დილის 6 საათი ხდებოდა. მახო ტელეფონზე დაყენებულმა მაღვიძარამ გააღვიძა. ვალია ბებომ და დათა პაპამაც გაიღვიძეს. ჯერ მე გავიხედავო, უთხრა ვალია ბებომ. მოხუცი ეზოში გავიდა და ტერიტორია მოათვალიერა. ამასობაში მახომ თათიას ტანსაცმელი და თავისი ნივთები ერთ პატარა ჩანთაში მოათავსა. ვალია სახლში შებრუნდა და უთხრა, რომ გარეთ არავინ ჩანდა. ამის შემდეგ მახო გავიდა ეზოში და ქვემოთ, რუსების სათვალთვალო ჯიხურისკენ გაიხედა. სიწყნარე იყო, გარშემო არავინ ჩანდა. ჩანთას ხელი დაავლო, ერთგან, მავთულხლართის ჩაზნექილ ღობეზე სწრაფად გადახტა... Читать дальше...