Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2023

სიენა მილერი მეორე შვილს ელოდება

0

41 წლის ამერიკელი მსახიობი სიენა მილერი ორსულადაა. იგი მეორე შვილს ელოდება. ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სიენა პაპარაცებმა იბიცაში შვებულების დროს დააფიქსირეს.

იბიცამდე ვარსკვლავი სენ-ტროპეში შენიშნეს, 26 წლის შეყვარებულთან ერთად. მილერის წარმომადგენელმა PEOPLE-თან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

მსახიობი 10 წლის ქალიშვილის, მარლოუს დედაა. გოგონას მამა ინგლისელი მსახიობი ტომ სტარიჯია.

2019 წელს სიენამ PEOPLE-თან თავის შვილზე ისაუბრა და თქვა, რომ დედობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

“როცა ბავშვს ზრდი, შენი ხასიათის გარკვეულ ასპექტებს მის პიროვნებაში ხედავ და ეს ყველაზე სასიამოვნო ურთიერთობაა. ის მე მიცნობს, მე კი მას. ძალიან მგავს. ჩემთვის ნამდვილი სამოთხეა”.

წყარო: People




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса