Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Май
2018

Новости за 01.05.2018

ფაშინიანი: საპროტესტო მოძრაობა დაიწყებს არაძალადობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს 2 მაისიდან შეუერთდნენ საყოველთაო გაფიცვას და დემონსტრაციები გაგრძელდეს "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის არაძალადობრივი, მშვიდობიანი აქტების ფორმით". მანამდე სომხეთის პარლამენტმა შეფარდებით 45-55 პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს. მას რვა ხმა დააკლდა იმ უბრალო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც ამ პოსტზე დამტკიცებისთვის არის საჭირო. კენჭისყრა საგანგებო სხდომაზე მიმდინარეობდა. კენჭისყრის დაწყებამდე... Читать дальше...

სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე მხარი არ დაუჭირა ფაშინიანის კანდიდატურას

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პარლამენტმა შეფარდებით 45-55 პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს. მას რვა ხმა დააკლდა იმ უბრალო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც ამ პოსტზე დამტკიცებისთვის არის საჭირო. კენჭისყრა საგანგებო სხდომაზე მიმდინარეობდა. კენჭისყრის დაწყებამდე მმართველი რესპუბლიკური პარტიის საპარალამენტო ფრაქციის ლიდერმა, ვაჰრამ ბაღდასარიანმა გამოაცხადა, რომ მისი პარტია ფაშინიანს მხარს არ დაუჭერდა. ფაშინიანმა საპასუხოდ თქვა, რესპუბლიკურმა პარტიამ და მისმა საპარლამენტო ფრაქციამ... Читать дальше...

სომხეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ფაშინიანის კანდიდატურას პრემიერის პოსტზე

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პარლამენტმა ხმათა 45-55 თანაფარდობით მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ფაშინიანს რვა ხმა დააკლდა პოსტისთვის საჭირო ხმების მოსაპოვებლად.

ფაშინიანი: "რესპუბლიკურმა პარტიამ თავი გაინადგურა"

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ და მისმა საპარლამენტო ფრაქციამ "შეუქცევადად გაინადგურა თავი" და "საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა", რადგან უარი თქვა მისთვის მხარი დაეჭირა პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

აშშ-ის საელჩო ფულბრაიტის სტიპენდიანტებს შეარჩევს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საელჩო, წელს უკვე მეხუთედ, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისთვის აპლიკაციების მიღებას იწყებს. სასტიპენდიო პროგრამა, შერჩეულ მონაწილეებს, აშშ-ის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლას სრულად დაუფინანსებს. მონაწილეობის მსურველთა განცხადებების შეტანის ბოლო ვადა კი 1 აგვისტოა.

IAEA: არ გვინახავს სანდო მტკიცებულება, რომ ირანმა 2009 წლის შემდეგ იმუშავა ბირთვულ იარაღზე

Radiotavisupleba.ge 

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) განცხადებით, მას არ მოეპოვება სანდო მტკიცებულება, რომ ირანმა 2009 წლის შემდეგ იმუშავა ატომური "ასაფეთქებელი მოწყობილობის" შექმნაზე. სააგენტო აცხადებს, რომ ის ამ საკითხს დახურულად მიიჩნევს 2015 წლის დეკემბერში ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. 2015 წლის ანგარიში ამბობდა, რომ სააგენტოს არ აქვს სანდო მტკიცებულება ირანში 2009 წლიდან მიმდინარე ქმედებებისა, რომლებიც ბირთვულ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე მუშაობის შესაბამისი იქნებოდა. 1 მაისს გავრცელებულ განცხადებაში სააგენტო ამბობს... Читать дальше...

ქართული დაპირისპირება ევროპის ჩემპიონატის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების უმედლოდ დარჩენის შემდეგ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ქვეყანაში ძიუდოს განადგურებაში დაადანაშაულა.

