Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2023

საბერძნეთი მასპინძლობს ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებს, შეხვედრას ზელენსკიც შეუერთდება

0
21 აგვისტოს ბალკანეთის რამდენიმე ქვეყნის ლიდერებმა, ევროკავშირის წამყვან წარმომადგენლებთან ერთად, თავი მოიყარეს ათენში, რეგიონის ევროპული მომავლის განსახილველად, და მათ დღის მეორე ნახევარში უკრაინის პრეზიდენტიც უნდა შეუერთდეს. 


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი დედაქალაქში უმასპინძლებს არაოფიციალურ სადილს, რომელზეც მიწვეული არიან ბალკანეთის ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები, ისევე, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი, შარლ მიშელი. 


პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, სადილზე იქნება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც - მას შემდეგ, რაც ის საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან გამართავს შეხვედრას. 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса