ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღმოსავლეთში მდებარე პაქტიკის პროვინციაში მოკლეს თალიბანის ერთ-ერთი მეთაური, ბილალ ზარდანი. ის ხელმძღვანელობდა თალიბების „სპეცშენაერთებს“ ღაზნის, პაქტიის, პაქტიკის, ხოსტისა და ლოგარის პროვინციებში.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ზარდანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აღმოსავლეთ ავღანეთის ხუთი პროვინციის დესტაბილიზაციაში, მოკლეს 18 დეკემბრის საღამოს, ავღანეთის სამთავრობო ჯარების სამხედრო ოპერაციის მსვლელობაში.
თალიბების ლიდერების მიზანში ამოღება არის ნაწილი სტრატეგიისა... Читать дальше...