეხებს ქვეითთა მანქანებზე ან ამაგრებენ ძველ С-60 ქვემეხებს ტანკებზე. მეეჭვება, რომ ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი აწარმოებს ახალ აღჭურვილობას ჩვეულებრივზე თორმეტჯერ უფრო სწრაფად. ასევე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პრობლემებზე მიანიშნებს მინისტრ შოიგუს ვიზიტები ჩრდილოეთ კორეაში. გენერალ-მაიორი ივან პოპოვიც არტილერიაში საბრძოლო მასალის უკმარისობის გამო გაათავისუფლეს თანამდებობიდან“.

პაველ ლუზინის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სანქციების პირობებში წარმოების გაზრდა ძალიან ძვირი ჯდება.

„ამაშია სანქციების მიზანი - არა წარმოების შეჩერება, არამედ ხარჯების გაზრდა და წარმოების დაგეგმვის შეუძლებლად ქცევა. თუ გაქვთ ჩიპი, რომელიც ჩვეულებრივ 100 დოლარი ღირს, სანქციების პირობებში 500 დოლარად გიწევთ შეძენა, ექვს თვეში მისი ფასი 700-800 დოლარი გახდება. იმის გამო, რომ ზოგიერთ ფირმას დახურავენ, სხვებს კი წნეხის ქვეშ მოაქცევენ, საჭირო იქნება ბევრად ჩახლართული სქემების შექმნა, ეს ყველაფერი კი ართულებს წარმოების დაგეგმვას“, - ამბობს პაველ ლუზინი.

ომის ეკონომიკა?

რუსეთის ეკონომიკის მიხედვით თუ იგრძნობა, რომ რუსეთი ომშია? - ამ კითხვის პასუხად ეკონომისტი ნიკოლაი კულბაკა ამბობს, რომ რუსეთის ბიუჯეტში გაზრდილია სახელმწიფო ხარჯები, განსაკუთრებით მის დახურულ ნაწილში, მაშინ, როცა არ იზრდება სამოქალაქო ნაწილის ხარჯები.

„გასაგებია, სად მიდის ეს ფული, - ამბობს ეკონომისტი. და მართლაც:

2023 წელს რუსეთის სამხედრო საჭიროებები ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა ხარჯის მესამედს (9,7 ტრილიონ რუბლს) შეადგენს, რაც დაახლოებით 100 მილიარდი დოლარია, ამასთან, აქ არ შედის ბიუჯეტის საიდუმლო პუნქტებში გაწერილი ხარჯები. სამხედრო ექსპერტების თქმით, ეს არის სამხედრო დანახარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მინიმუმ ბოლო ათწლეულის განმავლობაში. 2011 წლიდან 2022 წლამდე რუსეთი თავდაცვისთვის თავისი ბიუჯეტის 13,9%-დან 23%-მდე ხარჯავდა. შედარებისთვის 2023 წელს რუსეთის ეროვნული ეკონომიკისთვის გამოყოფილია 3,5 ტრილიონი რუბლი (35 მლრდ აშშ დოლარი), განათლებისათვის - 1,3 ტრილიონი (13,4 მლრდ აშშ დოლარი).

 

„რუსეთი საომარ მდგომარეობაშია, ამიტომ არ არის გასაკვირი საბიუჯეტო ხარჯების ასეთი გადახრა „თავდაცვაზე“, - ამბობს რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ეკონომიკური მიმომხილველი მაქსიმ ბლანტი, - რუსეთის მოქალაქეების დიდი უმრავლესობისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ სლოგანი „იარაღი კარაქის ნაცვლად“ სულ უფრო საგრძნობი ხდება. ფაქტობრივად, რუსეთში ახლა სამხედრო ეკონომიკაა. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი თავისკენ ითრევს უზარმაზარი რაოდენობის ფინანსურ, შრომით და მატერიალურ რესურს და ეს ყველაფერი ხდება სამოქალაქო წარმოების საწინააღმდეგოდ. თუ ამას დავუმატებთ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გამო იმპორტული საქონლის დეფიციტს, მივიღებთ სურათს, რომლის არდანახვა შეუძლებელია: 1 დოლარი ღირს 90 რუბლზე მეტი, 1 ევრო - 100 რუბლზე მეტი. და რაც უნდა მოხდეს ნავთობის ბაზარზე, ტენდენცია არ შეიცვლება. შედეგად, იმპორტირებული საქონელი, მათ შორის ყოველდღიური მოთხოვნილების საგნები, ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოების დაუცველი ნაწილისთვის - მათთვის, ვინც ცხოვრობს სახელმწიფოს ხარჯზე, პენსიებსა და შემწეობებზე“.

სირთულეების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკამ თავიდან აიცილა სწრაფი და ღრმა კრიზისი, რასაც ბევრი ეკონომისტი პროგნოზირებდა, თუმცა ამის მიზეზი ომზე გაწეული უზარმაზარი საბიუჯეტო ხარჯები უფროა, ვიდრე რუსეთის ეკონომიკის მდგრადობა. თუმცა ომის ხარჯების ზრდამ უკვე შექმნა მნიშვნელოვანი პრობლემები: მრეწველობა თავისი შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობს, ფასები (ინფლაცია) იზრდება, ეკონომიკის სტრუქტურა კი სულ უფრო მარტივი და პრიმიტიული ხდება. არსებული სტაბილურობა შეიძლება სულ მალე გადაიზარდოს კრიზისსა და სტაგნაციაში.

„რუსეთის ეკონომიკის პრობლემა არა დღევანდელი ან ხვალინდელი, არამედ ზეგინდელი დღისაა. როცა ყველა სანქცია და ყველა შეზღუდვა ამუშავდება, როცა სიმტკიცის ზღვარი ამოიწურება, აი, მაშინ ჩამოიშლება სერიოზულად“, - უთხრა ეკონომისტმა ალექსანდრა ოსმოლინა-სუსლინამ ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

რუსეთის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ წელს რუსეთის ეკონომიკა 1,2%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წლისთვის, ეკონომიკური განვითარების მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვის განცხადებით, ზრდის ტემპი 3% იქნება. რუსეთის ცენტრალური ბანკიც კი, რომელიც როგორც წესი, საკმაოდ პესიმისტურია, წელს ქვეყნის ეკონომიკის 1,5-2,5%-ით ზრდას ელოდება. შემდეგ კი ზრდის ტემპები კვლავ შემცირდება 0,5-2,4%-მდე.

 

რუსეთის ცენტრალური ბანკი უკვე ლაპარაკობს "ეკონომიკის გადახურებაზე". გადახურება კი მაშინ ხდება, როცა ეკონომიკა თავის შესაძლებლობებზე უფრო სწრაფად იზრდება; როცა სახელმწიფო აქტიურად ახდენს სტიმულირებას. რუსეთის შემთხვევაში პროცესი ასე გამოიყურება: მოსახლეობისა და სახელმწიფოს მოთხოვნა იზრდება სამხედრო ხარჯების გამო. ბიზნესი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, არ არის საკმარისი კადრები და საწარმოო შესაძლებლობები - ეს ყველაფერი იწვევს ფასების ზრდას.

ეკონომიკის გადახურებამ, საბოლოო ჯამში, შეიძლება გამოიწვიოს კრიზისი, სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას და ზრდის რეფინანსირების განაკვეთს რუსეთის ცენტრალური ბანკი.

„საბიუჯეტო სტიმულირების პოტენციალი ამოწურულია. ხარჯები შეიძლება უფრო მაღალი იყოს, მთავრობას შეუძლია მეტი სესხი აიღოს ბაზარზე, ეროვნული კეთილდღეობის ფონდშიც არის ლიკვიდური აქტივების მნიშვნელოვანი რეზერვი (13,3 ტრილიონი რუბლი), მაგრამ რეალურ „საბიუჯეტო“ შეზღუდვას წარმოადგენს ინფლაცია და ფიზიკურად შეზღუდული რესურსები, პირველ რიგში დეფიციტი შრომის ბაზარზე, - ამბობს ეკონომისტი ალექსანდრ ისაკოვი Bloomberg Economics-იდან.

ისაკოვიც საუბრობს რუსეთის ეკონომიკის გადახურებაზე. მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკის მდგრადობა და სტაბილურობა დაკავშირებულია საბიუჯეტო თანხების აქტიურ ხარჯვასთან, თუმცა ხარჯვა ვეღარ უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდას - მხოლოდ კიდევ უფრო მეტად ტვირთავს ომთან დაკავშირებულ სექტორებს. ამგვარ ხარჯებზე რუსეთის ხელისუფლება უარს ვერ ამბობს, რადგან მოსკოვი არ აპირებს ომის დასრულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის დეფიციტი (რომელიც ივნისში 2,6 ტრილიონი რუბლი იყო) არსად გაქრება.

