Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2023

მამუკა ხაზარაძე თბილისი-მოსკოვის რეისთან დაკავშირებით ბრალდებას პასუხობს

0
ოპოზიციური პარტია "ლელოს" ლიდერმა და დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ "ფეისბუკზე" უპასუხა "ხალხის ძალის" წარმომადგენლის, ზურაბ ქადაგიძის განცხადებას, რომელიც მიანიშნებდა, რომ პოლიტიკოსს თბილისი-მოსკოვის რეისთან ჰქონდა კავშირი.


"რა ხდებოდა მოსკოვი-თბილისის რეისზე? ჯერ თქვენს პასუხს დაველოდები, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიწყებთ, სასწაული ანტიპუტინისტი რუსები ჩამოვიდნენ და იმათ ვხვდებოდითო. აბა გისმენთ", - დაწერა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში და მონიშნა ხაზარაძე და მისი პარტია.


ხაზარაძემ იუმორით უპასუხა მის მიმართ ბრალდებას და "ფეისბუკში" დაწერა:


"გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი.

ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ?!. თუ გინდათ, სელფსაც დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ", - თქვა მან და ბათუმი-თბილისის ბილეთის ფოტოები გაასაჯაროვა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса