Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Декабрь
2018

Новости за 08.12.2018

ტრამპი აცხადებს, რომ გენერალი მილი დაიკავებს ქვეყნის მთავარი სამხედრო სარდლის პოსტს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გენერალი მარკ მილი დაიკავებს შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯომარის პოსტს. მილი შეცვლის გენერალ ჯოზეფ დანფორდს, რომელსაც ვადა ეწურება 2019 წლის ოქტომბერში. „მე მადლიერი ვარ ამ ორი არაჩვეულებრივი მამაკაცისა ქვეყნისათვის მათი სამსახურისათვის. დანიშვნის თარიღი დგინდება“, - დაწერა ტვიტერზე დონალდ ტრამპმა. გენერალი გენერალი მარკ მილი 60 წლისაა, დამთავრებული აქვს პრინსტონის უნივერსიტეტი, მსახურობდა ერაყსა და ავღანეთში. აშშ-ის არმიის შტაბის უფროსთა... Читать дальше...

გარდაიცვალა ლიუდმილა ალექსეევა, ვეტერანი რუსი უფლებათდამცველი

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა ლიუდმილა ალექსეევა, ცნობილი უფლებათდამცველი, მოსკოვის ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე. ინფორმაცია ამის თაობაზე გაავრცელა მიხაილ ფედოტოვმა, ადამიანის უფლებათა საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარემ მოსკოვის მე-15 საავადმყოფოს მთავარ ექიმზე დაყრდნობით. უფლებათდამცველი შაბათს გარდაიცვალა, მოსკოვის დროით 19.30 საათზე. ლიუდმილა ალექსეევა დაიბადა 1927 წელს ევპატორიაში, დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მონაწილეობდა იატაკქვეშა ბიულეტენ „მიმდინარე მოვლენების ქრონიკის“ გამოცემაში... Читать дальше...

პუტინმა მონაწილეობა მიიღო მმართველი პარტიის ყრილობაში

Radiotavisupleba.ge 

8 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მონაწილეობა მიიღო მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ მე-18 ყრილობაში, რომელიც ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. „არიან ისეთები, რომლებიც კონიუნქტურით სარგებლობენ და სიამოვნებით ეტმასნებიან მმართველ პოლიტიკურ ძალას; არიან ისეთებიც, რომლებიც უმსგავსოდ იქცევიან. გთხოვთ, რომ ამ ყველაფერს ძალიან გულმოდგინეთ მოეკიდოთ“, - განაცხადა პუტინმა. „ერთიანი რუსეთის“ ყრილობის ფონია მმართველი ძალისა და პრეზიდენტის რეიტინგების მკვეთრი ვარდნა. ფონდ „საზოგადოებრივი... Читать дальше...

ძიუდოს კლუბი „გოლდენ გორი" ევროპა ლიგის ჩემპიონი გახდა

Radiotavisupleba.ge 

8 დეკემბერს ბუქარესტში გამართულ ევროპის მეორე რანგის საკლუბო ჩემპიონატის - ევროპა ლიგის - შეხვედრები გაიმართა და გორის ძიუდოს კლუბმა „გოლდენ გორმა” ელიტარული ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ტიტულოვანი ძიუდოისტებით დაკომპლექტებულმა კლუბმა, რომელიც გორში რამდენიმე კვირის წინ დაფუძნდა, რუმინეთში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე დამაჯერებლად მოიგო. ფინალის გზაზე „გოლდენ გორმა“ დაამარცხა გერმანიის „ლაიპციგი” (4:1), იტალიის „ფიამე ჯიალე” (4:1) და სერბიის „კინეზისი“ (5:0), გადამწყვეტ ბრძოლაში კი საფრანგეთის „ლე-ბლან-მენილთან" იმარჯვა (3:2). Читать дальше...

სამი მოქალაქე დაიღუპა ავღანეთში გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად

Radiotavisupleba.ge 

სამი მოქალაქე დაიღუპა ავღანეთის პროვინცია ჰერათში გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე მანქანის აფეთქების შედეგად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, მაგრამ პროვინციის წარმომადგენლი გელანი ფარჰადი ბრალს დებს თალიბებს, რომლებიც ამ არეალში ხშირად აწყობენ თავდასხმებს.

რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა ნავალნის ახალი პროექტი „გონივრული კენჭისყრა“

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „როსკომნადზორმა“ დაბლოკა ალექსეი ნავალნის მიერ შექმნილი წინასაარჩევნო პროექტი „გონივრული კენჭისყრა“. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელდა პერსონალური მონაცემების უფლებების დარღვევა, რის გამოც 7 დეკემბრიდან რუსულმა პროვაიდერებმა საიტზე დაშვება უნდა შეზღუდონ. ნავალნის პროექტის საიტი, მოსკოვის ტაგანსკის რაიონული სასამართლოს 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით, არღვევს კანონმდებლობას პირადი მონაცემების დაცვის შესახებ. ნოემბრის ბოლოს „როსკომნადზორში“ შევიდა რამდენიმე მოქალაქის საჩივარი... Читать дальше...

ირანის პრეზიდენტმა „ეკონომიკური ტერორიზმი“ უწოდა აშშ-ის სანქციებს

Radiotavisupleba.ge 

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ „ეკონომიკური ტერორიზმი“ უწოდა აშშ-ის სანქციებს და დასავლეთს უწინასწარმეტყველა არალეგალური ნარკოტიკებისგან წალეკვა, თუ სანქციები წარმატებული აღმოჩნდება და ირანი დასუსტდება. აღნიშნული განცხადება როჰანიმ გააკეთა 8 დეკემბერს ექვსი სახელმწიფოს კონფერენციაზე თეირანში, რომელშიც ავღანეთის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, რუსეთის და ჩინეთის პარლამენტის სპიკერები მონაწილეობენ. როჰანის სიტყვებით, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით მრავალჯერ გადაიცა, ეკონომიკურად დასუსტებული ირანი ვერ შეძლებს წინ აღუდგეს ნარკოტიკების ტრეფიკინგს. Читать дальше...

პროკურატურამ გამოაქვეყნა ახალი ცნობები ტრამპის ყოფილი იურისტის რუსეთთან კავშირებზე

Radiotavisupleba.ge 

პარასკევს აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ და სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა გამოაქვეყნეს დოკუმენტები, რომლებშიც სუაბარია დონალდ ტრამპის გარემოცვის ყოფილი წევრის მანამდე უცნობ კავშირებზე რუსეთის წარმომადგენლებთან. დოკუმენტებით ირკვევა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი იურისტი, მაიკლ კოენი, საპრეზიდენტო კამპანიის დროს 2015 წელს, აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირთან, ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრის ორგანიზების თაობაზე. ეს ჩანს თავად კოენის ჩვენებით... Читать дальше...



საფრანგეთში დაპატიმრებულია 500-ზე მეტი დემონსტრანტი

Radiotavisupleba.ge 

იუწყებიან, რომ პარიზის ცენტრსა და ელისეს მინდვრებზე მოხდა შეტაკება პოლიციასა და ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ დემონსტრაციის მონაწილეებს შორის. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ იყენებს პოლიცია ცრემლმდენ გაზს ანტისამთავრობო დემონსტრაციის წინააღმდეგ. სამართალდამცველები აკავებენ აგესიულად განწყობილი აქციის მონაწილეებს, ართმევს მათ ბეისბოლის ბიტებს და სხვა აღჭურვილობას. საფრანგეთის პოლიციის ცნობით, სულ დაკავებულია 500-ზე მეტი კაცი, თანაც მათი ნახევარი აქციის დაწყებამდე დააკვეს. ანტისამთავრობო... Читать дальше...

დონალდ ტრამპი აპირებს დანიშნოს გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს გამოაცხადოს შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ახალი თავმჯდომარის ვინაობა, 8 დეკემბერს არმიისა და საზღვაო ძალების ყოველწლიური საფეხბურთო მატჩის დროს. ამერიკული მედიის თანახმად, ტრამპი ამ პოსტზე სავარაუდოდ დაასახელებს გენერალ მარკ მილის, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში არმიის სარდლის პოსტს იკავებს. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, გენერალი მილი შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის პოსტზე შეცვლის გენერალ ჯოზეფ დანფორდს, რომელსაც ვადა ეწურება 2019 წლის ოქტომბერში. Читать дальше...

შავი ზღვის უნივერსიტეტმა პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა

Radiotavisupleba.ge 

შავი ზღვის უნივერსიტეტმა პირველკურსელთა მიღების უფლება დაიბრუნა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 8 დეკემბერს განიხილა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საკითხი პირველკურსელების ჩარიცხვასთან დაკავშირებით და დადებითი გადაწყვიტილება გამოიტანა. მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება ერთი წლის ვადით, 2019 წლის 20 აგვისტომდე, შეუზღუდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით... Читать дальше...

