Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Июль
2018

Новости за 03.07.2018

საკონსტიტუციო სასამართლო: მხოლოდ საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათების მინიჭება დისკრიმინაციული ნორმაა

Radiotavisupleba.ge 

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომელიც მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით გაწეულ ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობის, რესტავრაციისა და მოხატვის მომსახურების დამატებითი ღირებულებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს და დაადგინა, რომ უთანასწორო მოპყრობას არ გააჩნია რაციონალური კავშირი ლეგიტიმურ მიზნებთან და წარმოადგენს დისკრიმინაციულ რეგულირებას. საქმეზე მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა რამდენიმე რელიგიური გაერთიანება: „სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”... Читать дальше...

იან კელი: როგორ მოდუნდა ასე აშშ-ის საგარეო პოლიტიკა?

Radiotavisupleba.ge 

როგორ მოდუნდა ასე აშშ-ის საგარეო პოლიტიკა? ამ კითხვას საკუთარი ფეისბუქის გვერდზე აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი სვამს. იან კელის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიის 20% დაიპყრო, ობამამ სხვა მიმართულებით გაიხედა და „გადატვირთვისკენ“ მოუწოდა. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ტრამპმა მხრები აიჩეჩა და განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია, რადგან იქ რუსულად ლაპარაკობენ. ხოლო როდესაც რუსეთმა 2016 წელს პოლიტიკურ პარტიებზე მიიტანა ინტერნეტ-იერიში, ობამა დუმდა... Читать дальше...

ვინ ჰპარავს ირანს ღრუბლებს?

Radiotavisupleba.ge 

ირანელმა ოფიციალურმა პირმა ქვეყნის მტრები - მათ შორის ისრაელი - დაადანაშაულა ამინდზე ზემოქმედებაში, რათა ირანი გვალვამ დააზარალოს.

ვლადიმირ კარა-მურზა ტრამპს მოუწოდებს, პუტინთან შეხვედრისას წამოჭრას პოლიტპატიმრების საკითხი

Radiotavisupleba.ge 

ცნობილი რუსი პოლიტიკური აქტივისტი და პუბლიცისტი, ვლადიმირ კარა-მურზა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რუს კოლეგასთან 16 ივლისის შეხვედრისას წამოჭრას პოლიტპატიმრების პრობლემა. კარა-მურზამ 2 ივლისს ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ ტრამპი არ გააგრძელებს აშშ-ის პრეზიდენტების ტრადიციას - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირველი შეხვედრისას, მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებელი ნაბიჯების გადადგმას. კაგებეს ყოფილი ოფიცრისათვის თანამოსაუბრის მზადყოფნა კომპრომისისათვის მისი სიუსტის ნიშანიაო... Читать дальше...

ლავროვი დადებითად აფასებს რუსეთში ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, რუსეთში აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრების სტუმრობა ძალიან დროულია 16 ივლისის სამიტის მოახლოების გამო და უნდა გააუმჯობესოს ურთიერთობა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. ამერიკელი კონგრესმენები მიმდინარე კვირაში იმყოფებიან რუსეთში, მათი თქმით, ურთიერთობების გაუმჯობესების მისიით და იმის დასადგენად, თუ რამდენად იმოქმედა რუსეთის ეკონომიკაზე ოთხი წლის წინ დაწესებულმა დასავლურმა სანქციებმა. ლავროვი 3 ივლისს შეხვდა კონგრესმენებს და გამოთქვა იმედი... Читать дальше...

მსხვერპლი მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე

Radiotavisupleba.ge 

ერთი ადამიანი გარდაიცვალა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, დაახლოებით 1 საათის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. „მერსედესის“ მარკის ავტომობილმა რუსთავიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, სოფელ გაჩიანისკენ მიმავალი გზის გამყოფ მონაკვეთზე გაანგრია ჯებირი და თხრილში გადაიჩეხა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცის რამდენიმე ეკიპაჟი. მათი განცხადებით, მანქანაში მხოლოდ გარდაცვლილი მძღოლი იმყოფებოდა. ავტომობილი, ცხედართან ერთად სპეცტექნიკით თხრილიდან ამოიყვანეს.

კახეთში ელექტრონული გამჭვირვალობისთვის შექმნილი ვებგვერდები არ მუშაობს

Radiotavisupleba.ge 

კახეთის რეგიონის  აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი უწყებებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილი ვებგვერდები არ მუშაობს.

დემნა ტროლი არ არის (ტროლები თქვენ ხართ, თუ კაია)

Radiotavisupleba.ge 

იცით რა, ამოვიდა ყელში ეს "იი, დემნა გვასალიამ ევროპა დააგოიმა და მაგას რა ჩამაცმევს..." და ეგეთები. კი არ ტროლავს ვინმეს, სულს და გულს დებს საქმეში და თავის (და ჩვენს) ბავშვობას და ახალგაზრდობას ხელოვნებად აქცევს.