„რუსეთს აქვს იმის რესურსი, რომ გააგრძელოს ომი კიდევ გარკვეული ხნით, მაგრამ ვერ ვხედავ იმის შანსებს, რომ რუსეთი გაზრდის თავის უპირატესობას. ვფიქრობ, რუსეთისთვის სიტუაცია გარკვეულწილად უარესი იქნება, რადგან უკრაინისათვის მძლავრი და მრავალფეროვანი შეიარაღების მიწოდება ქმნის შესაძლებლობების მძლავრ საფუძველს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინის არმიის შეტევას არ ექნება მნიშვნელოვანი წარმატება, რუსი სამხედროების განადგურება ოკუპირებული ტერიტორიების მთელ სიღრმეში, ძალიან ეფექტიანი იქნება. უკრაინელები იღებენ ახალ შესაძლებლობებს, ითვისებენ მათ, რაც მერე და მერე კიდევ უფრო გამარტივდება“, - დარწმუნებულია სამხედრო ექსპერტი დევიდ შარპი, რომლის თქმითაც, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია სერიოზულ სირთულეებს შეეჯახა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ომი გამოფიტვაზე მოსკოვისთვის შეიძლება არანაკლებ რთული აღმოჩნდეს, ვიდრე კიევისა და მისი პარტნიორებისთვისაა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დაწესდება ეფექტიანი კონტროლი სანქციების დაცვაზე, რათა რუსეთის არმიამ ვერ გააძლიეროს სამობილიზაციო რესურსის სახით არსებული თავისი უპირატესობა საბრძოლო მასალის, საარტილერიო და ჯავშანტექნიკის უწყვეტი მიწოდებით.

როგორც ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რუსეთმა ვერც ეკონომიკის გარდაქმნის პროცესი მიიყვანა ბოლომდე, რის აუცილებლობაზეც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა საუბრობდა ომის დაწყებისა და პირველი სანქციების შემოღების შემდეგ.

ეკონომისტები უკვე აკეთებენ ახალი რუსული ეკონომიკის სტრუქტურის ზოგად მონახაზს: უზარმაზარი თავდაცვის სექტორი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით არსებობს; ასევე ჩინეთიდან მასობრივი იმპორტი და სანქციების გვერდის ავლის მუდმივი მცდელობები; „ახალგაზრდა მდიდრების“ კლასი ანუ ისინი, ვინც ომზე ფული იშოვა; ასევე დიდი ჯგუფი ხალხისა, რომელიც ძალიან დაზარალდა ომის შედეგად და რომელსაც გამუდმებით სჭირდება სახელმწიფოს დახმარება.

„ყველა სახის წარმოებაში - მანქანებში, სამომხმარებლო ელექტრონიკაში და ასე შემდეგ - წარმოება დაეცა. უფრო მეტიც, ეკონომიკა არა მხოლოდ დაეცა, არამედ ზოგადად უფრო პრიმიტიული გახდა. სინამდვილეში, ახლა უარეს პროდუქტს უფრო ძვირად აწარმოებენ“,- ამბობს მაქსიმ მირონოვი, მადრიდის IE ბიზნეს სკოლის ფინანსების პროფესორი.

საბოლოოდ რა შედეგს გამოიღებს ომზე კოლოსალური თანხების დახარჯვა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს და როგორ გაგრძელდება ომი. დასავლეთს ჯერ კიდევ არ ამოუქოლავს ყველა ხვრელი, რომლიდანაც რუსეთი, დაწესებული სანქციების მიუხედავად, შემოსავალს იღებს, თუმცა როგორც ეკონომისტი მაქსიმ ბლანტი ვარაუდობს, საქმე შიმშილობამდე არ მივა, რადგან მოსკოვი ჯერ კიდევ რჩება სურსათის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ექსპორტიორად.

„რაც შეეხება ყველაფერ დანარჩენს, რუსეთს მოუწევს ქამრების შემოჭერა, - ამბობს ეკონომისტი, - მეტიც, რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო ძლიერად: დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტ რამეზე მოუწევთ უარის თქმა, ვიდრე ცხოვრება არ დავა საკვების მიღების ბაზისური მოთხოვნილების დაკმაყოფილებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ გზები კიდევ უფრო გაუარესდება, მედიცინა კიდევ უფრო უხარისხო იქნება და ა.შ. რუსეთს ასევე ელის ტექნოლოგიური ჩამორჩენა, მაგრამ ეს უფრო გრძელი ამბავია. რაც შეეხება ტელევიზორზე მაცივრის გამარჯვებას, აქ მნიშვნელოვანია დინამიკა: როცა ცხოვრება უარესდება, მოსახლეობაში ზრდას იწყებს ჩუმი უკმაყოფილება."