დავით ზალკალიანი: ეუთოს დოკუმენტებში საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ მიღებული განცხადება მოიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერებს საქართველო-რუსეთის კონფლიქტსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით. „ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში მიღებული იქნა მნიშვნელოვანი განცხადება - საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრების მხრიდან, რომელიც ეხება საქართველოში და კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას. Читать дальше...

პარიზში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

Radiotavisupleba.ge 

პარიზში, მიმდინარე „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე სამართალდამცველებმა 127 ადამიანი დააპატიმრეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პოლიციელებსა და მანიფესტანტებს შორის მასშტაბურ შეტაკებებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, „პლას ეტუალთან“ პოლიციამ მანიფესტანტების ჯგუფის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამ დროისთვის, პარიზის მთავარ გამზირზე ათასამდე მანიფესტანტია შეკრებილი. 8 დეკემბერს, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქცია იმართება. საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მასშტაბით 89 000 პოლიციელია მობილიზებული... Читать дальше...

სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო სარჩელი "არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის წინააღმდეგ"

Radiotavisupleba.ge 

"არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ”, - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი. სტრასბურგის სასამართლო სარჩელს დაჩქარებული წესით განიხილავს. „ემპათიის“ ინფორმაციით, დოკუმენტში, რომელიც 800 გვერდს მოიცავს, ჩადებულია ყველა ის მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი მოითხოვს ყველა იმ პირის დასჯას, რომლებიც მათი მტკიცებით, ჯარისკაცის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში არიან დამნაშავენი. Читать дальше...

საოკუპაციო ხაზთან გაიმართება აქცია-პერფორმანსი „მუსიკალური ოკუპაცია“

Radiotavisupleba.ge 

8 დეკემბერს, სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან, მუსიკოსები გამართავენ აქცია-პერფორმანსს სახელწოდებით „მუსიკალური ოკუპაცია“. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მუსიკალური ინსტრუმენტები იქნება მათი ხმა-იარაღი საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ: „დარწმუნებულები ვართ, როგორ განიცდის ყველა ნორმალური ქართველი ადამიანი ამ ყველაფერს, რაც ჩვენს თავს ხდება. დროა რაც ჩვენ შეგვიძლია ის გავაკეთოთ და მათ აგრესიას წინ მუსიკის ხმა დავახვედროთ ბარიერად“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საოკუპაციო ხაზთან მიმდინარეობს აქცია-პერფორმანსი „მუსიკალური ოკუპაცია“

Radiotavisupleba.ge 

8 დეკემბერს, სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან, მუსიკოსები აწყობენ აქცია-პერფორმანსს სახელწოდებით „მუსიკალური ოკუპაცია“. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მუსიკალური ინსტრუმენტები იქნება მათი ხმა-იარაღი საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ: „დარწმუნებულები ვართ, როგორ განიცდის ყველა ნორმალური ქართველი ადამიანი ამ ყველაფერს, რაც ჩვენს თავს ხდება. დროა რაც ჩვენ შეგვიძლია ის გავაკეთოთ და მათ აგრესიას წინ მუსიკის ხმა დავახვედროთ ბარიერად“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით რუსთავში დააკავეს ერთი პირი

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული ბ.ძ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კანის ფერის გამო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კამერუნის მოქალაქეს. გამოძიება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში... Читать дальше...

„ყვითელი ჟილეტების“ აქციის გამო საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთში საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. საელჩოს მიმართვა 8 დეკემბერს, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციას უკავშირდება. „შაბათს, 8 დეკემბერს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები. გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას“, - ნათქვამია განცხადებაში. დღეს, პარიზში... Читать дальше...

8 დეკემბერს გადაწყდება, დაიბრუნებს თუ არა IBSU პირველკურსელთა მიღების უფლებას

Radiotavisupleba.ge 

8 დეკემბერს გადაწყდება, დაიბრუნებს თუ არა შავი ზღვის უნივერსიტეტი პირველკურსელთა მიღების უფლებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო დღეს განიხილავს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საკითხს პირველკურსელების ჩარიცხვასთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება ერთი წლის ვადით, 2019 წლის 20 აგვისტომდე, შეუზღუდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Сюзанн Ленглен

Матч Котова и Вавринки перенесли на корт Сюзанн Ленглен






Синоптик Леус: Грозовые дожди собьют жару в Москве 3 июня

Россиян предупредили об очередном виде мошенничества в канун отпусков

Вильфанд рассказал о погоде в Москве на следующей неделе

Экс-мэр Петрозаводска будет изучать военное дело у Ильича