ზაზა სარალიძე: „დღევანდელ ღამეს აქ არ გავატარებ, გარეთ გავალ“

Radiotavisupleba.ge 

ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღო პირობა, რომ მისი შვილის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით  მიმდინარე კვირის ბოლომდე  რადიკალური ნაბიჯები გადაიდგმება. "გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. გავიარეთ ყველა ჩვენება, რაც მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არსებობს საქმის მასალებიდან გამომდინარე. შევთანხმდით იმაზე, რომ კვირის ბოლომდე რადიკალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას და აქ აღარ გავჩერდები, გარეთ გავალ. დღევანდელ ღამეს აქ არ გავატარებ. დავარწმუნეთ იმაში, რომ საკმარისი მტკიცებულებებია იმისთვის... Читать дальше...

ავტომობილების ტესტირება რუსთავში - გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების სიჭარბე

Radiotavisupleba.ge 

როგორც ცნობილია, 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან  სამგზავრო ავტობუსები, მიკროავტობუსები, 3.5 და მეტი ტონა  ტვირთამწეობის  სატვირთო ავტომობილები, მიმდინარე წლის  1 ივლისიდან კი სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარნენ  სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები.

"ყურადღება მიიქცია დაზარალებულთა პარადოქსულმა შეფასებებმა 2008 წლის ომთან დაკავშირებით"

Radiotavisupleba.ge 

3 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ ჯიშკარიანი, ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი.

ჯეიმს აპატურაი: მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში

Radiotavisupleba.ge 

ნატოს 11-12 ივლისის სამიტის ფარგლებში, რომელსაც ბრიუსელი უმასპინძლებს, პირველად გაიმართება საქართველო-უკრაინა-ნატოს შეხვედრა. აღნიშნული სამიტი სიმბოლურია იმითაც, რომ ზუსტად 10 წლის წინ ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე, ამ ქვეყნების მიერ შესაბამისი კრიტერიუმების მიღწევის შემდეგ.

საპარლამენტო კომისია შსს-ის წარმომადგენელს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

Radiotavisupleba.ge 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ოფიციალური ახსნა-განმარტებების მოსმენით გაგრძელდა. კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროს შალვა ბედოიძეს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს ირაკლი ფიფიას უსმენენ. სხდომაზე არ გამოცხადდა შს სამინისტროს დეტექტივების სამმართველოს უფროსი, იოსებ სიგუა... Читать дальше...

პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს მომავალი მთავრობის სტრუქტურის საკანონმდებლო პაკეტს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის შვიდმა კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომებზე განიხილა კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც 116 კანონის შესწორებას ითვალისწინებს. საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას 4 ივლისს შეუდგება, რიგგარეშე სესიაზე. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების და მისგან გამომდინარე კანონპროექტების თანახმად... Читать дальше...

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს ალიანსში"

Radiotavisupleba.ge 

3 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ონიანი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ნატოელი მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების სიმცირის გამო

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე ნატოელ მოკავშირეს, მათ შორის კანადასა და გერმანიას, გაუგზავნა წერილები, რომლებშიც მათ აკრიტიკებს თავდაცვის ხარჯების სიმცირის გამო. ამის შესახებ იუწყება გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“. 2 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში, გაზეთი აღნიშნავს ივნისში გაგზავნილი წერილების „მკაცრ ტონს“. მათში გამოხატულია აშშ-ის მზარდი იმედგაცრუება იმით, რომ ნატოელი მოკავშირეები არ ასრულებენ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნაკისრ ვალდებულებებს. ტრამპს უკვე არაერთხელ ჰყავს გაკრიტიკებული ნატოს წევრები... Читать дальше...

მედია: ანკარა თბილისისგან ითხოვს რუსი პილოტის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილის გადაცემას

Radiotavisupleba.ge 

თურქეთმა საქართველოს მიმართა, გადასცეს თურქეთის მოქალაქე, ინტერპოლით ძებნილი სერქან კურტულუში, რომელიც 29 ივნისს, პოლიციამ თბილისში დააკავა და ამჟამად რუსთავის საპატიმროში იმყოფება - ამის შესახებ იუწყება რუსული სააგენტო ტასი, რომელიც წყაროდ იყენებს თურქულ სააგენტოს, Demiroren-ს. მისი ინფორმაციით, კურტულუში, რომელსაც ბრალად ედება თურქეთის რამდენიმე პროვინციაში მოქმედი დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზება, ფიგურირებს რუსი მფრინავის, ოლეგ პეშკოვის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილ 18 პირს შორისაც. ამასთან... Читать дальше...