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus



В Парке Горького вновь пройдет Московский детский фестиваль искусств «НЕБО»

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео

Страдания юного Аюша Булчун


В Санкт-Петербурге открылся первый магазин китайского бренда Balabala

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети

Где провести бизнес-встречу в Ростове-на-Дону?

Кладезь полезных свойств: Кутушов рассказал о пользе шлемника байкальского


MTA reveals new electric buses, charging stations in Queens

Gunmen open fire and kill 4 people, including 3 foreigners, in Afghanistan's central Bamyan province

Ballroom culture coming to the Long Beach Pride Festival

Glen Powell’s parents crash Texas movie screening to troll him


Большой Тхач

Разделение изотопа

Konica Minolta Business Solutions Russia и Facemetric предложат заказчикам решения на базе технологий компьютерного зрения

Страдания юного Аюша Булчун


Сегодня выходит Braid: Anniversary Edition на PC, консоли и смартфоны

Ubisoft cancels The Division: Heartland so it can focus on 'bigger opportunities' like XDefiant

RPG Battle of Souls доступна в Google Play 2 стран

Here's every World of Warcraft expansion in order of release



Подмосковная общественная организация инвалидов «Колесница» провела автопробег

Вендор технологических решений DатаРу перешел на сервис кадрового ЭДО от HRlink

РОССИЯ И КИТАЙ: В МИРЕ ВОЗМОЖНА ГЕГЕМОНИЯ ЛИШЬ ИНТЕРЕСА НАРОДА, ЗАКОНА, ИСТИНЫ И СПРАВЕДЛИВОСТИ.

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)




США провели испытания на ядерном полигоне

В мире могут закрыть поставки из Китая. «Святой Ленин» на встрече В.В. Путина и Си Цзиньпина повышает качество жизни народам России, Китая, всего мира.

Екатерина I — Невеликая. Как «чухонская девка» дала России передышку

Digital Journal: внешность и харизма Путина впечатлили китайских женщин


В Москве поймали педофила, заставлявшего ребенка посылать ему интимные фото

Смартфон всемогущий. Как корреспондент aif.ru на 5 часов осталась без связи

АБХАЗИЯ. Абхазия стала самым популярным зарубежным направлением - ФСБ России

Поколение секонд-хенда: почему люди стали чаще одеваться в комиссионках


Стало известно, при каком условии Медведев может опуститься на 5-е место рейтинга ATP

Теннисист Медведев не смог выйти в четвертьфинал турнира серии «Мастерс» в Риме

«Подача на победу на Уимблдоне». Гвардиола – о заключительном туре АПЛ

Теннисист Медведев может спуститься на пятое место в ATP после "Мастерса" в Риме


Депутат ГД Останина попросила главу МВД взять на контроль дело Лии Заурбековой

"Осьминог" в новом правительстве России: О слабых и сильных местах говорят эксперты

АБХАЗИЯ. Абхазия стала самым популярным зарубежным направлением - ФСБ России

Больше не окрыляет: запретить продажу энергетиков детям могут с 1 сентября


Музыкальные новости

«Я заставила себя не испытывать чувство голода»: Анастасия Волочкова рассказала в шоу Анфисы Чеховой на ТВ-3 о своём детстве

Суд Петербурга взыскал 5,3 млн рублей за вздувшийся паркет в квартире Волочковой

Страдания юного Аюша Булчун

Антон Шастун, Баста, INSTASAMKA, Влад А4 и Клава Кока показали свои первые фото в сети в рекламной кампании ВКонтакте



Вендор технологических решений DатаРу перешел на сервис кадрового ЭДО от HRlink

Подмосковная общественная организация инвалидов «Колесница» провела автопробег

РОССИЯ И КИТАЙ: В МИРЕ ВОЗМОЖНА ГЕГЕМОНИЯ ЛИШЬ ИНТЕРЕСА НАРОДА, ЗАКОНА, ИСТИНЫ И СПРАВЕДЛИВОСТИ.