სომხეთის მმართველმა პარტიამ მიაღწია "ერთიან გადაწყვეტილებას" პრემიერ-მინისტრის თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

ერევნის ცენტრში ათასობით ადამიანია თავშეყრილი და თვალს ადევნებს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის არჩევის პროცესს, იმ ფონზე, როცა მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი გამოდის გაფრთხილებით, რომ მმართველმა პარტიამ შესაძლოა პროცესის ჩაშლა სცადოს. 42 წლის ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატია, მას მხარს უჭერს პარლამენტში მყოფი ყველა ოპოზიციური ფრაქცია. რესპუბლიკური პარტია 105-დან 58 მანდატს ფლობს. კენჭისყრამდე, პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას ფაშინიანმა მმართველ პარტიას ბრალი დასდო... Читать дальше...



ნიუ-იორკ ტაიმსი: სპეციალური პროკურორი ტრამპის ადვოკატებს რუსეთში კონტაქტებზე ეკითხება

Radiotavisupleba.ge 

ნიუ-იორკ ტაიმსის ცნობით, აშშ-ში სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატებს გადასცა კითხვების სია, რაც წარმოადგენს ნაწილს მისი გამოძიებისა, რომელიც ეხება ცნობებს რუსეთის ჩარევაზე 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და ტრამპის მიერ მართლმსაჯულებისთვის შესაძლო ხელის შეშლას.  გაზეთი 30 აპრილს იუწყებოდა, რომ მან მოიპოვა კითხვათა სია, რომლებიც მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, მაგალითად ტრამპის მოტივს, როცა მან ერთი წლის წინ პოსტიდან გაათავისუფლა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) შეფი... Читать дальше...

გიგა ბექაური: "პირველი მაისი არის ბრძოლის დღე... მშრომელებს საზეიმო არაფერი აქვთ"

Radiotavisupleba.ge 

1 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიგა ბექაური, პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული ფრთის ლიდერი.

"ქართულმა ოცნებამ" თავმჯდომარის და პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატები წარადგინა

Radiotavisupleba.ge 

პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარედ წარადგინოს მისი დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი. 1 მაისს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ასევე, აცნობა, რომ პოლიტიკურ საბჭოს ეყოლება 15 წევრი:„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი... Читать дальше...

ბადრი ციქუბაძე - სამოქალაქო აქტივისტი

Radiotavisupleba.ge 

კვირა - 22 აპრილი დღეს ბაღის დღე მაქვს. სულ რამდენიმე თვეა, ბაღი ვიყიდე, 15 მეასედი, და გადავწყვიტე მცირე ფერმერული მეურნეობა მომეწყო. ამბობენ, სოფლად, თუ მოიწადინე, არ გაგიჭირდებაო. ნიორი და ხახვი უკვე ამოსულია. დღეს კარტოფილის დღე მქონდა. უნდა ვაღიარო, საკმაოდ შრომატევადია, თან თითოეული კულტურის მოყვანას სპეციფიკური ცოდნა სჭირდება, მით უმეტეს, თუ ბიომეურნეობის მოწყობას გადაწყვეტ... მაღაზიებში ნაკლებად ხელმისაწვდომია ბიოპრეპარატები, თუმცა არსებობს ალტერნატივები. მაგალითად. ამონიუმის გვარჯილის ნაცვლად გამოიყენება დამწვარი ნაკელი... Читать дальше...

იმერეთში ფაროსანას ებრძვიან

Radiotavisupleba.ge 

აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად დასავლეთ საქართველოში დაიწყო აქტიური სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზებით.

თბილისის სასამართლომ დამნაშავედ ცნო საკრებულოს ყოფილი წევრი

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დედაქალაქის წინა მოწვევის საკრებულოს წევრად კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ნავთლუღის მაჟორიტარ დეპუტატად არჩეულ, პარტია „ეროვნული ფორუმის“ ყოფილ წევრს ზურაბ ნეფარიძეს. პროკურატურის ინფორმაციით, მისი მტკიცებულებები სასამართლომ სრულად გაიზიარა და ბრალდებული დამნაშავედ ცნო გამოძალვით ქრთამის აღებაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებასა და შრომის კანონმდებლობის დარღვევაში. გამოძიების ინფორმაციით... Читать дальше...

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საოკუპაციო გამყოფ ხაზთან

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი დღეს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად ჩავიდა და ადგილზე გაეცნო ვითარებას.