Новости России
Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде


სომხეთში დააკავეს გავლენიანი პოლიტიკოსის დაცვის სამსახურის უფროსი

Radiotavisupleba.ge 

ერევანში დააკავეს ოლიგარქისა და პოლიტიკოსის, გაგიკ ცარუკიანის უშიშროების სამსახურის უფროსი, ედუარდ ბაბაიანი. სომხეთის საგამოძიებო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილემ, სონა ტრუზიანმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბაბაიანი ეჭვმიტანილია ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში. ცარუკიანი სათავეში უდგას პარტია „აყვავებულ სომხეთს“ და ცარუკიანის საპარლამენტო ბლოკს. რამდენიმე დღის წინ, 28 ივნისს, ერევანში დააკავეს სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის დაცვის სამსახურის უფროსი, ვაჩაგან ღაზარიანი „უკანონო გამდიდრების“ ბრალდებით. Читать дальше...

არასამთავრობო სექტორი მოითხოვს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერებას

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ახალი მთავარი პროკურორის არჩევა მოხდეს რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილება და პროკურატურა გახდება მთავრობისგან დამოუკიდებელი ორგანო. კოალიციის განცხადებით, დღეს მოქმედი წესით, მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში დიდია იუსტიციის მინისტრის როლი, რაც ამცირებს ამ თანამდებობაზე პოლიტიკურად ნეიტრალური და დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევის შანსს. კოალიციის შეფასებით... Читать дальше...

ხმელთაშუა ზღვაში წელს 1000-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო

Radiotavisupleba.ge 

ხმელთაშუა ზღვაში წელს 1000-ზე მეტი ადამიანი დაიხრჩო ლიბიიდან ევროპაში ჩასვლის მცდელობისას. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მსხვერპლმა მკვეთრად იმატა ბოლო რამდენიმე დღეში, რადგან იმატა მიგრანტების რიცხვმა ევროკავშირში იმიგრაციასთან დაკავშირებული წესების სავარაუდო გამკაცრების მოლოდინში. ბოლო დღეებში 204 ადამიანი დაიღუპა. მიგრანტების ნაკადი შემცირებულია 2015 წლის კულმინაციის შემდეგ, როცა ასი ათასობით ადამიანი ცდილობდა ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში ჩაღწევას. მეორე ძირითადი მარშრუტი, თურქეთიდან საბერძნეთში... Читать дальше...

CNN: ტრამპს პუტინთან პირისპირ საუბარი სურს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდი ტრამპი აპირებს 16 ივლისს, ჰელსინკიში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა დაიწყოს მათი პირისპირ საუბრით - ამას ტელეკომპანია CNN იუწყება საორგანიზაციო საკითხების შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. მისი ინფორმაციით, ტრამპის და პუტინის შეხვედრას მათი თანაშემწეები მხოლოდ პრეზიდენტების პირისპირ საუბრის შემდეგ უნდა შეუერთდნენ.

საქართველოს ნაკრების მორიგი მეტოქეები იქნებიან საბერძნეთი, ისრაელი და ესტონეთი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას სექტემბერში გააგრძელებს. შესარჩევი ციკლის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ორ-ორჯერ დაუპირისპირდება საბერძნეთის, ისრაელისა და ესტონეთის ნაკრებებს. ამავე ჯგუფში ითამაშებენ გერმანია და სერბიაც, რომლებთანაც საქართველოს ნაკრები პირველ ეტაპზე ორ-ორჯერ დამარცხდა. ეს შედეგი მეორე ეტაპზეც ძალაში რჩება და გათამაშების საწყის ცხრილში საქართველო 8 ქულით მეხუთე ადგილზეა. გერმანიასა და საბერძნეთს 12-12 ქულა აქვთ... Читать дальше...

ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად შსს-ში იმყოფება

Radiotavisupleba.ge 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად შევიდა შსს-ში, სადაც მინისტრს, გიორგი გახარიას უნდა შეხვდეს. ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის ინფორმაციით, მათი მოთხოვნაა სწრაფად გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ დადგეს დანაშაულში მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი. ლონდარიძის ინფორმაციით, სრულად იზიარებენ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ პროკურატურისა და შსს-თვის 2 ივლისს გაგზავნილ რეკომენდაციებს, მათ შორის მ.კ-ს წინააღმდეგ სისიხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Прямая трансляция матча Елены Рыбакиной против экс-первой ракетки мира на «Ролан Гаррос»






Врач из Ленинского округа получила награду «За верность профессии»

Аэропорт Казани временно закрыт на вылет и посадку 3 июня

Нигматуллин оценил успехи «Зенита»

Ярославский блогер Елена Блиновская подала заявление о банкротстве