В Парке Горького вновь пройдет Московский детский фестиваль искусств «НЕБО»


RPG Battle of Souls доступна в Google Play 2 стран

Глава Центробанка РФ: "Я вижу в ЦФА большой потенциал"

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

Путин назначил врио губернаторов в пяти регионах: список имен


Азербайджанский мигрант возмутился из-за того, что в Калининграде суд назначил 4,5 года лишения свободы за убийство в ДТП школьницы. Видео

Бег — один из самых популярных видов спорта у россиян

Подмосковная общественная организация инвалидов «Колесница» провела автопробег

Разогнался на трассе: на М-5 водитель улетел в кювет


Политолог Пшеничников: визит Путина в Китай укрепил союз Москвы и Пекина

Трамп прокомментировал визит Путина в Китай

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об изменениях в налоговом и бюджетном законодательстве России

Экспорт сельхозпродукции в Китай будет наращивать Россия





Врач Балашова: резкое похудение может привести к тромбозу

Кладезь полезных свойств: Кутушов рассказал о пользе шлемника байкальского

Суд избрал меру пресечения для мамы инвалида, проведшего без еды и воды 5 дней

«Швабе» представляет устройство для реанимации новорожденных на «ГОСЗАКАЗ»


ABC: Зеленский недоволен результатами визита Блинкена в Киев

Europe1: Запад готовится убедить Зеленского принять принцип переговоров

Зеленский заявил о «самом большом преимуществе» России в конфликте

Терпящий военные неудачи Зеленский вымещает зло на верующих: в Киеве под покровом ночи снесли церковь, православным хотят запретить молиться дома


Люберчане стали серебряными призерами всероссийского турнира «Быстрый прорыв»

В Росгвардии стартовал чемпионат по боксу "Кубок Победы"

«Локомотив» и воронежский «Факел» сразятся на столичной «РЖД Арене»

Кто создает «креативный код» страны?


Минск поддерживает Баку: планы по строительству агрогородка в Карабахе – ОБНОВЛЕНО

Человек эпохи наваждения. Год юбилеев Александра Лукашенко

Минск и Баку открыли новую главу своих взаимоотношений



Собянин рассказал об уникальных составах, которые поедут по БКЛ в эти выходные

Собянин сообщил об увеличении числа резидентов ОЭЗ «Технополис «Москва»

Собянин рассказал о мерах поддержки предпринимательства в Москве

К 2025 году в "Рудневе" планируется создать свыше 6 тысяч рабочих мест — Собянин


СберСтрахование объединила защиту от кибератак и экорисков в одном полисе

В Москве создан экспертный совет по сохранению и развитию "Лосиного острова"

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о энергоэффективной постройке жилья в России

Северо-Западный банк СберСтрахование объединила защиту от кибератак и экорисков в одном полисе


Несколько автомобилей столкнулись на внутренней стороне ТТК

Стало известно, россияне каких знаков зодиака чаще берут потребительские кредиты

В Москве поймали педофила, заставлявшего ребенка посылать ему интимные фото

Во Владивостоке платные парковки обгоняют общественный транспорт. Это многим не нравится


Архангельский «Ледокол» вышел в четвертьфинал Ночной хоккейной лиги

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Жители Чувашии устроили в Архангельске "Заседание Межгалактического комитета безопасности"

У работодателей Архангельской области и НАО началась "вахтовая лихорадка"


Коллекция CD этномузыки экзотических стран представлена на открытии выставки в Симферополе

Россия, Культура и Дети: детский конкурс эмблемы обьявил Театр кукол в Улан-Удэ

Фестиваль «Музыка моего города» в Бурятии украсил Театр кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

В Бурятии прошла Байкальская театральная школа прошла - Россия, Культура и Дети


"Осьминог" в новом правительстве России: О слабых и сильных местах говорят эксперты

Больше не окрыляет: запретить продажу энергетиков детям могут с 1 сентября

Поколение секонд-хенда: почему люди стали чаще одеваться в комиссионках

В Москве поймали педофила, заставлявшего ребенка посылать ему интимные фото












Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Теннисист Медведев может спуститься на пятое место в ATP после "Мастерса" в Риме






Несколько автомобилей столкнулись на внутренней стороне ТТК

Юные ставропольские гандболисты стали бронзовыми призёрами первенства России

Музей Победы пригласил на культурно-историческую программу в выходные

В государственном научном центре холдинга «Швабе» обсудят будущее фотоэлектроники