Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2024

Новости за 15.02.2024

დეკანოზის სათქმელი 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

„ბრძოლა არ დასრულებულა“, „ბრძოლა გრძელდება“, „ყველაფერი ითქმება, დასაბუთებულად“ - 7-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე და მისი ძმა „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებული უცნობი დეტალების გამომზეურებას აპირებენ.

იცოდით, რომ შეგიძლიათ თქვენს რეგიონს "უსაფრთხოების პასპორტი" მოსთხოვოთ?

Radiotavisupleba.ge 

"უსაფრთხოების პასპორტების" შევსება სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონმა მუნიციპალიტეტებს ჯერ კიდევ 2018 წლიდან დაავალა, თუმცა მისი შემუშავება მხოლოდ შოვის 2023 წლის აგვისტოს ტრაგედიის შემდეგ დაიწყეს და ბევრგან დღემდე არ დაუსრულებიათ. რას შეცვლიდა ეს დოკუმენტი სტიქიური უბედურებების ადგილებში?

რატომ ტოვებს სულ უფრო მეტი ჯარისკაცი რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ნაწილებს?

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის, მათ შორის, ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლის საგარნიზონო სასამართლოებმა, შარშან სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ 2306 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს. ეს 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.



„ანბოქსინგიიი“ - გგონია, შენზე არ აქვთ გავლენა ინფლუენსერებს?

Radiotavisupleba.ge 

დღის ბოლოა. მგონი, საქმეს მორჩი. ტელეფონს დასატენად აერთებ და შენც იქვე, კუთხეში, ტახტზე ჯდები. ახლა „სქროლვაც“ შეიძლება - ზოგი როგორც ამბობს, ტვინის გადართვა, დასვენება, არაფერზე ფიქრი, უბრალოდ, მონოტონური „სქროლვა“.

„ოცნება“ გვაჩვევს იდეას, რომ ჩინეთი შეიძლება გახდეს საქართველოს „შუამავალი“ რუსეთთან

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ წრეებში პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები რამდენიმე თვეა, უკვე საჯაროდ განიხილავენ აბსტრაქტულ იდეას რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში ჩინეთის ჩართვის შესახებ, - საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან განცალკევებით. ამ იდეამ წინა კვირას საქართველოს პარლამენტშიც შეაღწია.

ზელენსკი საფრანგეთში, შემდეგ გერმანიაში ჩავა და მიუნხენის კონფერენციაში ჩაერთვება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 16 თებერვალს გაემართება საფრანგეთისკენ, შემდეგ კი გერმანიაში ჩავა.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში "უნებართვო ვიზიტებისთვის" 48 ათასი ლარი დახარჯა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად მოგზაურობისთვის პირადი თანხა - 48 217 ლარი დახარჯა. ეს არის მხოლოდ 2023 წლის განმავლობაში გაწეული ხარჯი, რომელიც ასახა განახლებულ ქონებრივ დეკლარაციაში.

ცოტა „უკეთესობაა“ - რას ცვლის გალის რაიონის მცხოვრებთათვის ე.წ. ბინადრობის მოწმობის გაცემის ახალი წესი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გაამარტივა გალის რაიონის მცხოვრებთათვის „ბინადრობის მოწმობის“ გაცემის წესი. ეს არის ვადიანი საბუთი, რომელსაც აფხაზეთში მცხოვრებ „უცხო ქვეყნის“ მოქალაქეებს აძლევენ. ასეთად კი დე ფაქტო მთავრობა მიიჩნევს საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს, ანუ გალელების უდიდეს ნაწილს. ისინი სწორედ  „ბინადრობის მოწმობით“ ახერხებენ ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლას.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

В России назвали подвигом победу Рублева на "Мастерсе" из-за болезни






10-й Казанский марафон: кто бежит, где смотреть, какие дороги перекроют

Baza: в Москве горящие залпы салюта попали в толпу, пострадала девушка

Baza: мошенники оформили кредит на москвича под видом покупки его автомобиля

Облачность и до 11 градусов тепла ожидаются в пятницу в Москве