ფაშინიანი: საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობას გეოპოლიტიკური გავლენები უნდა ჩამოვაშოროთ

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის წინაშე საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობების მომავალსა და ორ ქვეყანას შორის არსებულ გადასაჭრელ საკითხებზე ილაპარაკა. გამოსვლისას ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ მისთვის პრიორიტეტი იქნებოდა სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობის გამყარება.

რას ფიქრობს ხალხი თამბაქოს მოხმარების შეზღუდვაზე?

Radiotavisupleba.ge 

2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა შეზღუდვა თამბაქოს მოხმარებაზე და სიგარეტის მოწევა აიკრძალა დახურულ სივრცეში - როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებებში, იქ, სადაც მწეველებთან ერთად არამწეველებიც ტრიალებენ. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, როგორ აფასებენ ამ ცვლილებას მოქალაქეები და ამ კითხვით ქუჩაში გამვლელებს მივმართეთ.

ლგბტ აქტივისტები სოფიო კილაძის გადადგომას ითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

ლგბტ უფლებადამცველები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, სოფიო კილაძის, გადადგომას ითხოვენ. 1 მაისს მათ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს.

Новости России
Москва

На борту самолета, летевшего из Москвы в Турцию, из-за жары погибла кошка якутского пилота


"ქართული ოცნება" მართავს პოლიტსაბჭოს სხდომას

Radiotavisupleba.ge 

თბილისში მიმდინარეობს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა. მას ესწრებიან პარტიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები, მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. წინასწარი ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 წევრამდე შემცირდება. სხდომის დაწყებამდე „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარემ, დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბჭოს შემადგენლობას თავისი სურვილით დატოვებს, რადგან დღევანდელი საქმიანობიდან გამომდინარე... Читать дальше...

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია

Radiotavisupleba.ge 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლოკალიზებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეთის ტყეში გაჩენილი ხანძარი და ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საკირეთის ტყეში, რთულად მისადგომ ადგილას ხანძარი 30 აპრილს, საღამოს გაჩნდა. ცეცხლის კერებთან საბრძოლველად მობილიზებული იყო 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით, სპეციალურმა პროკურორმა პრეზიდენტ ტრამპს გაუგზავნა 40 შეკითხვა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა, რომელიც იძიებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატებს გაუგზავნა 40-ზე მეტი შეკითხვა - ამის შესახებ იუწყება გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი,“ რომელმაც შეკითხვების ასლი მოიპოვა. მიულერისთვის საინტერესო საკითხებს შორის მოხვდა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტრის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობებიდან ჯეიმს კომის და მაიკლ ფლინის გათავისუფლების მიზეზები. სპეციალურ პროკურორს აინტერესებს... Читать дальше...

გიორგი კვირიკაშვილი: პარტია "ქართული ოცნება" ინსტიტუციად ჯერ ვერ ჩამოყალიბდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნება მომავალი საქმიანობის, პარტიის გაძლიერების და პოლიტსაბჭოს შემადგენლობის საკითხები. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, „ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება,“ რადგან ეს ხელს შეუწყობს პარტიის გაძლიერებას. „საერთოდ, სამწუხაროდ დღემდე როგორც ინსტიტუცია პარტია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა და ძალიან კარგია... Читать дальше...

სომხეთის პარლამენტის სხდომა ხალხმრავალი აქციის ფონზე მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

ერევანში გრძელდება სომხეთის პარლამენტის საგანგებო სხდომა, რომლის დღის წესრიგშია ერთადერთი საკითხი - რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის არჩევა. ამ თანამდებობაზე წარდგენილია ოპოზიციური ფრაქციის „ელკის“ ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი. მან თავისი პროგრამა უკვე წარმოადგინა და ამჟამად დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. პარლამენტის სხდომის პარალელურად ერევნის რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობს მრავალათასიანი აქცია ნიკოლ ფაშინიანის მხარდასაჭერად.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Даниил Медведев назвал трёх людей в истории тенниса, с которыми хотел бы поужинать






Крымские кредиты оформили в Москве // По делу о растрате заочно арестован бывший председатель правления Тальменка-банка

«The Sun»: ВС РФ уничтожат бронетанковые войска Британии за две недели

Затяните пояса: с июля коммунальные услуги станут дороже

«Вклад Черчесова в наш успех — очень большой»